ვორკშოპები (87)

ვორკშოპები – (თარგმანში - „სამუშაო სახელოსნო“) ეს არის სასწავლო ღონისძიება (სემინარების, კურსების მსგავსი), რომელზეც მონაწილეები დამოუკიდებლად იღებენ ცოდნას. ვორკშოპები ტარდება ქალებთან და ახალგაზრდებთან სხვადასხვა თემაზე. ხშირად ვორკშოპებს თვითონ მონაწილეები ატარებენ.

კომუნიკაცია და კონფლიქტები - ამ თემაზე ჩატარდა ვორკშოპები ახალგაზრდების ჯგუფთან წყალტუბოში, ქუთაისსა და ხონში. მონაწილეები გაეცნენ კომუნიკაციის სახეებს. ხაზი გაესვა ვერბალური და არავერბალური ურთიერთობის მნიშვნელობას კონფლიქტების მართვისას.
ახალგაზრდებმა გაიხსენეს ცხოვრებისეული მაგალითები, როგორ გაურთულდათ ურთიერთობა მეგობართან, მშობელთან თუ პედაგოგთან არასწორი კომუნიკაციის გამო.
- კონფლიქტების მართვისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ეფექტურ კომუნიკაციას,   ვერბალური და არავერბალური მექანიზმების თანმიმდევრულ გამოყენებას, - ახალგაზრდები ამ მოსაზრებამდე დისკუსიის შემდეგ მივიდნენ.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

რამდენად მნიშვნელოვანია სოლიდარობა ქალთა უფლებების დასაცავად, ხშირად რატომ არ თანაუგრძნობენ ქალები  ძალადობის მსხვერპლს - ამ საკითხებზე გაიმართა დისკუსიები ახალგაზრდებთან წყალტუბოში, ფოთსა და ხონში ჩატარებულ ვორკშოპებზე.

გამოყენებული იყო იმიტირებული წარმოდგენები ოჯახური კონფლიქტების თემაზე, რამაც მონაწილეებს გაუადვილა ანალიზი განსახილველ საკითხზე.

- სოლიდარობის დეფიციტი ნამდვილად არსებობს. ძალიან ხშირად ოჯახური კონფლიქტების დროს ქალები არათუ გამოხატავენ მხარდაჭერას დაზარალებულის მიმართ - პირიქით, ნებისმიერ შემთხვევაში ქალში ეძებენ დამნაშავეს.

მიზეზებზე საუბრისას მონაწილეებმა აქცენტი ქართულ მენტალიტეტზე და არასწორ აღზრდაზე  გააკეთეს.  მათი თქმით, მეტი ინფორმაცია სჭირდება ქალებს, რათა კარგად დაინახონ ქალთა სოლიდარობის მნიშვნელობა ძალადობის პრევენციაში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  

კონფლიქტოლოგიის ვორკშოპებზე ახალგაზრდებმა მოისმინეს ინფორმაციები. როგორ ხდება კონფლიქტის ანალიზი, რისთვის არის საჭირო.

სენაკში მონაწილეებს „ხახვის“ მეთოდი დაამახსოვრდათ. განსაკუთრებით საინტერესო დისკუსიები გაიმართა ფოთის ჯგუფში. იხსენებდნენ რეალურ ისტორიებს, რომლის საფუძველზეც ხდებოდა ანალიზი.

- კონფლიქტის ანალიზი გეხმარება იმაში, რომ საკუთარი შეცდომები დაინახო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ყოველთვის, როცა დაპირისპირებაა, ორივე მხარეს მიაჩნია, რომ მხოლოდ ის არის მართალი.

წყალტუბოში ახალგაზრდებმა ჩათვალეს, რომ „ხახვის“ მეთოდით ანალიზი მათთვის უფრო გასაგები იყო, ამიტომ კარგია, ამ ინფორმაციებს ადრეული ასაკიდან გაეცნონ მოზარდები.

მონაწილეთა მოსაზრებით, საკუთარი პოზიციების, ინტერესებისა და საჭიროებების გაანალიზების შემდეგ უფრო ადვილია ოჯახური კონფლიქტების მართვა. ნაკლები კონფლიქტები კი იმას ნიშნავს, რომ ნაკლები იქნება  ძალადობის ფაქტები.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
 
გრძელდება ვორკშოპები ადამიანური უსაფრთხოების თემაზე. სენაკი რიგით მეოთხე ქალაქია, სადაც ამ საკითხის განხილვა საინტერესო დისკუსიის ფონზე წარიმართა. საკრებულოს სხდომათა დარბაზში საზოგადოების სხვადასხვა სპექტრის წარმომადგებლები შეიკრიბნენ და უსაფრთხოების თემა გენდერულ ჭრილში განიხილეს.
განსაკუთრებული დისკუსია გამოიწვია მსჯელობამ საკვები პროდუქტების უსაფრთხოების კომპონენტის თაობაზე. მონაწილეების აზრით, უსაფრთხოების ხარისხი ყველა სფეროში დაბალია, მაგრამ ქალი, როგორც რეპროდუქციის მატარებელი, განსაკუთრებული რისკის ქვეშ არის გენმოდიფიცირებული, ვადაგასული, ან სხვადასხვა ქიმიური შენაერთების მქონე საკვების მიღებით.
აუდიტორიის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებში მკაფიოდ გამოჩნდა, რომ არის საკითხები, რომლის პრევენცია შესაძლებელია ადგილობრივ დონეზეც. მათი მოსაზრებით, რეკომენდაციების შემუშავებაში საზოგადოება აქტიურად უნდა იყოს ჩართული.
 
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია  „ქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
 
ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემას ახალგაზრდები განსაკუთრებით მწვავედ აღიქვამენ. მათი აზრით, თუ ამ პრობლემის მოგვარება გვსურს, პირველ რიგში ოჯახური კონფლიქტების მართვაზე უნდა ვიფიქროთ, რაც ზოგჯერ ფარულად, ზოგჯერ ღიად მიმდინარეობს.
ისინი მიიჩნევენ, რომ მოძალადეს უნდა ეშინოდეს სანქციების, სამართლის,  საზოგადოების. უნდა იცოდეს, რომ მსხვერპლს სახელმწიფო მარტო არ დატოვებს. ამიტომ ის კონფლიქტების განახლებას არ შეეცდება.
საინტერესო დისკუსიების ფონზე წარიმართა ვორკშოპები კოკში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), ხონსა და ქუთაისში - 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  

ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემას ახალგაზრდები განსაკუთრებით მწვავედ აღიქვამენ. მათი აზრით, თუ ამ პრობლემის მოგვარება გვსურს, პირველ რიგში, კონფლიქტების მართვაზე უნდა ვიფიქროთ, რომლებიც ოჯახებში ზოგჯერ ფარულად, ზოგჯერ ღიად მიმდინარეობს.

- ჩვენ ვქმნით საზოგადოებას, ამიტომ ისევ ჩვენზეა დამოკიდებული, საზოგადოება რა ზომებს მიიღებს მსხვერპლთა დასახმარებლად. ნებისმიერ ოჯახურ კონფლიქტში უნდა ჩავერიოთ, სანამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია, - ასეთი იყო მონაწილეთა საერთო მოსაზრება.

ახალგაზრდების აზრით, მოძალადეს უნდა ეშინოდეს საზოგადოების სოლიდარობის. უნდა იცოდეს, მისგან წასულ მსხვერპლს მარტო არ დატოვებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია პრობლემის პრევენციაში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  

ქუთაისში, ხურჩაში და სენაკში კონფლიქტოლოგიის ვორკშოპებს 30-დან 60 წლამდე ასაკის ქალები ესწრებოდნენ.

- როგორ გვზრდიდნენ ჩვენი მშობლები, რატომ ვუშვებთ იგივე შეცდომებს საკუთარ შვილებთან ურთიერთობისას, რატომ იქმნება კონფლიქტები თაობებს შორის - ამ საკითხებზე საინტერესო დისკუსიები გაიმართა.

- ჩვენ ხშირად გვესმოდა ჩვენი მშობლებისგან, რომ ამ თაობას არაფერი ესმის, ცუდად იქცევა და ასე შემდეგ. როცა ჩვენ გავხდით მშობლები, ამ ფრაზას უკვე  ჩვენ ვიმეორებთ.

-  ოჯახში განვითარებული კონფლიქტები, არასწორი აღზრდის ბრალია. ბიჭებს არ უნდა ვზრდიდეთ ოჯახის მმართველებად, გოგონებს არ უნდა ვასწავლიდეთ მუდმივ მორჩილებას.   

- ყოველთვის მეჩვენებოდა, რომ დედა ძალიან მკაცრი იყო, ხშირად ვკამათობდით ისეთ საკითხებზე, როგორიც იყო დაბადების დღეზე წასვლა, მეგობრებთან სეირნობა. ჩემს შვილთან ურთიერთობაში იგივე გავიმეორე, სამწუხაროდ, გვიან მივხვდი, რომ დედა ყოველთვის მართალი იყო. ალბათ, ჩემი შვილებიც გვიან მიხვდებიან. 

