ვორკშოპები (87)
ვორკშოპები – (თარგმანში - „სამუშაო სახელოსნო“) ეს არის სასწავლო ღონისძიება (სემინარების, კურსების მსგავსი), რომელზეც მონაწილეები დამოუკიდებლად იღებენ ცოდნას. ვორკშოპები ტარდება ქალებთან და ახალგაზრდებთან სხვადასხვა თემაზე. ხშირად ვორკშოპებს თვითონ მონაწილეები ატარებენ.
ბულინგი - როგორც ძალადობის ფორმა მოზარდებში. ბულინგის მიზეზები, სახეები, შედეგები, პრევენციის გზები - ამ და უამრავ სხვა საკითხზე ისაუბრეს ბავშვთა სოფლის სააქტო დარბაზში შეკრებილმა მოზარდებმა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლებთან ერთად.
მრავალფეროვნებისთვის ვორკშოპი სხვადასხვა სახით წარიმართა: როლური თამაში, ჯგუფური მუშაობა, დისკუსია. ზოგიერთისთვის ეს ნაცნობი თემა იყო. ზოგიერთს თავად განუცდია ბულინგი ან უძალადია სხვებზე... გულახდილმა საუბრებმა ვორკშოპს საინტერესო სახე მისცა.
ვორკშოპი გაიმართა 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში. ორგანიზატორი - ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრი.
წყალტუბოშო, სენაკში, ფოთში ახალგაზრდებმა კონფლიქტოლოგიის მორიგ ვორკშოპზე შემდეგი საკითხები განიხილეს: „მოლაპარაკება, ფასილიტაცია, მედიატორობა - როგორც კონფლიქტების მართვის მექანიზმები.“
ვორკშოპებზე გამოყენებული როლური თამაშები მოლაპარაკების თემაზე კარგი მასალა აღმოჩნდა სრულყოფილი ანალიზის გასაკეთებლად. დისკუსიის ფონზე საინტერესო წინადადებები გამოიკვეთა:
- მოლაპარაკება უნდა დაიწყოს კონფლიქტურიმხარეების საერთო შეხების წერტილებით. სხვა შემთხვევაში ყოველთვის იქნება კედელი, რომლის განგრევა შეუძლებელია.
- ფასილიტაცია რთული პროცესია. მესამე პირი დაინტერესებული უნდა იყოს კონფლიქტის მოგვარებით, გააჩნდეს ანალიზის უნარი, რათა სწორად შეაფასოს სიტუაცია და მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება.
მონაწილეთა აზრით, მოლაპარაკებას ცოდნა სჭირდება. ფასილიტაციისუნარ-ჩვევებს, რომლებიცვორკშოპებზე გამოიმუშავეს, ცხოვრებაში აქტიურად გამოიყენებენ კონფლიქტების მართვისთვის,რაც ძალადობის პრევენციას გულისხმობს.




არასწორი თვითშეფასება პირდაპირ უკავშირდება ძალადობას. თუ თვითშეფასება მაღალი გაქვს, შესაძლოა მოძალადედ ჩამოყალიბდე, დაბალი თვითშეფასება კი მსხვერპლად გაქცევს - ასე ფიქრობენ ახალგაზრდები, რომლებიც წყალტუბოში, ფოთსა და სენაკში გამართულ ვორკშოპებში მონაწილეობდნენ.





ფონდ „სოხუმში“ ვორკშოპი გაიმართა თემაზე „ინკლუზიური უსაფრთხოების კონცეფცია ქალთა ადამიანური უსაფრთხოების გასაძლიერებლად“. ვორკშოპს ესწრებოდნენ აქტივისტი ქალები საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფიდან. მონაწილეები გაეცნენ ფონდი „სოხუმის“ სტრატეგიას ადამიანური უსაფრთხოების გასაძლიერებლად. მოისმინეს ინფორმაციები მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ქალთა სამშვიდობო გამოცდილებაზე.
ვორკშოპს თან ახლდა ჯგუფური სავარჯიშოები. მონაწილეებმა იმ პრობლემებზე იმუშავეს, რომლებიც საზოგადოების ცალკეულ ჯგუფებს აწუხებთ და რომელთა ადვოკატირება ადგილობრივ დონეზე შესაძლებელია.
შეხვედრას დონორი ორგანიზაციის - Kvinna till Kvinna-ს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
5 მაისს სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები შეუდგნენ ვორკშოპების ციკლის ჩატარებას გენდერისა და ძალადობის თემაზე პროექტის „ოჯახში ძალადობის პრევენცია სენაკის მუნიციპალიტეტში“.
ვორკშოპები უკვე გაიმართა 6 სასოფლო თემში (ახალსოფელი, ნოქალაქევი, ეკი, ზანა, ნოსირი, გეჯეთი) იქ ჩამოყალიბებული გენდერული საინიციატივო ჯგუფებისთვის. მონაწილეთა რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა. პროექტი დაფინანსებულია სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობისა და ფონდი „სოხუმის“ მიერ. მასში აქტიურად არიან ჩართულები გამგებლის წარმომადგენელები სენაკის ყველა სასოფლო თემში და მაჟორიტარი დეპუტატები. მსგავსი ვორკშოპები კიდევ რვა თემში გაიმართება.
რას ნიშნავს კონფლიქტის ანალიზი და რამდენად მნიშვნელოვანია ის კონფლიქტების მართვაში - ამ საკითხებზე იმსჯელეს ფოთში, ქუთაისსა და კოკში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა ჯგუფებთან გამართულ ვორკშოპებზე.
მონაწილეებმა ანალიზი რეალური ისტორიების განხილვით დაიწყეს. გამოკვეთა შეცდომები, რომელთაც ადამიანები ხშირად უშვებენ ურთიერთობებში და ამით ხელს უწყობენ კონფლიქტების განვითარებას.
სოფელ კოკში ვორკშოპი პედაგოგების ჯგუფთან ჩატარდა. მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მიღებულ უნარ-ჩვევებს მოსწავლეებთან ურთიერთობებში გამოიყენებენ.