მასმედია (137)

მასმედია – ეს არის ინფორმაციის მასობრივი საშუალებები. ამ კატეგორიაში განთავსებულია ინფორმაცია მასმედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შესახებ, ამასთანავე ინფორმაცია ფონდი „სოხუმის“ პროექტების ფარგლებში მომზადებული ტელეგადაცემების, რადიოსიუჟეტებისა და სტატიების თაობაზე.

პროექტის ფარგლებში მომზადებული რადიოსიუჟეტი ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მიერ განხორციელებული საქმიანობის შედეგებზე მოვითხრობს. რა პრობლემები  გამოიკვეთა ადგილობრივი გენდერული საჭიროებების კვლევის შედეგად და როგორ აპირებს საბჭო უპასუხოს ამ გამოწვევებს; რა პროექტები განახორციელა საბჭომ და რა არის ამ საქმიანობის კონკრეტული შედეგი.
საბჭოს წევრების ინფორმაციით, ბევრი ღონისძიებაა განსახორციელებელი საინფორმაციო-საგანმანათლებლო კუთხით.
სიუჟეტში ითქვა, რომ საბჭოს პროექტი „კიბო განაჩენი არ არის“ ამ პრობლემის მქონე ადამიანების ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას ისახავს მიზნად, მაგრამ გარდა ამისა, ბევრი სხვა საკითხის ადვოკატირებაც ხდება: ოზურგეთს არა ჰყავს ონკოლოგი; არ არსებობს ამ დაავადების ადგილობრივი სტატისტიკა; არ არის განვითარებული დაავადებათა  პრევენციის კულტურა.
საბჭოს წევრები კმაყოფილებით აღნიშნავენ, რომ ყოველთვის გრძნობენ ადგილობრივი ხელისუფლების თანადგომას, რომელიც ოზურგეთის მწირი ბიუჯეტის ფარგლებშიც კი ახერხებს საბჭოს საინტერესო იდეების მხარდაჭერას. 
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

ოზურგეთელი ჟურნალისტები გენდერის მედია ცენტრში შეიკრიბნენ. მათ ინტერესით მოისმინეს სიახლეეები, რომლებიც ბოლო, თებერვლის შეხვედრის შემდეგ მოხდა ოზურგეთის, სენაკისა და ქუთაისის გენდერულ საკონსულტაციო საბჭოებში.
შეხვედრაზე ისაუბრეს გენდერის მედია ცენტრზე და მის საინტერესო ბლოგზე.  აღინიშნა მედიის წარმომადგენლებთან მუშაობის კონკრეტული შედეგი: 20-ზე მეტი პუბლიკაცია და ეთერში გაშვებული მასალა გენდერულ საკითხებზე.
ოზურგეთში გენდერული პოლიტიკის დამკვიდრებას ჟურნალისტებიც უწყობენ ხელს - მათ კარგად ესმით ეს მისია და კიდევ უფრო ეფექტურ თანამშრომლობას აპირებენ გენდერულ საკონსულტაციო საბჭოსთან და ადგილობრივ სახელმწიფო სტრუქტურებთან.
 
 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა  ორგანიზაციის 

გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მიერ მარტში ორგანიზებულ მრგვალ მაგიდაზე ერთ-ერთი სადისკუსიო ვექტორი - ნაადრევი ქორწინება და მისი თანმდევი შედეგები იყო.
რადიო „თავისუფლების“ რუბრიკა „გენდერული ამბები“ სწორედ ამ თემას აგრძელებს. საქართველო მოლდოვას შემდეგ მეორე ადგილზეა ნაადრევი ქორწინების კუთხით. გენდერული საბჭოს მიერ გადაცემაში მოწვეული ექსპერტები, ფსიქოლოგები, უფლებადამცველები საუბრობენ იმაზე, რომ ეს არ არის ერთი კონკრეტული ოჯახის პრობლემა.უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ 1 აპრილიდან საქართველოში დასჯადი ხდება არასრულწლოვანზე დაქორწინება.
პროექტი ხორციელდება აშშ  სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით
გადაცემა რადიო „რიონის“ ეთერით იყო შეჯამება ფონდი „სოხუმის“ პროექტისა  „ადგილობრივი ხელისუფლების პოლიტიკის შეცვლა გენდერულ ბიუჯეტირებასთან  მიმართებაში“. სტუდია, „დიალოგში“ სასაუბროდ მიწვეულნი იყვნენ პროექტის მონაწილეები - პროექტის კოორდინატორი, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრი, ერთ-ერთი ბაგა-ბაღის მეთოდისტი და ტელეკომპანია „რიონის“ ჟურნალისტი.
გადაცემის მსვლელობისას იყო საუბარი პროექტის ფარგლებში მიმდინარე აქტივობებზე, ბაგა-ბაღებში ჩატარებულ სამუშაოზე, ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობაზე  და სამომავლო პერსპექტივებზე. განსაკუთრებით აღინიშნა პროექტის კეთილი გავლენა მის მონაწილეებზე და ქალაქის გენდერულ პოლიტიკაზე. გამოიკვეთა გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მიერ ინიცირებული წინადადებები, რომლებიც მომზადდა საკრებულოში წარსადგენად და, სავარაუდოდ, გათვალისწინებული იქნება 2016 წლის ბიუჯეტში.
 
პროექტი ხორციელდება ჩეხეთის არასამთავრობო ორგანიზაცია
„დამოუკიდებელი სოციალურ-ეკოლოგიური მოძრაობის“ ხარდაჭერით 

  

  

ქუთაისის ბიუჯეტი გენდერული გახდა - ეს იყო მთავარი მესიჯი, რომელიც ფონდ სოხუმში შეკრებილმა ჟურნალისტებმა მიიღეს. მათი უმრავლესობა აქტიურად თანამშრომლობს ჩვენს ორგანიზაციასთან, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს გენდერული საკითხების გაშუქებას და ცდილობს, გავლენა მოახდინოს საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებზე. თუმცა შეხვედრაზე იყვნენ ახალბედა ჟურნალისტებიც, რომლებისთვისაც საინტერესო აღმოჩნდა ფონდის საქმიანობის გაცნობა და თანამშრომლობის სურვილიც გაუჩნდათ.

შეხვედრის მონაწილეებმა შეაჯამეს თავიანთი გენდერული გამოცდილება და კიდევ უფრო აქტიური მუშაობის გეგმები დასახეს.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

30 დეკემბერს ფონდი „სოხუმის“ ოფისში ორგანიზაციის ხელმძღვანელმა სამახსოვრო პრიზები გადასცა ჟურნალისტებს, რომელთაც გაიმარჯვეს ფონდის მიერ რეგიონალური მედიის წარმომადგენლებისთვის გამოცხადებულ კონკურსში „ჟურნალისტები - არაძალადობრივი ცნობიერების ხელშეწყობისათვის“. 

რეგიონალური მედიის ჟურნალისტების სოციალური პასუხისმგებლობა მაღალ შეფასებას იმსახურებს, განსაკუთრებით ისეთი სენსიტიური თემის გაშუქებაში, როგორიც არის გენდერული ძალადობა.

ჟურნალისტებმა მადლიერება გამოხატეს იმის გამო, რომ  მათ მოაზრებენ  როგორც საიმედო  პარტნიორებს და ხდება მათი შრომის წახალისება.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ტელეკომპანია „ეგრისის“ ეთერში ხშირად გადის სიუჟეტები სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მუშაობის შესახებ, ინფორმაციები იწერება გაზეთ „კოლხეთშიც“.
სენაკელი ჟურნალისტები, მედიასაშუალებების სიმცირის მიუხედავად, აქტიურად აშუქებენ  გენდერულ საკითხებს.
6  მაისს ჩატარდა მორიგი შეხვედრები ჟურნალისტებთან, გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელთან. ისინი გაეცნენ ფონდი „სოხუმის“ გენდერული საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობას ამ ეტაპზე და ისაუბრეს თავიანთ მისიაზე გენდერული პოლიტიკის გატარების კუთხით.
 
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

სტარტი აიღო ახალმა პროექტმა, რომელიც ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება. ამის შესახებ ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლებმა პირდაპირ ეთერში ინფორმაცია გაუზიარეს დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ მაყურებელს: პირველი შეხვედრის შთაბეჭდილებები, პროექტის ყველა პარტნიორთან ერთად სასწავლო კურსი პრაღაში (ჩეხეთი), 9 ექსპერტის გამოცდილება თავიანთ ქვეყნებში ადგილობრივ დონეზე გენდერული მეინსტრიმინგის კუთხით, ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში - პრაღა 10-ში სტუმრობა და მისი საქმიანობის გაცნობა.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

{youtube}mRmnlEfsrxI{/youtube}

 

ტელეკომპანია „რიონის“ სიუჟეტი გვიჩვენებს სკოლამდელ ასაკში აღზრდისას გენდერული მიდგომების აუცილებლობას.
ეს არის მოთხრობა საბავშვო ბაღის ერთადერთ ხელმძღვანელ მამაკაცზე - ზაალ ხონელიძეზე, რაც გამონაკლისია ჩვენს კულტურაში.
პერსონალი აღიარებს, რომ იყო სკეპტიკური დამოკიდებულება ახალი უფროსის მიმართ, მაგრამ მან მალე მოიპოვა კოლექტივის პატივისცემა და აღსაზრდელთა სიყვარული.
„კარგი მენეჯერი, კარგი მასწავლებელი, განათლებული ხელმძღვანელი“ - ასე ამბობენ მასზე კოლეგები და მშობლები (ზაალი ინტელექტუალური კლუბის „ვინ, სად, როდის“ მონაწილეა).
„სასიამოვნო, მაგრამ ძალიან საპასუხისმგებლო“, - ასე ახასიათებს სამუშაოს თავის სფეროში ერთადერთი მამაკაცი - ქუთაისის პირველი საბავშვო ბაღის ხელმძღვანელი.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით
რა ხდება ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის, ფოთისა და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში? როგორია მაისის მიღწევები? იმ ქალების ისტორიები, რომელთა ცხოვრება შეიცვალა?
ამაზე მოგვითხრობს ელექტრონული ბიულეტენი #5, რომელიც მომზადდა პროექტის „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“ ფარგლებში.
პროექტის მიხედვით, მაისში გაიმართა 87 აქტივობა, რომლებშიც ჩაერთო 998 ადამიანი.
 
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები