მასმედია (137)
მასმედია – ეს არის ინფორმაციის მასობრივი საშუალებები. ამ კატეგორიაში განთავსებულია ინფორმაცია მასმედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შესახებ, ამასთანავე ინფორმაცია ფონდი „სოხუმის“ პროექტების ფარგლებში მომზადებული ტელეგადაცემების, რადიოსიუჟეტებისა და სტატიების თაობაზე.
„გენდერული თანასწორობა ნიშნავს თანაბარ წარმომადგენლობას, თანაბარ მონაწილეობას და შესაძლებლობებს ქალებისა და მამაკაცებისათვის საზოგადოებრივი და კერძო ცხოვრების ყველა სფეროში...“ და გენდერული თანასწორობის მიღწევა თანამედროვე საზოგადოების განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიზანი და პრიორიტეტია.
ასე იწყება სტატია, რომელიც 12 თებერვალს დაიბეჭდა გაზეთ «P.S.»-ში. სტატიის ავტორია ექსპერტი გენდერულ საკითხებში, ფონდი „სოხუმის“ თავმჯდომარე ალლა გამახარია.
სტატიაში აღნიშნულია გენდერული პოლიტიკის შემუშავების მნიშვნელოვანი მომენტები როგორც სახელმწიფო, ისე მუნიციპალურ დონეზე და აქტიური მუშაობის აუცილებლობა ამ პოლიტიკის დანერგვისათვის.
სტატია აგრეთვე განთავსდა გაზეთის საიტზე:
http://psnews.ge/index.php?m=68&news_id=61300
პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით
ეს ფილმი ეძღვნება ფონდი „სოხუმის“ პროექტს „ქალთა შესაძლებლობების გაფართოება კონფლიქტის ტრანსფორმაციაში ახალი მიდგომების გამოსამუშავებლად“.
ფილმი, რომელიც ტელეკომპანია „რიონის“ ჟურნალისტებმა მოამზადეს, ასახავს პროექტის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებს: ტრენინგი ქალებისა და ახალგაზრდების ჯგუფთან, მრგვალი მაგიდა და კვლევის პრეზენტაცია, შეხვედრა კვიპროსზე, პროექტის პრეზენტაცია თბილისში.
რადიო „თავისუფლების“ რუბრიკაში მოხვდა ფონდი „სოხუმის“ ინიციატივით ქუთაისში გამართული შეხვედრა იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონების გენდერული თანასწორობის საბჭოების წევრებთან, გენდერულ მრჩევლებსა და ადგილობრივი თვითმმართველობების იმ წარმომადგენელებთან, რომლებიც გენდერული ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მონაწილეობენ.
რესპონდენტებმა ინტერვიუში ისაუბრეს საკუთარ გამოცდილებაზე გენდერული პოლიტიკის განხორციელებისათვის, არსებულ გამოწვევებზე. გამოთქვეს იმედი, რომ შეხვედრაზე შემუშავებული რეკომენდაციები გამოყენებული იქნება ადგილობრივ დონეზე გენდერული პოლიტიკის ეფექტურობის ხელშეწყობისთვის.
პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით
18 დეკემბერს რადიო „რიონის“ ეთერში ფონდი „სოხუმის“ მიერ ორგანიზებული რადიოგადაცემა გავიდა თემაზე „ადგილობრივი გენდერული პოლიტიკა და პრაქტიკა - მიღწევები და გამოწვევები“.
რა არის საჭირო ადგილობრივ დონეზე თანაბარი და დემოკრატიული მართვის ხელშეწყობისათვის, რამდენად მნიშვნელოვანია გენდერული დღის წესრიგი ადგილობრივი თვითმმართველობის პოლიტიკასა და პრაქტიკაში; რა შეიძლება გახდეს ინსტრუმენტი გენდერულად სამართლიანი პოლიტიკის განხორციელებისათვის; რა პრაქტიკა არსებობს საქართველოში გენდერული ბიუჯეტირების კუთხით და როგორია ადგილობრივი პერსპექტივა მისი მასშტაბური დანერგვისათვის?
სტუდიაში დიალოგს, რომელიც ფონდი „სოხუმის“ მიერ ჩატარებული კვლევის ავტორთან შედგა, ენაცვლებოდა ინტერვიუები ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, თვითმმართველობის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაში მყოფ მოხელეებთან.