დისკუსიის ბოლოს მონაწილეებმა ფსიქოლოგის კომენტარები მოისმინეს და შესაბამისი რჩევებიც მიიღეს. 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  

- ბულინგი ძალიან მტკივნეული საკითხია. უმრავლესობამ არც კი იცის, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მოზარდთა შორის განვითარებულ კონფლიქტს. ყველას ერთნაირი ფსიქიკა არ აქვს, შესაძლოა საქმე სუიციდამდე მივიდეს. ამიტომ პედაგოგებმა უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ ამ საკითხს.

- მშობლები ხშირად ხელს უწყობენ ბულინგის განვითარებას. მაგალითად, საკუთარ შვილებს წინასწარ აპროგრამებენ, ვისთან იმეგობრონ, ვის მიანიჭონ უპირატესობა, რაც  არასწორია.

ასეთი პოზიციები ჰქონდათ ვორკშოპის მონაწილე ქალებს ფოთში, სენაკსა და ქუთაისში.

დისკუსიისას აღინიშნა, რომ ბულინგის თემა პირდაპირ კავშირშია ოჯახურ კონფლიქტებთან. ბავშვები, რომლებიც კრიზისულ ოჯახებში იზრდებიან, ხშირად აგრესიას ავლენენ თანატოლების მიმართ, შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავენ მათ და ასე ცდილობენ ნეგატიური ემოციებისგან გათავისუფლებას. ან პირიქით, არასრულფასოვნების შეგრძნება აწუხებთ და თავად ხდებიან ბულინგის მსხვერპლნი.

ვორკშოპების დროს ქალებმა მიიღეს რჩევები, როგორ გამოიცნონ ბულინგი, როგორ დაეხმარონ ბავშვს, თუკი ის ბულინგის ობიექტი ხდება, ან თავად იწყებს ძალადობას.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ივნისში ახალგაზრდების ჯგუფთან ვორკშოპები გაიმართა თემაზე „ბულინგი - ძალადობა მოზარდებში“. ბულინგის მნიშვნელობა ბევრისთვის ახალი აღმოჩნდა, თუმცა განმარტების მიღების შემდეგ, შეხვედრების მონაწილეებმა სენაკში, ქუთაისსა და ხონში გაიხსენეს - რომ ხშირად დაცინვის საგანი ხდება თმის ვარცხნილობა, ჩაცმულობა, წითური ფერი, სათვალე...  
ვორკშოპები მხოლოდ კონკრეტული მაგალითების გარჩევით არ დამთავრებულა, ახალგაზრდებმა იმსჯელეს მიზეზებზე, რომლებიც ხელს უწყობს მოზარდებში აგრესიის ჩამოყალიბებას. პარალელი გაავლეს ოჯახურ  კონფლიქტებთან, გამოითქვა მოსაზრება, რომ ხშირად რთული ოჯახებიდან გამოსული ბავშვებისათვის არის დამახასიათებელი სხვისი დაცინვა, მასხრად აგდება. ან პირიქით - ასეთი ბავშვები თვითონვე ხდებიან  ძალადობის მსხვერპლნი.
საუბარს გამოსავლის გზების ძიება მოჰყვა: ახალგაზრდების ინფორმირება; მეტი კომუნიკაცია მშობლებთან, პედაგოგებთან, ფსიქოლოგის საუბრები.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
„წარმატებული“, „კრეატიული“, „ინფორმაციულად დატვირთული“, „სამომავლო თანამშრომლობის საინტერესო პერსპექტივებით“ - ასე აფასებენ ავტორები და მონაწილეები ახალგაზრდულ პროექტს, რომელიც ფონდმა „სოხუმმა“, ბათუმის მერიამ და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტმა დააფინანსა და ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოსა და „ა(ა)იპ აჭარის დებატების კლუბის“ პარტნიორობით განხორციელდა.
ათდღიან საზაფხულო სკოლაში, რომელიც არაფორმალური განათლების საკითხებს ეძღვნებოდა, ახალგაზრდებმა მიიღეს მათთვის საჭირო ცოდნა და უნარები გენდერის, ეფექტური კომუნიკაციის, პრეზენტაციის და ტოლერანტობის კუთხით. თითოეული მათგანი საკუთარ სკოლაში მოაწყობს შეხვედრებს და  თანატოლებს გაუზიარებს ბანაკში მიღებულ ინფორმაციას.
პროექტის განმავლობაში გაჩნდა უამრავი ინიციატივა, მათ შორის ახალგაზრდული ორგანიზაციების შექმნისა, რომლებიც განახორციელებენ პროექტებს ახალგაზრდებისთვის.   
 
        
 
 პროექტი ხორციელდება აშშ  სახელმწიფო დეპარტამენტის  მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები