მასმედია (137)
მასმედია – ეს არის ინფორმაციის მასობრივი საშუალებები. ამ კატეგორიაში განთავსებულია ინფორმაცია მასმედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შესახებ, ამასთანავე ინფორმაცია ფონდი „სოხუმის“ პროექტების ფარგლებში მომზადებული ტელეგადაცემების, რადიოსიუჟეტებისა და სტატიების თაობაზე.
ამომრჩეველთა რჩევის აპლიკაციის მოქმედება დასრულდა. 15 სექტემბრიდან 21 ნოემბრამდე აპლიკაცია 68780-მა ადამიანმა შეავსო, რაც საკმაოდ სერიოზული განაცხადია. ეს აქტიურობა მკაფიოდ მეტყველებს ამომრჩევლის მაღალ ინტერესზე ქვეყნის მომავალი კურსის მიმართ და იმაზეც, რა დაკვეთა აქვს საზოგადოებას ახალი მოწვევის პარლამენტის მიმართ.
ამ ეტაპზე ფონდი „სოხუმი“ აანალიზებს ამომრჩეველთა მიერ აპლიკაციაში დაფიქსირებულ ყველაზე პრიორიტეტულ საკითხებს და ამზადებს სარეკომენდაციო დოკუმენტს. დოკუმენტი მიეწოდება აპლიკაციაში მონაწილე ყველა პოლიტიკურ პარტიას და პარლამენტის წევრებს, რათა მათ თავიანთ საქმიანობაში გაითვალისწინონ ეს რეკომენდაციები. ანგარიშვალდებული პარლამენტი ხალხის ნდობის გამართლებაა!
პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით
პირველად საქართველოში - აპლიკაცია „ონლაინ ხმის მრიცხველი - ამომრჩევლის რჩევის აპლიკაცია“!
შეავსეთ ამომრჩევლის რჩევის აპლიკაცია - გააკეთეთ გაცნობიერებული არჩევანი!
www.onlinemricxveli.ge
ამ მოწოდებით ვრცელდება აპლიკაცია, ონლაინმრიცხველის ბმული ყველა არხით: საინფორმაციო პორტალებზე, ორგანიზაციის ყველა ფეისბუქგვერდზე, ფონდი „სოხუმის“ თანამშრომლების, პარტნიორების პირად ფეისბუქგვერდებზე...
აპლიკაცია უკვე 16 896-მა ადამიანმა შეავსო. 31 ოქტომბერს არჩევნებია!
პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით
რეგიონალური ტელეკომპანია „რიონის“ ეთერით ფონდი „სოხუმის“ მიერ მომზადებული გადაცემა გავიდა.
გადაცემაში გაშუქდა, როგორ მუშაობს ფონდი „სოხუმის“ მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნილი ინოვაციური ელექტრონული პლატფორმა „ამომრჩევლის რჩევის აპლიკაცია“, რომელიც 15 სექტემბერს ამოქმედდა; რა მიზანს ემსახურება და როგორ ეხმარება მოქალაქეს არჩევანის გაკეთებაში; რა საქმიანობა ჩატარდა ევროპული გამოცდილების გაცნობის, ადგილობრივი პოლიტიკური ლანდშაფტის შესწავლის მიმართულებით; როგორ ხდება პლატფორმის პოპულარიზაცია; როგორია რიგითი ამომრჩევლების, სპეციალისტების პოზიცია.
რა შედეგები მოიტანა ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციების მიერ ქვეგრანტებით განხორციელებულმა მინიპროექტებმა 8 სამიზნე მუნიციპალიტეტში? რა გამოწვევები წარმოჩინდა მუშაობის შედეგად? რომელმა აქტივობებმა შეუწყო ხელი საჯარო მმართველობის რეფორმის წარმატებით განხორციელებას იმერეთის, გურიისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში? ამ საკითხებზე ისაუბრეს გადაცემის სტუმრებმა ტელეკომპანია „რიონის“ ეთერში.
გადაცემა მომზადდა პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ფონდი „სოხუმი“ იმერეთის მეცნიერთა კავშირ „სპექტრთან“ და მეწარმე ქალთა ფონდთან პარტნიორობით.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით
დროდადრო, შენ გიწევს მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც გავლენას ახდენს შენს ცხოვრებასა და მომავალზე. ზოგჯერ სწორი გადაწყვეტილების მიღებისთვის შენ დახმარება გჭირდება.
ასე იწყება პატარა ვიდეორგოლი, რომელიც ორიგინალურად ასახავს „ონლაინ ხმის მრიცხველის“ არსს.
ვიდეორგოლში ნაჩვენებია ინსტრუქცია, როგორ გამოიყენოთ ინტერნეტ აპლიკაცია და გაიგოთ, რომელი პარტიის ხედვა შეესაბამება თქვენს პოზიციას.
ვიდეორგოლი მოამზადა ფონდი „სოხუმის“ საპროექტო გუნდმა, ანიმაციების ავტორია კესო წირღვავა.
