საინფორმაციო შეხვედრები ზუგდიდის სოფლებში
ინგირი, შამგონა, კახათი - ამ სოფლების მკვიდრ სხვადასხვა ასაკის, დევნილ და ადგილობრივ მოქალაქეს პროექტის ფასილიტატორებმა ონლაინ აპლიკაციის არსი, მისი მოხმარების წესები გააცნეს.
შეხვედრების მონაწილეებმა არა მხოლოდ ინტერესით მოისმინეს ინფორმაცია ონლაინ მრიცხველის შესახებ, არამედ გამართეს დისკუსია არჩევნებთან და ზოგადად, სოციალურ-პოლიტიკურ ყოფასთან დაკავშირებულ თემებზე. მათ აქცენტი გააკეთეს იმ საკითხებზე, რომლებზედაც ისურვებდნენ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების ყურადღების გამახვილებას - უკონტროლო მიგრაციის, დევნილთა ინტეგრაციის, დასაქმების ადგილობრივი პროგრამების და სხვა საკითხებზე.
განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა იმან, რომ მათ სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ გაეცნონ და ერთმანეთს შეადარონ სხვადასხვა პარტიის პროგრამა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)