განსაკუთრებით საინტერესო გამოდგა თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ადგილობრივ ხელისუფლებაში მოსული ქალბატონების ხედვა, რომელთაც ისაუბრეს გენდერული ბიუჯეტირების, ადგილობრივი მოხელეების გენდერული განათლებისა და კომპეტენციის გაზრდის აუცილებლობაზე.
მსმენელებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია ფონდი „სოხუმის“ პროექტზე, რომელშიც საქართველოში ადგილობრივ თვითმმართველობაში გენდერული დღის წესრიგის დანერგვის და გენდერული რეფორმების განხორციელებითვის საჭირო სტრატეგიის შეთავაზება მოხდება. სტრატეგია დაეფუძნება ადგილზე ჩატარებულ კვლევებს, არსებულ საერთაშორისო გამოცდილებას, პროექტის განმავლობაში ჩატარებულ მასშტაბურ შეხვედრებს, სადაც იკვეთება ადგილობრივი გენდერული საჭიროებები და პრობლემების გადაჭრის ხედვა, რაშიც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ადგილობრივი გენდერული საკონსულტაციო საბჭოების ინსტიტუციურ გაძლიერებას.
გადაცემაზე ასევე დაანონსდა მომავალი შეხვედრა იმერეთის და სამეგრელოს თვითმმართველობების გენდერულ პოლიტიკაზე პასუხისმგებელ პირებთან.
პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით
ტელეკომპანია „რიონის“ ჟურნალისტებმა მოამზადეს სიუჟეტი, რომელიც მიეძღვნა ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებულ ტრენინგს მომავალი ტრენერებისთვის კონფლიქტების პრევენციის თემაზე.
ამ პატარა, მაგრამ მნიშვნელოვან პროექტში ჩართულნი არიან ახალგაზრდები დასავლეთ საქართველოს 8 მუნიციპალიტეტიდან (ქუთაისი, ხონი, წყალტუბო, სენაკი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ბათუმი).
სიუჟეტში ტრენინგის მონაწილეები შთაბეჭდილებებს უზიარებენ მაყურებელს, თავიანთ მოლოდინებზე და მუშაობის პერსპექტივებზე საუბრობენ.
პროექტი ხორციელდება კანადის ადგილობრივი ინიციატივების ფონდის -CFLI (კანადის საელჩო თურქეთში) მხარდაჭერით
გაზეთ „ახალი გაზეთის“ (ქუთაისი) 28 აგვისტოს ნომერში დაიბეჭდა ფონდი „სოხუმის“ ექსპერტის, ეკატერინე გამახარიას სტატია „მოქალაქეების ჩართულობა ადგილობრივი ბიუჯეტის განკარგვაში და საკუთარი გარემოს გაუმჯობესებაში - „პრაღა 10-ის“ საინტერესო გამოცდილება“.
„პრაღა 10“ მუნიციპალიტეტით ფონდი „სოხუმის“ და ექსპერტთა დაინტერესების მიზეზი მისი გამოცდილებაა, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტის მართვაში მოსახლეობის ჩართვის ეფექტურ მექანიზმს ეხებოდა.
2015 წლიდან, „პრაღა 10“-ში ამოქმედდა „მონაწილეობითი ბიუჯეტის“ (Participatory Budget) პრაქტიკა, რომლის მიზანია მოსახლეობის გააქტიურება მუნიციპალური მართვის საკითხებში, რაც დემოკრატიული განხილვის და გადაწყვეტილების მიღების პროცესის ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს.
სტატიაში სწორედ ამ გამოცდილებაზეა მოთხრობილი.
პროექტიხორციელდებავიშეგრადის ფონდისმხარდაჭერით
ფონდი „სოხუმის“ დაკვეთით ტელეკომპანია „რიონის“ ეთერით სიუჟეტი გავიდა. მასში გაშუქდა ინფორმაცია ხონში ჩატარებული მრგვალი მაგიდის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავდა მოქალაქეთა ინფორმირებას ადამიანური უსაფრთხოების ინკლუზიურ მიდგომებზე.
