მზისფერი სახლის დიასახლისის - ია იაშვილის დამოკიდებულება განსაკუთრებულია იმ ადამიანების მიმართ, ვინც სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ჩამოჰყავთ (ჩვენი ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორების რეკომენდაციით). მისი თქმით: „ამ ადამიანებისთვის ეს ორი კვირა არის სულის ამოთქმის, რესტარტის, გაანალიზების... ზოგი იკითხავს - ორი კვირა რომ გავა, მერე? მერე ბევრი რამ იცვლება. აქ რომ მოდი, ესე იგი წარმატების გზაზე დადექი, რადგან აქ ყველა გელაპარაკება - როგორ უნდა შეცვალო ცხოვრება უკეთესობისკენ!
ეს არის ამონარიდი ია იაშვილთან ინტერვიუდან, რომელიც გამოქვეყნდა ჩვენს ბლოგში. აქ კარგად ჩანს სარეაბილიტაციო ცენტრის მისია და მისი ბინადრების განწყობები https://blogofwomanfundsukhumi.tilda.ws/ia
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)