„ონლაინ ხმის მრიცხველი“ 15 სექტემბრიდან იქნება ხელმისაწვდომი www.onlinemricxveli.ge
ტელეკომპანია „რიონის“ ეთერში გავიდა გადაცემა, რომელშიც გაშუქდა პროექტი „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“, 8 სამიზნე მუნიციპალიტეტში (ხონი, თერჯოლა, ვანი, ბაღდათი, ლანჩხუთი, ოზურგეთი, ამბროლაური, ცაგერი) ჩატარებული სამუშაოები. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ადგილობრივი საჭიროებების კვლევის შედეგებზე და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მცირე პროექტებზე, რომლებიც რვავე მუნიციპალიტეტში ხორციელდება.
გადაცემის ორგანიზატორია პროექტის ერთ-ერთი პარტნიორი ორგანიზაცია - მეწარმე ქალთა ფონდი. პროექტს ახორციელებენ ფონდი „სოხუმი“, მეწარმე ქალთა ფონდი და იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი“.
.beპროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით
გაიმართა პროექტით დაგეგმილი მეორე პრესკონფერენცია. ისიც - ონლაინ, თუმცა საკმაოდ ნაყოფიერად (ორგანიზატორი - იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი“).
პრესკონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს იმერეთის, გურიის და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში მოქმედი მასმედიის, ასევე რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. მათ ინფორმაცია მიიღეს პროექტის ფარგლებში ჩატარებული ქვეგრანტების კონკურსის შესახებ, აგრეთვე იმ პროექტების მიზნებსა და მოსალოდნელ შედეგებზე, რომლებიც ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა უნდა განახორციელონ იმერეთში, გურიასა და რაჭა-ლეჩხუმში.
პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა უპასუხეს ჟურნალისტების შეკითხვებს. პრესკონფერენციის შემდეგ მასმედიაში გაჩნდა ინფორმაციები პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ახალი ეტაპის შესახებ.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით
იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირმა „სპექტრმა“ გამართა ონლაინ პრესკონფერენცია - გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის მასმედიის წარმომადგენლებმა მიიღეს ინფორმაცია საჯარო მმართველობის საგზაო რუკის განხორციელების მონიტორინგის შედეგების შესახებ.
პროექტი ხორციელდება ბაღდათში, ვანში, ხონში, თერჯოლაში (იმერეთი), ოზურგეთში, ლანჩხუთში (გურია), ამბროლაურში, ცაგერში (რაჭა-ლეჩხუმი).
პრესკონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ყველა სამიზნე მუნიციპალიტეტის ბეჭდვითი თუ ელექტრონული მედიის წარმომადგენელმა. ასევე წარმოდგენილი იყო ქუთაისსა და ოზურგეთში არსებული რეგიონული მედიასაშუალებები.
შეხვედრის დროს პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ისაუბრეს ადგილობრივ დონეზე მონიტორინგის ორგანიზების და მიღებული შედეგების შესახებ. ჟურნალისტებმა დასვეს შეკითხვები მუნიციპალიტეტებში საჯარო მმართველობის საკითხებთან დაკავშირებით.
პრესკონფერენციამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა და მასმედიაში გაჩნდა მასალები პროექტზე „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“.
https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=2621525841437515&id=1563317297258380&__tn__=K-R
https://www.facebook.com/rionitv/photos/a.10150869723229858/10157506538444858/?type=3&theate
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით
უჩვეულო გადაცემა გაიმართა რეგიონული ტელეკომპანია „მეგა ტვ“-ს ეთერით. უჩვეულო იმიტომ, რომ საგანგებო ვითარებაში, კარანტინის პერიოდში მომზადდა. მასში ნაკლებადაა უშუალო ინტერვიუ და მეტი წილი ეთმობა ჩართვებს სახლებიდან, ფოტომასალას. გადაცემამ შეაჯამა ექვსთვიანი მუშაობა პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.
პროექტის მონაწილე ორგანიზაციების წარმომადგენლები თავიანთ საქმიანობაზე საუბრობენ. მაყურებელი ნათლად ხედავს პროექტის მიზანს, მოსალოდნელ შედეგებს, რომელთა აქტუალობა ბოლო დროს განსაკუთრებით წარმოჩინდა.
გადაცემის ორგანიზატორია პროექტის ერთ-ერთი პარტნიორი ორგანიზაცია - მეწარმე ქალთა ფონდი. პროექტს ახორციელებენ ფონდი „სოხუმი“, მეწარმე ქალთა ფონდი და იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი“.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით
გაზეთ „P.S.“-ში დაიბეჭდა სტატია „ადგილობრივ დონეზე გენდერული მეინსტრიმინგის დანერგვა პოლონეთის მაგალითზე“ (სტატიის ავტორი - ეკატერინე გამახარია, ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელი, ექსპერტი ქალთა უფლებების საკითხებში).
სტატია წარმოადგენს იაგელონიის უნივერსიტეტის, სოციოლოგიური ინსტიტუტის დოქტორის, კატარჟინა ზელინსკას ანალიტიკური ნაშრომის მოკლე მიმოხილვას, რომელიც დაიწერა პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილება ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობისათვის“ ფარგლებში, ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმის“ დაკვეთით.
პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით