ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრებში შემაჯამებელი შეხვედრების დროა. 122 ადამიანი ესწრებოდა შეხვედრებს სამეგრელოს რეგიონის სამ მუნიციპალიტეტში: ზუგდიდში, სენაკსა და წალენჯიხაში: ახალგაზრდები, ახალგაზრდული სამსახურების, განათლების რესურსცენტრების და გენდერული თანასწორობის საბჭოების წარმომადგენლები, პედაგოგები და მშობლები.
ახალგაზრდებმა პრეზენტაციების სახით წარმოადგინეს, რა ისწავლეს ხუთთვიანი კურსის განმავლობაში. იყო საინტერესო დისკუსიები, შთაბეჭდილებათა გაზიარება. მშობლებმა და პედაგოგებმა აღნიშნეს, რომ პროექტში ჩართულ მოსწავლეებს ეტყობათ სასიკეთო ცვლილებები, ბევრი რამ იციან და საკმაოდ გააქტიურდნენ.
სამივე შეხვედრამ წარმატებულად ჩაიარა. ახალგაზრდა ტრენერებს სერთიფიკატები გადაეცათ, დანარჩენ მონაწილეებს კი - სერტიფიკატები აქტიური ჩართულობისთვის.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრებში მთავრდება სატრენინგო კურსის 5 თვე. თვის პირველ ნახევარში ჩატარდა შეხვედრები ტყიბულში, წალენჯიხაში, სამტრედიაში, ქობულეთსა და თერჯოლაში. ამ ტრენინგებს 87 მონაწილე დაესწრო. კურსის მონაწილეებმა 10 ტრენინგი გაიარეს კონფლიქტის მართვის და გენდერულ საკითხებზე.
ახლა რჩება შემაჯამებელი ღონისძიებები, რომლებიც გაიმართება მარტში. შეხვედრებზე მოწვეულები იქნებიან პედაგოგები და მშობლები. ყველა მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული ჯგუფები, პრეზენტატორები აქტიურად ემზადებიან, რათა შეაჯამონ და აუდიტორია წარუდგინონ ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც ხუთი თვის განმავლობაში დააგროვეს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრებში სატრენინგო მუშაობა აქტიურად გრძელდება. კიდევ ხუთი ტრენინგი ჩატარდა ბაღდათის, ვანის, ტყიბულის, სენაკის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში. შეხვედრებში მონაწილეობდა 97 ადამიანი.
ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთნენ სამუშაო პროცესში - საინტერესო და სახალისო სავარჯიშოებში. ტრენინგები განსხვავდება ერთმანეთისაგან, მაგრამ მათ აერთიანებთ ის, რომ მონაწილეები საკმაოდ მოტივირებული არიან, უნდათ მეტი ინფორმაციის მიღება, მეტი სამოქალაქო განათლება და ეს იგრძნობა მათ დამოკიდებულებაში.
ყველა ახალგაზრდულ ჯგუფში გამოიკვეთა ლიდერები, რომლებიც თებერვალში პრეზენტაციებს გააკეთებენ შემაჯამებელ შეხვედრებზე.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქალთა ფონდი „სოხუმის“ საქმიანობის ახალგაზრდულ მიმართულებაში ერთ-ერთი მთავარია ახალგაზრდების გაძლიერების ცენტრების გააქტიურება.
ყოველთვიურად ტარდება ტრენინგები დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში. იანვარში ტრენინგების სამუშაო თემები იყო ნაადრევი ქორწინება და კონფლიქტის მოგვარების გზები. აქტუალურმა საკითხებმა დისკუსიები გამოიწვია და ამით კიდევ უფრო საინტერესო გახდა ყველა ტრენინგი.
პირველი ხუთი ტრენინგი გაიმართა ზუგდიდის, სამტრედიის, წალენჯიხის, ქობულეთის და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში.
ახალგაზრდები ტრენინგებზე მიღებულ ცოდნას თავიანთ სკოლებში, ქალაქებსა და სოფლებში ავრცელებენ, რითაც ხელს უწყობენ კონფლიქტების შემცირებას და ძალადობის პრევენციას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
გენდერული თანასწორობის პოლიტიკა საქართველოში და კონფლიქტის ესკალაცია - ამ თემაზე აქტიურად დაიწყო ტრენინგები ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრებში.
თვის პირველ ნახევარში ხუთი შეხვედრა გაიმართა სენაკის, ზუგდიდის, სამტრედიის, ტყიბულის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ახალგაზრდებთან. მონაწილეთა რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა.
ყველა ტრენინგი ადგილზე ჩატარდა, ამიტომაც გამოირჩეოდა მოზარდების ჩართულობით და უკეთ ავლენდა მათ შესაძლებლობებს როლური თამაშების, დისკუსიის თუ უკუკავშირის დროს.
ტრენინგების მონაწილეები ჩაერთნენ კამპანიაში „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ და საინტერესო ინიცირებული ღონისძიებები ჩაატარეს თავიანთ მუნიციპალიტეტებში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ბაღდათი, ვანი, ქობულეთი, სამტრედია - ამ ოთხი მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებთან ტრენინგები ჩატარდა ონლაინ ფორმატში, ჩოხატაურში კი პირისპირ შეხვედრა გაიმართა.
მონაწილეებმა განიხილეს კონფლიქტის წარმოშობის მიზეზები და ტოლერანტობის თემა. ცოცხალი ტრენინგი ყოველთვის გამოირჩევა როლური თამაშებით, საინტერესო მუშაობით. ამიტომ ის ბევრად ეფექტური იყო.
„კონკრეტული თამაშით გავიგეთ, როგორ მახინჯდება და იკარგება ინფორმაცია. ძალიან მარტივად გაგვაგებინეთ, რა იწვევს კონფლიქტებს,“ - აღნიშნა ერთ-ერთმა მონაწილემ.
ნოემბერში, ისევე, როგორც სხვა თვეებში, ტრენინგები ჩატარდა ათი მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრებში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ახალ ჯგუფებში დაიწყო 6-თვიანი სატრენინგო კურსი. უკვე ჩატადა პირველი შეხვედრები ზუგდიდის, სენაკის, თერჯოლის, ტყიბულის და ჩოხატაურის ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრებში. მონაწილეთა საერთო რაოდენობა 100-ს აღემატება.
ტრენინგები იმართება სხვადასხვა მეთოდით: არის ინტერაქტიული მუშაობა, დისკუსიები, როლური თამაშები და გულწრფელი უკუკავშირი, როდესაც მონაწილეები ამბობენ, რომ მოსწონთ ასეთი მუშაობა.
ტრენინგებში აქტიურად არიან ჩართულები ახალგაზრდული დეპარტამენტის წარმომადგენლები, პედაგოგები და გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ოქტომბრის დასაწყისიდან დაიწყო ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრების ახალი ჯგუფების ფორმირება.
ზუგდიდში, თერჯოლაში, ქობულეთში, სენაკსა და ტყიბულში ჩატარდა ტრენინგები კონფლიქტის მართვის და ძალადობის პრევენციის თემაზე (ამ შეხვედრებიდან მხოლოდ ერთი გაიმართა ონლაინ ფორმატში).
ახალგაზრდები დიდი პასუხისმგებლობით ჩაერთნენ მუშაობის პროცესში. მათთვის არაფორმალური განათლების ეს სახე საკმაოდ საინტერესო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა. ისინი აქედანვე მზად არიან, ინიციატივები გამოიჩინონ და მორიგ შეხვედრამდე სხვადასხვა აქტივობა ჩაატარონ.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
დასრულდა ხუთთვიანი სატრენინგო კურსი 10 მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრებში. ახლა წარმატებით მიმდინარეობს შემაჯამებელი შეხვედრები.
ზუგდიდის, სენაკის, თერჯოლის და ვანის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან გამართულ შემაჯამებელ შეხვედრებში აქტიურად ჩაერთნენ სკოლის დირექტორები და პედაგოგები, მოსწავლეთა მშობლები, ახალგაზრდული დეპარტამენტების, რესურსცენტრების და გენდერული თანასწორობის საბჭოების წარმომადგენლები.
მოსწავლეებმა თავიანთი პრეზენტაციების დროს ისაუბრეს სატრენინგო კურსის შედეგებზე. სკოლის პედაგოგებმა და მშობლებმა აღნიშნეს, რომ ხუთთვიანმა მუშაობამ კეთილი გავლენა მოახდინა მოზარდებზე. მათ ბევრი რამ ისწავლეს, უფრო აქტიურები და თავდაჯერებულები გახდნენ. მონაწილეთა ერთ ნაწილს უკვე დამოუკიდებლად შეუძლია სატრენინგო მუშაობის წარმართვა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)