მასმედია (137)
მასმედია – ეს არის ინფორმაციის მასობრივი საშუალებები. ამ კატეგორიაში განთავსებულია ინფორმაცია მასმედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შესახებ, ამასთანავე ინფორმაცია ფონდი „სოხუმის“ პროექტების ფარგლებში მომზადებული ტელეგადაცემების, რადიოსიუჟეტებისა და სტატიების თაობაზე.
რადიო „ძველი ქალაქის“ ეთერით გასული სიუჟეტი ქუთაისის, სენაკის, ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოების ქსელური შეხვედრის შესახებ მოგვითხრობს. შეხვედრაზე განზოგადებული იქნა პროექტის განმავლობაში მიღწეული შედეგები. ითქვა, რომ მიღწეულია ძირითადი მიზანი - განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილება და მოხდა გენდერული საბჭოების ადგილობრივ დონეზე დაკანონება.
როგორც საბჭოების წევრები აცხადებენ, ამ სამ ქალაქში კარგი ნიადაგია გაკვალული გენდერული პერსპექტივების დასამკვიდრებლად, რაც სხვა მუნიციპალიტეტებისთვის იქნება მაგალითი. რაც შეეხება საბჭოს წევრებს, ისინი მზად არიან, თავისი გამოცდილება გაუზიარონ კოლეგებს სხვა თვითმმართველობებში.


პროექტი ხორციელდება ჩეხეთის არასამთავრობო ორგანიზაციის
„დამოუკიდებელი სოციალურ-ეკოლოგიური მოძრაობის“ მხარდაჭერით




დღეს პორტალ „გურიის მოამბის“ გადაცემა „მთავარ თემაში“ ოზურგეთის გენდერული საბჭოს თავმჯდომარემ ლელა ნაცვალაძემ და საბჭოს მოადგილემ ლალი სიჭინავამ სამწლიანი მუშაობის შედეგები შეაფასეს.
გადაცემის სტუმრებმა იმ პროექტების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი, რამაც ბოლო წლების განმავლობაში გენდერულ საკითხებში საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება და მზარდი ინტერესი გამოიწვია.
საბჭოს ხელმძღვანელებმა მათ სავიზიტო ბარათად გამორჩეული პროექტი „კიბო განაჩენი არ არის“ დაასახელეს.
საუბარი იყო რეგიონებს შორის მჭიდრო თანამშრომლობასა და ადგილობრივი ხელსუფლების როლზე სხვადასხვა პროექტების განხორციელების საქმეში.
როგორც ლელა ნაცვალაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე საბჭოს 9 პროექტი აქვს განხორციელებული, სამომავლოდ კი, იმ მიმართულებით გაგრძელდება მუშაობა, რა საჭიროებებიც საზოგადოებასთან თანამშრომლობისას გამოკვეთება.
„ადგილობრივ პოლიტიკაში გენდერული მიდგომების დანერგვის სტრატეგია“ - ასეთი სათაურით დაიბეჭდა სტატია 26 ივნისის გაზეთ „გურია ნიუსში“.
სტატიის ავტორი, კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმის“ თავმჯდომარე ალლა გამახარია საუბრობს იმაზე, რომ საქართველოს ლიდერული ადგილი უკავია კავკასიაში პროგრესული გენდერულად მგრძნობიარე კანონების მიღების მხრივ. მაგრამ გენდერული პოლიტიკის განხორციელება სათანადო დონეზე არ ხდება.
განსაკუთრებული აქცენტი კეთდება პროექტზე, რომელიც ითვალისწინებს პოლონეთის, ჩეხეთის, სლოვაკეთის და უნგრეთის - ე.წ. ვიშეგრადის ოთხეულის ქვეყნების გამოცდილების შესწავლას და ყველაზე წარმატებული რეფორმების გამოყენებას რეგიონალური თანამშრომლობისათვის.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, „საქართველო ევროპული გზისკენ მიისწრაფვის და ამ ქვეყნების გამოცდილება არა მარტო აქტუალური და მიმზიდველია, არამედ მნიშვნელოვანიც, რადგან საერთო ძალისხმევით შესაძლებელია, შემუშავდეს პოლიტიკური სტრატეგია, რომელიც ორიენტირებული იქნება ადგილობრივ თვითმმართველობაში გენდერულ მეინსტრიმინგზე“.
პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით
წლის პირველმა ბიულეტენმა შეაჯამა იანვრის თვის მუშაობის შედეგები პროექტის „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“ ფარგლებში.
მიუხედავად საახალწლო დღეებისა, ჩატარდა ყველა აქტივობა, მიღწეულია გარკვეული ცვლილებები და გაუმჯობესდა რამდენიმე ქალის ცხოვრება.
ბიულეტენი სწორედ ამაზე მოგვითხრობს.