სოფელ დიდინეძის ქალთა და ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფებისა აქტივობები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დიდინეძის ქალთა საინიციატივო ჯგუფმა ჩატარებული კვლევის „მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის და გენდერული საჭიროებების შეფასება“ ფარგლებში გამოვლენილი პრობლემების ადვოკატირებაზე იმუშავა.აქტუალური პრობლემების მიხედვით მომზადდა ადვოკატირების გეგმა,გაიწერა კონკრეტული აქტივობები.
დიდინეძის ახალგაზრდული ფორუმ თეატრის მონაწილეებმა კი ორულუსა და კოკის საჯარო სკოლებში წარმოდგენები გამართეს.
ჩვენებებმა დამსწრეთა მოწონება დაიმსახურა.ნორჩმა მსახიობებმა მოკლე და კონკრეტული მესიჯები გაუგზავნეს საზოგადოებას ძალადობის წინააღმდეგ. ნაჩვენები იყო,თუ როგორ შეიძლება სსსმ მოსწავლის ჩართვა ყველა სხვა მოსწავლესთან ერთად სხვადასხვა აქტივობაში.
სპექტაკლების შემდეგ წამოჭრილ საკითხებზე მსჯელობა გაიმართა.
ახალგაზრდულმა კლუბმა ფორუმ თეატრის კიდევ ერთი ჩვენება დიდინეძის თემში , სოფლის საზოგადოების წინაშე გამართა.მსახიობებმა კონფლიქტის თემაზე ორი სცენა წარადგინეს.