სოფელ დიდინეძის ქალთა და ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფები მუშაობას განაგრძობენ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა,მშვიდობასა და სოლიდარობაზე,ასევე,ქალთა უფლებების საკითხებზე იმსჯელეს.ისაუბრეს წარმატებული ქალების შესახებ,გაიხსენეს მათი ისტორიები და როლი,მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელების პროცესში.აღინიშნა,რომ ქალთა და ზოგადად,ადამიანების მიმართ სოლიდარობა-ეს არის ძალა,მხარდაჭერა და თანაგრძნობა,რომელიც ხელს უწყობს წარმატებას. იგივე თემების ირგვლივ ისაუბრეს ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა და ქალთა უფლებებსა და თანასწორობაზე გაამახვილეს ყურადღება.ახალგაზრდების აზრით,სოლიდარობა უმნიშვნელოვანესია მშვიდობის მშენებლობის პროცესში,ხოლო ამ მიმართულებით ქალთა მხარდაჭერა,კიდევ უფრო საჭირო.