ანკეტირების საფუძველზე შერჩეული საინიციატივო ჯგუფის წევრები ჩაერთვებიან სატრენინგო პროგრამებში. პროგრამის მიზანია ცოდნისა და გამოცდილების ამაღლება შემდეგ საკითხებში: მშვიდობის მშენებლობასა და ნდობის აღდგენის მხრივ ადგილზე არსებული სიტუაციის შეფასება, მიმდინარე პრიორიტეტების განსაზღვრა და წარმოქმნილი საფრთხეების ეფექტური ადვოკატირების პროცესში ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა.
მუშაობა მიმდინარეობს ხუთ სამიზნე მუნიციპალიტეტში: ქუთაისში, წყალტუბოში, ხონში, სენაკსა და ზუგდიდში. იანვარში პირველი შეხვედრები ჩატარდა. შეხვედრების მონაწილეები გაეცნენ ინფორმაციას პროექტის შესახებ. ჩამოყალიბდა დევნილ ქალთა და გოგონათა საინიციატივო ჯგუფები.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით