ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე რეგიონული დიალოგი
ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის ოფისის ხელმძღვანელმა - ეკატერინე გამახარიამ 5-6 სექტემბერს მონაწილეობა მიიღო კიშინიოვში (მოლდოვა) გამართულ „ღია კარის დღე 2024“ ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე რეგიონულ დიალოგში, სადაც მოდერაცია გაუწია პანელურ დისკუსიას თემაზე: „ქალებისა და ახალგაზრდების როლის გაძლიერება სოციალური თანხმობისა და აღდგენისთვის“. პანელურ დისკუსიაში მონაწილეებმა განიხილეს ქალებისა და ახალგაზრდების წინაშე არსებული ძირითადი ბარიერები სოციალური გაერთიანებისა და აღდგენით პროცესში, ასევე ის სტრატეგიები, რომლებიც ხელს შეუწყობს მდგრადი მშვიდობისა და აღდგენის პროგრესის უზრუნველყოფას სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და მოლდოვაში.
აღნიშნულმა ღონისძიებამ მშვიდობისმშენებელ ქალ-აქტივისტებს მნიშვნელოვანი პლატფორმა შესთავაზა, რომელიც გამოწვევებისა და გადაწყვეტილებების გაზიარების შესაძლებლობაა. ამასთან, მათ იმსჯელეს ქალების გაძლიერებასა და მშვიდობისა და უსაფრთხოების (WPS) დღის წესრიგის იმპლემენტაციაზე რეგიონში. მისი მიზანი იყო გაეროსა და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანი ქმედებებისა და გზავნილების გენერირება.
Image Gallery
https://fsokhumi.ge/index.php/ka/saqmianoba-ka/mirotvorchestvo/shexvedrebi-info/item/15110-2024-09-20-09-07-34#sigProId149ed3b35a