„ადამიანური უსაფრთხოება - მოსახლეობის საზოგადოებრივი და პირადი უსაფრთხოების ხარისხის და გენდერული საჭიროებების შეფასება“

წარმოგიდგენთ ქალთა ფონდი „სოხუმის” ახალი კვლევის ანგარიშს „ადამიანური უსაფრთხოება - მოსახლეობის საზოგადოებრივი და პირადი უსაფრთხოების ხარისხის და გენდერული საჭიროებების შეფასება“, რომლის მთავარ მიზანს ორგანიზაციის ექვს სამიზნე მუნიციპალიტეტში (ზუგდიდის, წალენჯიხის, სენაკის, ქუთაისის, წყალტუბოსა და ხონის მუნიციპალიტეტები) მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის შეფასება და საფრთხეებისგან დაცულობის განცდის შესწავლა წარმოადგენდა.

კვლევის დროს ყურადღება გამახვილდა მოსახლეობის საზოგადოებრივ და პირად უსაფრთხოებაზე და იმ  რისკებისა და საჭიროებების იდენტიფიცირებაზე, რომლებიც საფრთხისა და დაუცველობის განცდას უჩენს მოსახლეობას.

გამოვლენილი მიგნებების საფუძველზე იგეგმება პრობლემებზე ეფექტიანი რეაგირების სტრატეგიების და რეკომენდაციების გამომუშავება და პოზიტიური ცვლილებების ადვოკატირება როგორც ადგილობრივ, ასევე ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.

აღნიშნული ანგარიში გამოიცა USAID-ის მიერ მხარდაჭერილი პროექტის - „განხეთქილების დაძლევა - ხალხთაშორისი ინიციატივები კონფლიქტის მოსაგვარებლად“ ფარგლებში.

გადმოწერა

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

 

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები