მიუხედავად უამინდობისა, შთამბეჭდავი ლიტერატურული, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ინსცენირებები წარმოადგინეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მე-5 და მე-6 სკოლების და წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეებმა. ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის ნორჩმა მხატვრებმა ადგილზე შექმნეს კომპოზიციები „ფერადი გზავნილები აფხაზეთს“. დღის სარეაბილიტაციო ცენტრის ბენეფიციარებმა კი მოაწყვეს პოლიმერული თიხის ნაკეთობების გამოფენა.
აქცია „სოხუმური ყავა ქუთაისის ბულვარში“ ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ აფხაზეთთან დაკავშირებული ფოტოისტორიის და თავისი საქმიანობის საილუსტრაციო ბანერების ფონზე ჩაატარა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)