ქალთა საინიციატივო ჯგუფები (114)
ქალთა საინიციატივო ჯგუფი – ქალთა ჯგუფი, რომელიც შეიქმნა 2016 წელს. მისი მიზანია: ადამიანურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კრიზისებისა და კონფლიქტური სიტუაციების პრევენცია, ადგილობრივი სოციალური პრობლემების ადვოკატირება და მოგვარება. ჯგუფები ჩამოყალიბდა ხონში, ქუთაისში, წყალტუბოში, ხურჩაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი).
შეხვედრები თემის წევრებთან კონფლიქტური სიტუაციების იდენტიფიცირების მიზნით - ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა საინიციატივო ჯგუფი ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს. საინიციატივო ჯგუფის წევრები სისტემატიურად ხვდებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს კონფლიქტური სიტუაციების გასანეიტრალებლად.
საინიციატივო ჯგუფი ამ ეტაპზე მუშაობს პრობლემაზე, რომელიც სოფელ ხურჩის მოსახლეობისთვის საკმაოდ აქტუალურია და ტრანსპორტის გაუმართავ მუშაობას ეხება.
შეხვედრები მოსახლეობასთან, თანამშრომლობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან და მასმედიის წარმომადგენლებთან ხელს უწყობს კონფლიქტური სიტუაციების გამოვლენას და მათ მოგვარებას ადრეულ სტადიაში.
წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემა, რომელიც სასაფლაოს ტერიტორიაზე მაღალი ძაბვის ბოძის გამაგრებას ეხებოდა, უკვე გადაწყვეტილია.
ჯგუფის წევრები აქტიურად აგრძელებენ შეხვედრებს მოსახლეობასთან სხვა კონფლიქტური სიტუაციების გამოვლენისა და მოგვარების მიზნით.
ქუთაისის, წყალტუბოს, ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა საინიციატივო ჯგუფების მოდერატორებმა კონფლიქტური სიტუაციების შესწავლის მიზნით შეხვედრები გამართეს სხვადასხვა ლოკალურ თემში.
საინიციატივო ჯგუფები აქტიურად მუშაობენ კონკრეტული სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად. სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე, გაიმართა შეხვედრები ადგილობრივი თვითმმართველობის სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლებთან. ხელისუფლების მხრიდან არსებობს მხარდაჭერა, აქტიურად ჩაერთონ პროცესებში და ხელი შეუწყონ თემებში არსებული კონფლიქტების ადრეულ სტადიაში გადაწყვეტას.
ქუთაისში ქალთა საინიციატივო ჯგუფი კონფლიქტების ადრეულ სტადიაში მოგვარებაზე მუშაობს. ჯგუფის წევრებმა უკვე შეადგინეს სამოქმედო გეგმა. შეგროვდა მონაცემები პრობლემის ირგვლივ.
პერიოდულად იმართება ჯგუფის შეხვედრები. პროცესში აქტიურად არის ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობის სხვადასხვა სამსახური, რადგან პრობლემის გადაჭრა სწორედ მათი ჩართულობით უნდა მოხდეს.
ქალთა საინიციატივო ჯგუფის ბოლო შეხვედრაზე მიღებული ინფორმაციის ანალიზი გაკეთდა. იმსჯელეს, რა რესურსების გამოყენება შეიძლება პრობლემის მოსაგვარებლად.
სოფელ ხურჩაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ფონდი „სოხუმის“ ქალთა საინიციატივო ჯგუფი შეიკრიბა. ჯგუფის წევრებმა უკვე მოახდინეს იმ პრობლემების იდენტიფიცირება, რომლებიც მათ თემში კონფლიქტურ სიტუაციებს ქმნის.
შეხვედრაზე იმსჯელეს სამოქმედო გეგმაზე, რაშიც გაიწერა ის აქტივობები, რომლებიც ხელს შეუწყობს კონფლიქტური სიტუაციის ლოკალიზებას ადრეულ სტადიაში. ჯგუფის წევრები აქტიურად არიან პროცესში ჩართული და განსაზღვრული აქვთ ფუნქციები.
წყალტუბოში ფონდი „სოხუმის“ ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები შეიკრიბნენ. მათ სამოქმედო გეგმაზე იმუშავეს. დეტალურად გაიწერა, როგორ უნდა მოხდეს იმ პრობლემის ადრეულ სტადიაში მოგვარება, რომელიც კონფლიქტის განვითარების საფრთხეს შეიცავს.
ჯგუფის წევრებმა გაინაწილეს ფუნქციები. პირველ ეტაპზე პრობლემის ირგვლივ უნდა შეგროვდეს ინფორმაცია, შემდეგ საჭიროა ეფექტური მუშაობა, რაც ხელს შეუწყობს კონფლიქტის ლოკალიზებას ადრეულ სტადიაში.
ქუთაისის, წყალტუბოს და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა საინიციატივო ჯგუფების მოდერატორები ფონდ „სოხუმში“ შეიკრიბნენ, სადაც პროექტის დირექტორმა და კოორდინატორმა დეტალურად გააცნეს მათ პროქტის „კონფლიქტების ადრეული პრევენცია - თეორია და პრაქტიკა“ მიზნები, ამოცანები და აქტივობები. პროექტი სამწლიანია, 2018 წლის იანვრიდან ხორციელდება და ითვალისწინებს საზოგადოებაში არსებული კრიზისული სიტუაციების და კონფლიქტების ადრეულ პროფილაქტიკას.
ქალთა საინიციატივო ჯგუფის მოდერატორები საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წევრებს შეხვდნენ. მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია, რატომ არის მნიშვნელოვანი კონფლიქტების ადრეული მოგვარება; ვის შორის იქმნება კრიზისული სიტუაციები; როდის არის დროული ჩარევა საჭირო და რა მექანიზმები უნდა იქნას გამოყენებული.
შეხვედრის მონაწილეები, ძირითადად, საკუთარ სოციალურ პრობლემებზე საუბრობდნენ. მიაჩნიათ, რომ მოუგვარებელი პრობლემები ხშირად ქმნის კონფლიქტურ სიტუაციებს თვითმმართველობასთან, თემის წევრებთან, ამიტომ დროული პრევენცია ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით წყალტუბოში ქალთა საინიციატივო ჯგუფი შეიკრიბა. მონაწილეებმა იმ სოციალურ პრობლემებზე იმსჯელეს, რომლებიც ცალკეულ თემში აქტუალურია და კონფლიქტურ სიტუაციებს ქმნის.
მონაწილეებმა იციან, რომ ნებისმიერი კონფლიქტური სიტუაციის მართვა საწყის სტადიაში ბევრად უფრო ეფექტურია. ინფორმირებულნი არიან, როგორ იმუშაონ კონფლიქტების ადრეულ პრევენციაზე. არსებობს ანკეტირებით მიღებული მონაცემებიც,
საიდანაც იკვეთება, რა სახის კონფლიქტებია უფრო აქტუალური იმ საზოგადოებაში, ვისთანაც მათ მოუწევთ მუშაობა.
საინიციატივო ჯგუფი აქტიურად გამართავს შეხვედრებს სხვადასხვა ლოკალურ თემთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და შეეცდება, ხელი შეუწყოს კონფლიქტების განვითარების რისკების შემცირებას.
18 ივნისს ქუთაისში შეიკრიბა ფონდი „სოხუმის“ ქალთა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ლოკალურ თემებში არსებული კონფლიქტური სიტუაციების ადრეულ პრევენციაზე იმუშავებს.
ჯგუფის წევრებმა გაიარეს სამდღიანი ტრენინგი, მიიღეს ინფორმაციები, როგორ ხდება კონფლიქტის ანალიზი, შეიძინეს უნარ-ჩვევები, რა მექანიზმები შეიძლება გამოიყენონ კონფლიქტების ადრეულ სტადიაში მოსაგვარებლად. შეკრებილებმა რამდენიმე კრიზისული სიტუაცია აირჩიეს და მისი ანალიზი გააკეთეს.
პროექტიდან გამომდინარე, გაიმართება ყოველთვიური საინფორმაციო შეხვედრები სხვადასხვა თემში. გამოვლინდება კრიზისული სიტუაციები და, შესაბამისად, გაგრძელდება მუშაობა პრობლემების ადრეული პრევენციის მიზნით.