შეხვედრა საბავშვო ბაღში
ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ დაასრულა სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის სტანდარტის „ოჯახისა და თემის მონაწილეობის“ კომპონენტის გენდერული ზეგავლენის შეფასება. დაიწყო საინფორმაციო კამპანია კვლევის სამიზნე ჯგუფებთან ინფორმაციის გაცვლის და დიალოგის გაფართოებისთვის.
პირველი შეხვედრა ქუთაისის მე-13 საბავშვო ბაღში ჩატარდა, რომელსაც სკოლამდელი დაწესებულებების პედაგოგები, მეთოდისტები, სპეცპედაგოგები, ლოგოპედები და მეთოდისტები ესწრებოდნენ.
შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ესაუბრათ „ოჯახისა და თემის მონაწილეობის“ კომპონენტის პოზიტიურ შედეგებზე, ასევე - ორივე მშობლის თანაბარი ჩართულობის და თემთან კომუნიკაციის კუთხით არსებულ გამოწვევებზე.
მონაწილეთა შეფასებით, ის ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები, რომლებიც კვლევამ გამოკვეთა, ხელს შეუწყობს „სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის სტანდარტის“ ეფექტიან განხორციელებას და ბავშვის ინტერესებზე ორიენტირებული, პოზიტიური გარემოს ჩამოყალიბებას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
Image Gallery
https://fsokhumi.ge/index.php/ka/saqmianoba-ka/zaladobis-winaagmdeg/vstrechi-zaladoba/item/15508-2025-02-12-08-59-48#sigProId0b63a389b0