ქალთა საინიციატივო ჯგუფები (114)
ქალთა საინიციატივო ჯგუფი – ქალთა ჯგუფი, რომელიც შეიქმნა 2016 წელს. მისი მიზანია: ადამიანურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კრიზისებისა და კონფლიქტური სიტუაციების პრევენცია, ადგილობრივი სოციალური პრობლემების ადვოკატირება და მოგვარება. ჯგუფები ჩამოყალიბდა ხონში, ქუთაისში, წყალტუბოში, ხურჩაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი).
წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები აქტიურად მუშაობენ იმ სოციალური პრობლემების მოგვარებაზე, რომლებმაც შესაძლოა საზოგადოებაში კონფლიქტი გამოიწვიონ.
საინიციატივო ჯგუფმა უკვე გაიარა ორი ეტაპი: მონაცემთა შეგროვება და სისტემატიზაცია. ამ ეტაპზე ჯგუფი ადგილობრივი სტრუქტურების წარმომადგენლებთან განიხილავს პრობლემას, რათა მათი გავლენით კონფლიქტის განვითარების რისკები შემცირდეს.
„გენდერზე ორიენტირებული კონფლიქტების ადრეული გაფრთხილების სისტემა“ - ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა საინიციატივო ჯგუფი ამ სისტემის გამოყენებით აქტიურად მუშაობს იმ პრობლემების ადვოკატირებაზე, რომლებიც დროულ რეაგირებას მოითხოვს.
ჯგუფის წევრები თანამშრომლობენ ადგილობრივი ხელისუფლების იმ სტრუქტურებთან, რომელთაც უშუალოდ ეხებათ პრობლემა. სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე, სისტემატიურად ხდება ინფორმაციის შევსება და საზოგადოების ინფორმირება ამ საკითხებზე.
ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის საინფორმაციო შეხვედრაზე მონაწილებმა მოისმინეს ინფორმაცია პრობლემებზე, რომელთა ადვოკატირებაც მიმდინარეობს ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობით.
- კონფლიქტების უმრავლესობა სოციალური პრობლემების ფონზე ვითარდება. რამდენი პრობლემაც მოგვარდება, იმდენი მოგვარებული კონფლიქტი გვექნება, რაც ხელს შეუწყობს მშვიდობიანი საზოგადოების შექმნას, - აღინიშნა შეხვედრაზე.
წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფმა მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეკრებილებმა იმსჯელეს საზოგადოებაში კონფლიქტის გამომწვევ მიზეზებზე. იმაზე, რამდენად ეხება ეს პრობლემები ქალებს და რა უნდა გაკეთდეს ადრეულ სტადიაში მათი მოგვარებისთვის.
პრობლემათა გენდერული კუთხით განხილვისას ხაზგასმით აღნიშნეს, რომ სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემები სწორედ ქალებს უქმნის ყველაზე მეტ დისკომფორტს. ამიტომ მათი მოგვარება გააუმჯობესებს ქალთა უსაფრთხოებას და შეამცირებს კონფლიქტების განვითარების რისკს.
სოფელ ხურჩაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ფონდი „სოხუმის“ ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები შეიკრიბნენ. ჯგუფის მიერ იდენტიფიცირებულია ორი პრობლემა, რომლებიც კონფლიქტების განვითარების საფრთხეს შეიცავს.
მონაწილეებმა იმსჯელეს, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ პრობლემების მოგვარება და შემცირდეს რისკები. მათ აღნიშნეს:
- ადგილობრივი ხელისუფლება უნდა იყოს ამ პროცესების მონაწილე, უნდა გავაჟღეროთ ამ პრობლემების შესახებ შესაბამის სტრუქტურებში, რათა გამოინახოს გზები მათ მოსაგვარებლად.
ჯგუფის წევრები უკვე პრობლემის მოგვარების კონკრეტულ გეგმაზე მუშაობენ.
ფონდ „სოხუმში“ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა სხვადასხვა თემის წარმომადგენლებთან. მოწვეულნი იყვნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. შეკრებილებმა მოისმინეს ინფორმაცია მუნიციპალურ ინფრასტრუქტურულ პროგრამებზე.
მონაწილეებმა განიხილეს სამი პრობლემა, რომელიც შეიცავს კონფლიქტების განვითარების საფრთხეს და გენდერული კუთხით სენსიტიურია.
პრობლემათა განხილვის პროცესში აქტიურად ჩაერთნენ სახელისუფლებო სტრუქტურის წარმომადგენლები, გამოიკვეთა პრობლემათა მოგვარების გზები.
ფონდი „სოხუმის“ საინიციატივო ჯგუფის წევრები გააგრძელებენ თანამშრომლობას ხელისუფლებასთან შეხვედრაზე განხილული პრობლემების მოსაგვარებლად, რაც კონფლიქტების ადრეული პრევენციის მიზნით მნიშვნელოვანია.
შეხვედრას დაესწრო შვედეთის ქალთა ფონდის Kvinna till Kvinna წარმომადგენელი საქართველოში ეთუნა ნოღაიდელი.
წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს თემაზე: კონფლიქტების ადრეული პრევენცია. შეხვედრას ესწრებოდნენ ქალები საზოგადოების სხვადასხვა თემიდან.
- რა ტიპის პრობლემებია აქტუალური, შეიცავს თუ არა ეს პრობლემები კონფლიქტების განვითარების საფრთხეს. ვინ როგორ რეაგირებს, ვის მიმართავს კონკრეტული პრობლემების მოსაგვარებლად - შეხვედრის მონაწილეებმა ფოკუსირება, ძირითადად, ამ საკითხებზე გააკეთეს.
საინიციატივო ჯგუფი კი გააანალიზებს პრობლემებს, რომლებიც კონფლიქტების განვითარების საფრთხეს მოიცავს და შემუშავდება გეგმა ადრეულ სტადიაში მათ მოსაგვარებლად.
- არაინფორმირებულობა ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია, რომელიც ხელს უწყობს კონფლიქტების განვითარებას საზოგადოებაში, - მიიჩნევენ საინიციატივო ჯგუფის წევრები წყალტუბოში.
მათი მოსაზრებით, ამ მიმართულებით ჯგუფმა უნდა გააძლიეროს მუშაობა მომავალში. მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ კომპეტენტური ინფორმაცია ადგილობრივ მუნიციპალურ პროგრამებზე, რათა მიეცეთ შესაძლებლობა, მოაგვარონ ინფრასტრუქტურულ, სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში არსებული პრობლემები და ადრეულ სტადიაში შეძლონ ამ მიზეზებით წარმოქმნილი კონფლიქტების დარეგულირება.
ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა სამომავლო სტრატეგიაზე იმუშავეს: როგორ იმუშაოს საინიციატივო ჯგუფმა, რა პრობლემებია საზოგადოებაში აქტუალური, რა უნდა გაკეთდეს კონფლიქტური სიტუაციების ადრეული პრევენციის მიზნით.
პრობლემებზე მუშაობისას გამოიკვეთა, რომ სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში არსებული პრობლემები ხშირად იწვევს კონფლიქტების განვითარებას საზოგადოებაში, თუმცა მთავარ პრობლემად მაინც კონფლიქტების ადრეულ მოგვარებაზე მოსახლეობის არაინფორმირებულობას მიიჩნევენ.
ხურჩაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები შეიკრიბნენ და გააანალიზეს: რა პრობლემებს აწყდებიან თემებში კონფლიქტური სიტუაციების იდენტიფიკაციის დროს, რა ხელისშემშლელი ფაქტორები არსებობს, როგორ ხდება მოსალოდნელ რისკებზე მუშაობა. გამოიყო ძირითადი პრობლემები, რომლებიც განსაკუთრებით აქტუალურია მათ თემში და კონფლიქტის განვითარების საფრთხეებს შეიცავს. შეხვედრაზე გამოთქმული მოსაზრებები ჯგუფის სამომავლო სტრატეგიაში აისახება.