ქალთა საინიციატივო ჯგუფები (114)
ქალთა საინიციატივო ჯგუფი – ქალთა ჯგუფი, რომელიც შეიქმნა 2016 წელს. მისი მიზანია: ადამიანურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კრიზისებისა და კონფლიქტური სიტუაციების პრევენცია, ადგილობრივი სოციალური პრობლემების ადვოკატირება და მოგვარება. ჯგუფები ჩამოყალიბდა ხონში, ქუთაისში, წყალტუბოში, ხურჩაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი).
კონფლიქტების იდენტიფიცირებისათვის ქუთაისში, წყალტუბოში და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში(ხურჩა და კოკი) ჩატარდა ანკეტირება.
ანკეტირება მიზნად ისახავს, გაირკვეს რა ტიპის, რა მიზეზით წარმოქმნილი კონფლიქტები არსებობს სხვადასხვა ლოკალურ თემში, ვინ არიან კონფლიქტის მხარეები, როგორ რეაგირებენ, რას აკეთებენ კონფლიქტურ სიტუაციებში.
ანკეტების ანალიზის შედეგად მოხდება კონფლიქტური სიტუაციების იდენტიფიცირება ცალკეული ქალაქების მიხედვით, რის შემდეგაც მოდერატორთან ერთად შემუშავდება სამოქმედო გეგმა. განისაზღვრება ქალთა საინიციატივო ჯგუფების ფუნქციები სამივე ქალაქში: რა უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ შეძლონ კრიზისული სიტუაციების მართვა და კონფლიქტების მოგვარება ადრეულ სტადიაში.
პროექტიხორციელდებაორგანიზაცია „ქალებიქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
ინფორმაცია ხონის ქალთა საინიციატივო ჯგუფის მუშაობის შესახებ ყოველთვიურ გაზეთ „ხონში“ დაიბეჭდა - ამ სიახლით დაიწყო შეხვედრა საინიციატივო ჯგუფის მოდერატორმა.
შეხვედრაზე ისაუბრეს იმაზე, რა მდგომარეობაშია ადვოკატირების პროცესი.
- უკვე მიღებულია ოფიციალური პასუხები ადგილობრივი თვითმმართველობის მისამართით გაგზავნილ წერილებზე. ერთი საკითხი ეხება ცენტრალურ გზაზე ზებრა გადასასვლელს. მეორე -ქალაქის ტერიტორიაზე ახალი სკვერის გაშენებას გულისხმობს. ორივე საკითხი მნიშვნელოვანია მოქალაქეთა უსაფრთხოებისთვის. ადგილობრივი ხელისუფლება მზად არის, აღნიშნული ინიციატივები განიხილოს და მხარი დაუჭიროს - აღნიშნა მოდერატორმა.