ვარ 5 პუბლიცისტური წიგნის ავტორი და რამდენიმეს - თანაავტორი, 50-ზე მეტი პოეტური, პროზაული და მეცნიერული წიგნის რედაქტორი. სამწუხაროდ, გამოუცემლად დევს ჩემ მიერ შედგენილი 700-გვერდიანი, ფართო ფორმატის, სამენოვანი ენციკლოპედია „იმერეთი“, რომლის ილუსტრაციებისათვის იმერეთში სოფელ-სოფელ ვიარე ცნობილ ქართველ ფოტოგრაფებთან ერთად...
ვიყავი იმერეთის ჟურნალისტთა დამოუკიდებელი კავშირის თანადამფუძნებელი, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი, საქველმოქმედო თუ საზოგადოებრივი ინიციატივების მონაწილე და ზოგჯერ -თაოსანიც, ჟურნალისტიკის კერძო სკოლა -ლიცეუმის თანადამფუძნებელი და დირექტორი.
ამჟამად ქუთაისის საჯარობიბლიოთეკაში ვარ დასაქმებული და თანამოაზრეებთან ერთად ვმუშაობ ასწლოვანი გაზეთ „ქუთაისის“ ბიბლიოგრაფიული საძიებლის შექმნაზე (უკვე გამოვიდა ორი დიდი ტომი, გამოდის მესამეც), ვთანამშრომლობ ჟურნალ „კულტურა პლუსის“ რედაქციასთან.
„არ არსებობს ყოფილი ჟურნალისტი“, ამბობენ, ჰოდა, მეც ასე ვარ, საკუთარ თავს ჩავაგონებ ხოლმე : არ შეჩერდე, იარე, ჟურნალისტი ხარ!
ნანული ცხვედიანი -ჟურნალისტი, პუბლიცისტი, ფილოლოგი.
დღესდღეობით ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის აქტიური წევრია და მჭიდროდ თანამშრმლობს ქალთა ფონდ „სოხუმთან“ USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში.