ქალთა საინიციატივო ჯგუფები (114)
ქალთა საინიციატივო ჯგუფი – ქალთა ჯგუფი, რომელიც შეიქმნა 2016 წელს. მისი მიზანია: ადამიანურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კრიზისებისა და კონფლიქტური სიტუაციების პრევენცია, ადგილობრივი სოციალური პრობლემების ადვოკატირება და მოგვარება. ჯგუფები ჩამოყალიბდა ხონში, ქუთაისში, წყალტუბოში, ხურჩაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი).
განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა ონლაინ შეხვედრა ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) თემის აქტივისტებთან. აღინიშნა, რომ ხურჩის თემში, ძირითადად, ასაკოვანი ადამიანები ცხოვრობენ, მთელი სოფელი რისკის ზონას წარმოადგენს და ეს ამძაფრებს მათ შიშსა და ფორიაქს.
შეხვედრისას არაერთხელ გაიჟღერა ინფორმაციამ, რომ მოსახლეობა ძალიან დარდობს გალის ტერიტორიაზე დაჩენილ ოჯახის წევრებზე და ახლობლებზე, რომლებიც ურთულეს სიტუაციაში ცხოვრობენ.
პანდემიასთან დაკავშირებული ემოციური ფონის მიუხედავად, მოსახლეობა ცდილობს სტაბილურობის შენარჩუნებას და ზოგადი რეკომენდაციების გათვალისწინებას.
„ქალთა/გოგონათა უფლებების დარღვევა კონფლიქტის გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში“ - ამ მიმართულებით ჩატარებულ გამოკითხვაში ჩართული იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კიდევ ორი სოფელი - კახათი და შამგონა. მიღებული მონაცემების ანალიზის შემდეგ შემუშავდება შესაბამისი რეკომენდაციები, რომელთა ადვოკატირებაც ადგილობრივ დონეზე მოხდება.
80 ქალი გამოიკითხა მარტში აფხაზეთის კონფლიქტის გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში: ხურჩასა და ორსანტიაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი). გამოკითხვა ნაწილია მონიტორინგისა, რომელიც მიზნად ისახავს სოფლებში ქალთა უფლებების დარღვევის კუთხით არსებული მონაცემების შეგროვებას და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას. პროექტიდან გამომდინარე, მონიტორინგი 6 კონფლიქტისპირა სოფელს მოიცავს ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებიდან.
გრძელდება მონიტორინგი თემაზე „ქალთა უფლებების დარღვევა კონფლიქტისპირა სოფლებში.“ საველე მონიტორის მიერ სოფელ ფახულანსა და წყოუშში (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) ანკეტირების, ფოკუს-ჯგუფისა და ჩაღრმავებული ინტერვიუს ფორმატით მოხდა ბენეფიციარების გამოკითხვა. მიღებული მონაცემები საერთო ანალიზში ჰპოვებს ასახვას, რაც საერთო სურათს შექმნის ამ მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე.
- ქალთა ულებების დარღვევა აფხაზეთის კონფლიქტის გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში - თებერვალში ამ საკითხებზე გამოკითხვა ჩატარდა ფახულანსა და წყოუშში (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი), ხურჩაში, ორსანტიაში, კახათსა და შამგონაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი).
ფონდი „სოხუმის“ საველე მონიტორების მიერ ანკეტირების, ფოკუს-ჯგუფისა და ჩაღრმავებული ინტერვიუს მეთოდით სულ 205 ქალი გამოიკითხა.
- რომელ სფეროში ირღვევა ყველაზე მეტად ქალთა უფლებები, რა პრობლემები აწუხებს საზოგადოებას, რამდენად არიან ინფორმირებულნი ადგილობრივ სახელმწიფო პროგრამებზე - გამოკითხვა, ძირითადად, ამ საკითხებს შეეხებოდა.
გამოკითხვა მომდევნო თვეშიც გაგრძელდება.
რა პრობლემები აწუხებთ ქალებს ყველაზე მეტად კონფლიქტის გამყოფ ხაზთან, რამდენად მნიშვნელოვანია ამ კონფლიქტების ადრეული პრევენცია და ადვოკატირება მათი მოგვარებისთვის - ამ საკითხებზე ისაუბრეს ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა სოფელ ფახულანში (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი). მათ აღნიშნეს, რომ არსებული პრობლემები ქალთა უსაფრთხოების დარღვევას გულისხმობს და მათი მოგვარება ხელს შეუწყობს კონფლიქტების ადრეულ პრევენციას.
გრძელდება მუშაობა პროექტის „კონფლიქტების ადრეული პრევენცია გენდერზე ორიენტირებული სისტემით“ ფარგლებში კონფლიქტის გამყოფი ზოლის სოფლებში: ხურჩა, კახათი, ორსანტია, შამგონა (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), ფახულანი, წყოუში (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი).
ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა პირველი შეხვედრები უკვე გამართეს და ცალკეულ თემებში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებაზე იმუშავეს.
პირველი შეხვედრა ხურჩის თემში გაიმართა. ჯგუფის წევრები პრობლემების ანალიზის შემდეგ მათ ადვოკატირებას შეეცდებიან.
ფონდი „სოხუმის“ ქალთა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა სოფელ კახათში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) გაიმართა. მონაწილეებმა გამოკვეთეს პრობლემები, რომლებიც საზოგადოებაში კონფლიქტის განვითარების რისკებს შეიცავს. პრობლემათა უმრავლესობა ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის სფეროს ეხება. მომდევნო თვეებში კონფლიქტის გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში გამოკითხვა ჩატარდება, რომ გაირკვეს, რომელ სფეროში რა ხარისხით ირღვევა ქალთა უფლებები.
ფონდი „სოხუმის“ ქალთა საინიციატივო ჯგუფებმა ჩაატარეს მონიტორინგი ოჯახური ძალადობის თემაზ. მონიტორინგის მიზანია - GREWS (კონფლიქტის ადრეული პრევენციის გენდერულად ორიენტირებული სისტემა) გამოყენებით, საზოგადოებაში კონფლიქტის გამომწვევი რისკების იდენტიფიცირება და მინიმალიზება.
მონიტორინგის პირველი ეტაპი განხორციელდა 10 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრამდე. გამოკითხვა ჩატარდა რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის მეთოდების გამოყენებით: ანკეტირებით და ჩაღრმავებული ინტერვიუს ფორმატით. ინფორმაცია შეგროვდა წინასწარ შემუშავებული კითხვარებით.
მონიტორინგში მონაწილეობს 5 საველე მონიტორი. გამოკითხვა ჩატარდა ქუთაისში, წყალტუბოში და კონფლიქტისპირა სოფლებში: ხურჩა, კოკი, განმუხური, ორსანტია, შამგონა (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) და ფახულანი, წყოუში (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი).
კონფლიქტების ადრეული გაფრთხილების გენდერზე ორიენტირებული სისტემის დანერგვით ფონდი „სოხუმი“ აქტიურად მუშაობს დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა ლოკაციაში: ქუთაისი, წყალტუბო, ზუგდიდი, კონფლიქტის გამყოფი ხაზის სოფლები: ხურჩა, კოკი, განმუხური, ორსანტია, შამგონა, ფახულანი, წყოუში. მონიტორთა ჯგუფი ადგილებზე ყოველკვირეულად აგროვებს ინფორმაციებს. მონაცემთა სისტემატიზაციის შემდეგ, მიღებული ინფორამაციების ანალიზით მოხდება კონფლიქტური სიტუაციების დაგნოსტირება და რისკების პროგნოზირება გენდერული ასპექტებით.