მასმედია (137)
მასმედია – ეს არის ინფორმაციის მასობრივი საშუალებები. ამ კატეგორიაში განთავსებულია ინფორმაცია მასმედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შესახებ, ამასთანავე ინფორმაცია ფონდი „სოხუმის“ პროექტების ფარგლებში მომზადებული ტელეგადაცემების, რადიოსიუჟეტებისა და სტატიების თაობაზე.
ტელეკომპანია „ეგრისის“ ეთერში გასულმა სიუჟეტმა შეაჯამა სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მიერ ბოლო პერიოდში გაწეული მუშაობა ადგილებზე გენდერული პერსპექტივების დანერგვის კუთხით.
„გურიის“ ეთერში გასული ტელესიუჟეტი ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობის სხვადასხვა ასპექტებს ეხება: ახალგაზრდებთან მუშაობის ახალი პერსპექტივები; მოქალაქეების საჭიროებების იდენტიფიცირება და მათი პრობლემების ადვოკატირებისა და ლობირების ღონისძიებები; რაც მთავარია - გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მუშაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო შედეგი: საბჭოს წევრი ნია მექვაბიშვილი გენდერულ საკითხებში გამგებლის თანაშემწედ დაინიშნა, რაც, სამომავლოდ, საბჭოს შესაძლებლობებს კიდევ უფრო გააძლიერებს.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით
ტელეჟურნალმა „7 დღე“ თავისი ერთ-ერთი ბლოკი გენდერული საკონსულტაციო საბჭოების ქსელის მეორე შეხვედრას დაუთმო, რომელიც ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით ამჯერად ქუთაისში გაიმართა. ქსელი გაფართოებული ფორმატით შეიკრიბა და მას საკრებულოების და მერიების/გამგეობების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
სიუჟეტში შეხვედრის ორგანიზატორები და მონაწილეები მოგვითხრობენ ქსელური მუშაობის შედეგებზე. ამ ეტაპზე მოხდა რეკომენდაციების შემუშავება ქალთა და ოჯახში ძალადობისაგან დაცვის სამოქმედო გეგმისთვის, რომელიც ამ მიმართულებით თვითმმართველობის მონაწილეობის სფეროებს განსაზღვრავს და შეიცავს კონკრეტულ საკითხებს, რაც უნდა გაკეთდეს ძალადობის პრევენციის, დაზარალებულთა დახმარების კუთხით.
რესპონდენტების შეფასებით, შეხვედრა ძალიან პროდუქტიული და დროული იყო, რაც საკითხის მოგვარებაში თვითმმართველობის მეტ ჩართვას განაპირობებს.
როგორ შეიძლება შეფასდეს პროექტი, რომლის შედეგად ყველა აღიარებს ქუთაისში გენდერული პოლიტიკის დანერგვის კუთხით მიმდინარე სერიოზულ წინსვლას, რა მიღწევებს უზიარებენ ერთმანეთს ფონდი „სოხუმის“ მიერ სამი წლის წინ დაფუძნებული გენდერული საკონსულტაციო საბჭოები და რა არის მათი სამომავლო პერსპექტივები.
ტელეკომპანია „რიონის“ ეთერში ფონდი „სოხუმის“ თანამშრომლებმა, ქუთაისის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებმა ისაუბრეს კონკრეტულ მიღწევებზე: ადგილობრივი სოციალური ჯგუფების საჭიროებების უკეთ გააზრება, ბიუჯეტის პროგრამების გენდერული პარამეტრების შედგენა. ითქვა, რომ პროექტის წარმატებით დაგვირგვინების ნიშანია გენდერული საბჭოების საკანონმდებლო დონეზე დანერგვა და არ უნდა დაიკარგოს ის მუხტი, რაც თვითმმართველობასთან სხვადასხვა სოციალური ჯგუფის თანამშრომლობით გაჩნდა და არაერთი საკითხის მოგვარების საწინდარი გახდა.
7 ივლისს, ტელეკომპანია „რიონის“ ეთერში გავიდა ფონდი „სოხუმის“ მიერ ორგანიზებული გადაცემა, რომელიც ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობას მიეძღვნა.
ქსელური შეხვედრა, როგორც 3 ქალაქის საბჭოების გამოცდილების გაზიარების საშუალება; ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მიერ განხორციელებული პროექტები; ახალგაზრდების ხედვა გენდერულ პოლიტიკაზე და მათი რეკომენდაციები; გენდერულ საჭიროებათა კვლევის შედეგად გამოვლენილი პრობლემები და თვითმმართველობისთვის წარდგენილი წინადადებები - ამ და სხვა საკითხებზე ისაუბრეს სტუდიაში ფონდი „სოხუმის“ თანამშრომლებმა, ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა, საბჭოს ახალგაზრდული პროექტის მონაწილეებმა.
„ჩვენ ვისაუბრეთ რეგიონში გენდერული პოლიტიკის შესახებ და მიმოვიხილეთ ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობა,“ - ამ სიტყვებით დამთავრდა ტელეგადაცემა რუბრიკით „სტუმარი მაცნეში“.
ტელეკომპანია „ეგრისის“ ეთერში გასულ გადაცემაში სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა ისაუბრეს გენდერულ პოლიტიკაზე და შეაფასეს საბჭოს თითქმის ორწლიანი მუშაობა.