საინიციატივო ჯგუფების აქტიური სამუშაო პერიოდი
აქტიური სამუშაო პერიოდი აქვთ კოკის და დიდი ნეძის (ზუგდიდის მუნიიპალიტეტი) ქალთა საინიციატივო ჯგუფებს. ჯგუფის წევრები კვლევაში არიან ჩართულნი: ფოკუს-ჯგუფებსა და ჩაღრმავებულ ინტერვიუებს ატარებენ. კვლევის მიზანია იმ ბარიერების გამოვლენა, რომლებიც ხელს უშლის ქალთა ჩართულობას საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და ეკონომიკურ საქმიანობაში.
კოკის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფს კი სხვა დღის წესრიგი აქვს. მორიგ შეხვედრაზე ფონდი „სოხუმის“ იურისტი ახალგაზრდებს ესაუბრა თემაზე „ნაადრევი ქორწინება“. არასრულწლოვანთა ქორწინება საქართველოში კვლავაც პრობლემას წარმოადგენს. გარდა იმისა, რომ ნაადრევი ქორწინება ადამიანის უფლებების დარღვევაა, მას ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის უარყოფითი შედეგები ახლავს.
შეხვედრის ბოლოს ჯგუფის წევრების უკუკავშირი იყო ასეთი:
- შეხვედრა იყო ცოდნის მომცემი, საინტერესო და დამაფიქრებელი.
- გავიგე ნაადრევი ქორწინების შემდგომ რისკებზე და დასჯის მეთოდებზე.
- აუცილებელია მსგავსი შეხვედრების ჩატარება მოზარდებთან.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით