იმ დღიდან მოყოლებული, 465 ადამიანს (226 ქალი, 170 ბავშვი და 69 მამაკაცი). გადავეცით პაკეტები საჭირო პროდუქტებით და ჰიგიენური საშუალებებით. 23 ოჯახს ვეხმარებით საცხოვრებლის ქირის გადახდაში, 11 ოჯახს - კომუნალური გადასახადების დაფარვაში, ვეხმარებით ოპერაციის, სამედიცინო პროცედურების, წამლების საფასურის გადახდაში.
92 უკრაინელმა უკვე დატოვა ჩვენი ქვეყანა,. ახლა 375 ადამიანი ცხოვრობს ქუთაისში, ხოლო დანარჩენები - სხვადასხვა მუნიციპალიტეტში (ზესტაფონი, წყალტუბო, ხონი, ბაღდათი, ტყიბული, წალენჯიხა, ფოთი, სენაკი, ზუგდიდი, სამტრედია).
სექტემბერში კოვალენკოს ოჯახისთვის 1300 დოლარამდე შევაგროვეთ და ხუთი ადამიანი უკრაინაში გადაფრინდა.
ჩვენ სამსახურში ავიყვანეთ ორი უკრაინელი ფსიქოლოგი და ისინი ჩვენს ფსიქოლოგთან ერთად უფასო ფსიქოთერაპიას უტარებენ ყველა მსურველს, მათ შორის ბავშვებს.
ქუთაისის მერიამ, ჩვენი ინიციატივით, ლტოლვილებს პირადი სამგზავრო ბარათები გადასცა.
ჩვენს ოფისში უკრაინელებისთვის მოვაწყვეთ ქართული სამზარეულოს დღე, შემდეგ კი დავეხმარეთ უკრაინული სამზარეულოს დღის ორგანიზებაში. 20 ივნისს, დევნილთა და ლტოლვილთა საერთაშორისო დღეს, ერთად ჩავატარეთ ღონისძიება ქუთაისში, 24 აგვისტოს კი აღვნიშნეთ უკრაინის დამოუკიდებლობის დღე.
ტრადიციის მიხედვით, უკრაინაში საახალწლო არდადეგები 19 დეკემბერს, წმინდა ნიკოლოზის დღესასწაულზე იწყება. ამიტომ ამ დღეს ბავშვებს დღესასწაული მოვუწყვეთ და საჩუქრები გადავეცით.
ჩავერთეთ ფართომასშტაბიან აქციაში ქუთაისის დამეგობრებული ქალაქის - დნიპროს მხარდასაჭერად.
ვეწევით აქტიურ საინფორმაციო მუშაობას. შევქმენით ჩათი - კომუნიკაციის პლატფორმა, რათა გავეცნოთ მათ საჭიროებებს და ერთმანეთს გავუზიაროთ ემოციები. ჩათში იწერება მათთვის საჭირო ყველა ინფორმაცია - ქართულის ან ინგლისურის შემსწავლელთა კურსების თუ ვაკანსიის შესახებ.
გასული წლის მარტში ჩვენს ვებგვერდზე გავხსენით ბლოგი „ქალები უკრაინიდან" https://blogofwomanfundsukhumi.tilda.ws/
ბლოგის მთავარი გმირები არიან ქალები ხერსონიდან, ჩუგუევიდან, კიევიდან, ხარკოვიდან, ბერდიანსკიდან, ვინიციდან... ბლოგზე 20-ზე ჩანახატია ქალებზე, რომელთა ოცნებაა მშვიდობა და შინ დაბრუნება...
ეს არის ჩვენი მცირედი წვლილი უკრაინელების მხარდასაჭერად. ჩვენ ყველაფერს სულითა და გულით ვაკეთებთ.
ღმერთს შევთხოვთ, ყველას მოგვცეს ძალა, სიბრძნე და შესაძლებლობა, ერთად გავუძლოთ ამ ურთულეს განსაცდელს!
მშვიდობა აუცილებლად დაუბრუნდება თქვენს ქვეყანას, მზიან ქალაქებსა და ოჯახებს!
თქვენს მხარესაა სიმართლე და ის გაიმარჯვებს!
დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!