სიუჟეტში აისახა პროექტის მიმდინარეობა: როგორ მუშაობს ქალთა საინიციატივო ჯგუფი ხონში, რომელი პრობლემის ადვოკატირება მოხერხდა ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით, ამ ეტაპზე რომელი საკითხის ადვოკატირებაზე უწევთ მუშაობა. მაყურებელი მოისმენს ინტერვიუს იმ ადამიანებთან, რომლებიც ჩართულნი იყვნენ პროექტში და რომელთა ძალისხმევითაც შესაძლებელი გახდა ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესება.
„ადგილობრივ პოლიტიკაში გენდერული მიდგომების დანერგვის სტრატეგია“ - ასეთი სათაურით დაიბეჭდა სტატია 26 ივნისის გაზეთ „გურია ნიუსში“.
სტატიის ავტორი, კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმის“ თავმჯდომარე ალლა გამახარია საუბრობს იმაზე, რომ საქართველოს ლიდერული ადგილი უკავია კავკასიაში პროგრესული გენდერულად მგრძნობიარე კანონების მიღების მხრივ. მაგრამ გენდერული პოლიტიკის განხორციელება სათანადო დონეზე არ ხდება.
განსაკუთრებული აქცენტი კეთდება პროექტზე, რომელიც ითვალისწინებს პოლონეთის, ჩეხეთის, სლოვაკეთის და უნგრეთის - ე.წ. ვიშეგრადის ოთხეულის ქვეყნების გამოცდილების შესწავლას და ყველაზე წარმატებული რეფორმების გამოყენებას რეგიონალური თანამშრომლობისათვის.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, „საქართველო ევროპული გზისკენ მიისწრაფვის და ამ ქვეყნების გამოცდილება არა მარტო აქტუალური და მიმზიდველია, არამედ მნიშვნელოვანიც, რადგან საერთო ძალისხმევით შესაძლებელია, შემუშავდეს პოლიტიკური სტრატეგია, რომელიც ორიენტირებული იქნება ადგილობრივ თვითმმართველობაში გენდერულ მეინსტრიმინგზე“.
პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით
რამდენად მნიშვნელოვანია ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე? რა შეიცვლება ქალთა პოლიტიკური აქტიურობის შემთხვევაში, როგორია საზოგადოების განწყობა და რამდენად საჭიროა ლიდერი ქალების ხელშეწყობა?
ამ საკითხებზე საუბრობენ ტელეკომპანია „რიონის“ ჟურნალისტთან ქუთაისში გამართული ხალხმრავალი კონფერენციის მონაწილეები.
კონფერენცია „ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში - დემოკრატია მოქმედებაში“ ჩატარდა 21 ივნისს. მისი მთავარი მიზანი იყო ფონდი „სოხუმის“ ამომრჩეველ ქალთა კლუბების (ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, სენაკი, ხობი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ბათუმი) ერთწლიანი მუშაობის შეჯამება და სამომავლო სტრატეგიის დასახვა.
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით
ტელეკომპანია „რიონმა“ მოამზადა და ეთერში გაუშვა სიუჟეტი, რომელიც ეხებოდა ფონდი „სოხუმის“ პროექტს „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისათვის“ - შეხვედრებს იმერეთის თორმეტივე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ინფორმაციის და გამოცდილების გაცვლის მიზნით.
სიუჟეტში ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელმა მაყურებელს გააცნო პროექტის მიზნები და ამოცანები, მისი მნიშვნელობა ადგილობრივ დონეზე გენდერული პოლიტიკის დამკვიდრებისათვის. შეეხო მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოების როლს და სამოქალაქო ჩართულობას, როგორც გენდერული თანასწორობის მიღწევის ეფექტურ იარაღს.
საერთაშორისო ორგანიზაცია PIN-ის (ადამიანი გაჭირვებაში) წარმომადგენელმა ისაუბრა 4 პარტნიორ ორგანიზაციასთან, მათ შორის ფონდ „სოხუმთან“ ერთად თვითმმართველობებთან თანამშრომლობით განხორციელებულ სოციალურ პროექტებზე. მაყურებელმა მიიღო ინფორმაცია „სამოქალაქო ბიუჯეტის“ პროექტებზე საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში, რაც ევროპაში, მათ შორის ჩეხეთში არსებული პრაქტიკის დანერგვაა და ხელს უწყობს რეალური თვითმმართველობის განხორციელებას.