უკრაინელთა ფსიქორებილიტაცია აგვისტოში

ამ ადამიანებს განსაკუთრებულად სჭირდებათ ფსიქორეაბილიტაცია. ჩვენი სამსახური მზადაა დახმარებისთვის. ჩვენს ბაზაში 255 უკრაინელი ლტოლვილია და  სამი ფსიქოლოგი მუშაობს მათთან.

აგვისტოში, შვებულების მიუხედავად, გარკვეული მუშაობა წარიმართა.

მანანა გოცირიძე: - აგვისტოში ორი გასვლითი მუშაობა გვქონდა ვანში და ოთხი - ქუთაისში, უკრაინულ ოჯახებში (6 ოჯახი - 12 ადამიანი). შეხვედრებზე იყო პირველადი ფსიქოლოგიური კონსულტირება, ანამნეზის შეკრება, მოვიწვიეთ შემდგომ ფსიქოლოგიურ კონსულტაციებზე. ამასთანავე მათ გადავეცით საკვები პროდუქტები, ჰიგიენის საშუალებები და ტანსაცმელი.

ანია შალიმოვა: - აგვისტოში ჩავატარე ორი ონლაინ კონსულტაცია, რომელზეც გავეცი პრობლემასთან დაკავშირებული რეკომენდაციები. ასევე ოფისში მოეწყო ერთი პირისპირ კონსულტაცია. კლიენტი ავიყვანე შემდგომ რეაბილიტაციაზე მისი მოთხოვნის შესაბამისად. კიდევ  - მქონდა გაცნობითი შეხვედრა ოჯახთან, რომელიც ახლახან ჩამოვიდა საქართველოში.

მარინა სტეპანენკო: - აგვისტოში ფსიქოლოგიური დახმარებით ისარგებლა ხუთმა ადამიანმა, სამ მათგანთან მუდმივად ვმუშაობ. ორმა კი ახლახან დაიწყო თერაპია, მაგრამ ყოველკვირეული სესიების სურვილს გამოხატავენ. კლიენტები დადებით დინამიკას აღნიშნავენ თავიანთ მდგომარეობაში. სესიების შემდეგ გრძნობენ დაძაბულობის, შფოთვის შემცირებას. ვფიქრობ, ახლა, როცა ომის დაწყებიდან 6 თვე გავიდა, ქრება პირველი შოკი და მთავარ პლანზე გამოდის საგანგაშო მდგომარეობა და ადაპტაციის სირთულეები. ამას უკავშირდება ფსიქოლოგთან მიმართვიანობის გაზრდა. და კარგია, რომ ადამიანებს აქვთ ამის შესაძლებლობა.

ფსიქოლოგების ამ მოკლე მიმოხილვიდანაც ჩანს, რა მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ ისინი.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები