მშობლების ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში - მრგვალი მაგიდის თემა

„მშობლების ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში - თანამშრომლობა გენდერული სტერეოტიპებისა და ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებში“ - ამ თემაზე გაიმართა მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა. მონაწილეთა შორის იყვნენ მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

ისინი გაეცნენ ფონდი „სოხუმის“ მომზადებულ პუბლიკაციას „სკოლები გენდერული თანასწორობის, გენდერული სტერეოტიპების და ოჯახში ძალადობის გამოწვევების პირისპირ“. ისაუბრეს გენდერულ დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე, პედაგოგებისა და მშობლების თანამშრომლობაზე ძალადობისაგან ახალგაზრდების დაცვის კუთხით. შეეხნენ კოვიდ-19-ის პანდემიის შედეგად გამოწვეულ პრობლემებს და მათ მოგვარებას. განხილული საკითხები ყველა მონაწილისთვის აქტუალური იყო და შეხვედრაც აქტიური ჩართულობით გამოირჩეოდა.

მრგვალი მაგიდა გაშუქდა გაზეთ „ახალ განათლებაში“.

 

იხილეთ ბმული

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები