ჩვენი მონაწილეობა WAVE ქსელის მიერ გამართულ 25-ე საერთაშორისო კონფერენციაში
ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა - ეკატერინე გამახარიამ მადრიდში WAVE ქსელის მიერ გამართულ 25-ე საერთაშორისო კონფერეციაში მიიღო მონაწილეობა. კონფერენცია მიეძღვნა თემას „ინსტიტუციური ძალადობა და მისი გავლენა ქალთა უფლებებზე ევროპაში“, რომელშიც ევროპის სხვადასხვა ქვეყნის 200-მდე ქალთა უფლებადამცველმა იმსჯელა სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან ძალადობაგამოვლილ ქალთა, ქალ მიგრანტთა, შშმ პირთა მიმართ ინსტიტუციურ ძალადობაზე.
კონფერენციის დროს ეკატერინე გამახარიამ მონაწილეობა მიიღო პარალელურ პანელურ დისკუსიაში ეუთოსა (OSCE) და ქსელი WAVE-ის პროექტში ჩართულ პარტნიორ არასამთავარობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, მათ შორის: ცენტრი „ქალთა პერსპექტივები“ (ლვოვი, უკრაინა), სექსუალური ძალადობის კრიზისული ცენტრი (ერევანი, სომხეთი), ფონდი „გაერთიანებული ქალები ბანია ლუკა“ (ბოსნია&ჰერცეგოვინა), შესაძლებლობა ჰქონდა გაეზიარებინა ინფორმაცია გზამკვლევის შესახებ „გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება საომარ და ომის შემდგომ პერიოდში, ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების გამოცდილება და რეკომენდაციები“ რომელშიც აღწერილია უკრაინის, სომხეთის, საქართველოს და ბოსნია-ჰერცეგოვინას ქალთა ორგანიზაციების გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკები, კონფლიქტით დაზარალებული ქალების მიმართ ძალადობის პრევენციისა და რეაგირების მიმართულებით ომის, გაჭიანურებული კონფლიქტების და პოსტკონფლიქტურ პირობებში.
პრაქტიკული სახელმძღვანელო ხელმისაწვდომია აქ