გაზეთი „ახალი განათლება“ - ჩვენი ახალი მედიაპარტნიორი

„სკოლები გენდერული თანასწორობის, გენდერული სტერეოტიპების და ოჯახში ძალადობის გამოწვევების პირისპირ“ - ეს პუბლიკაცია გასულ წელს მოამზადა ფონდი „სოხუმის“ მონიტორინგისა და ადვოკატირების ჯგუფმა. მასში აისახა დასავლეთ საქართველოს 11 მუნიციპალიტეტში ჩატარებული კვლევის  შედეგები. ამჟამად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, რათა სკოლებში გატარდეს მიზანმიმართული პოლიტიკა გენდერული სტერეოტიპების წინააღმდეგ.

ამ საქმეში ჩვენი პარტნიორი გახდა გაზეთი „ახალი განათლება“, რომელიც გამოდის 1998 წლიდან კვირაში ერთხელ და ხელმოწერით ვრცელდება საქართველოს სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებში, განათლების მიმართულებით მომუშავე სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებში. კიდევ უფრო ფართო აუდიტორია ჰყავს გაზეთის ინტერნეტვერსიას.

ფონდი „სოხუმის“ მიერ ჩატარებულ კვლევას ეძღვნება 8 თებერვალს გამოქვეყნებული საგაზეთო სტატია.

 ბმული

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები