უკრაინის დამოუკიდებლობის დღე - ქუთაისში

ქუთაისის „სიყვარულის ბაღში“ უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად უკრაინელი ლტოლვილების ინიცირებული საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა.

ისმოდა უკრაინის ჰიმნი.  ჟღერდა  სევდით და ტკივილით გაჯერებული,  მაგრამ სიამაყით  და გამარჯვების რწმენით ანთებული მესიჯები.

მშვენიერმა უკრაინელმა გოგონებმა ფერადოვანი უკრაინული სიმბოლიკა, ხელნაკეთი ნივთები, უგემრიელესი უკრაინული ტკბილეული გამოფინეს.  დონაციის ყუთით ლტოლვილი ოჯახების დასახმარებელი თანხაც შეგროვდა.

პატარებმა განსაკუთრებით იხალისეს, რადგან ბავშვები ომშიც ბავშვები არიან  და არავინ დარჩა გულგრილი ანიმატორების პროგრამის მიმართ.

აქციის ორგანიზატორებმა მადლიერება გამოხატეს ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიმართ, რომელიც განსაკუთრებულად ეხმარება უკრაინიდან ლტოლვილებს.  

მძიმე დღეები უდგას უკრაინას, მაგრამ ჩვენ  გვჯერა, რომ გამარჯვება გარდაუვალია!

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები