„მეტი მუშაობაა საჭირო, რომ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა გაიაზრონ თავიანთი პირდაპირი პასუხისმგებლობა და ჩაერთონ მსხვერპლთა დახმარებაში.“
პროექტი ხორციელდება თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
ქალთა ფონდი „სოხუმის“ ოფისში ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა მედიცინის მუშაკებისთვის. ტრენინგს ესწრებოდა 15 მონაწილე წყალტუბოს, ტყიბულის, ვანის, თერჯოლის და სამტრედიის მუნიციპალიტეტებიდან.
ტრენინგზე, რომლის თემა იყო „სამედიცინო პერსონალის როლი ძალადობის პრევენციასა და მსხვერპლთა დაცვაში“, განიხილეს უამრავი საკითხი, მათ შორის: ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობა, სტამბოლის კონვენცია, რეფერირების მექანიზმები, მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფები...
მონაწილეების შეფასებით, ეს მუშაობა აქტუალური და საჭიროა:
„ჩვენ ვისაუბრეთ, რა რესურსები აქვთ ექიმებს ძალადობის იდენტიფიცირებისთვის და აუცილებლად დავნერგავთ ამ მეთოდებს პრაქტიკაში.“
„პირველად ვიმსჯელეთ პრობლემის მიზეზებზე, როდის ვიქცევით სწორად და როდის არასწორად. ექიმს დიდი პასუხისმგებლობა აკისრია ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის კუთხით, თუმცა ბევრმა სპეციალისტმა არ იცის ეს.“