თავის გამოსვლაში ეკატერინე გამახარიამ ხაზი გაუსვა იმ კრიტიკულ ფაქტორებს, რომლებიც კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში დევნილ ქალებსა და გოგონებს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს უქმნის. მან ისაუბრა ამ გამოწვევების მძიმე შედეგებზე, გააზიარა ქალთა ფონდი „სოხუმის“ ინიციატივები და წარმოადგინა რეკომენდაციები ამ მწვავე პრობლემების გადასაჭრელად.
„მე მტკიცედ მჯერა, რომ კონფლიქტით დაზარალებული ქალებისა და გოგონების ფსიქიკურ კეთილდღეობაში ინვესტიცია არა მხოლოდ მორალური ვალდებულება ან ჰუმანიტარული მოვალეობაა, არამედ გადამწყვეტი ნაბიჯია ხანგრძლივი მშვიდობისა და მდგრადი განვითარებისთვის“, - თქვა მან.