ახალგაზრდა ლიდერთა სკოლა (203)

ახალგაზრდა ლიდერთა სკოლა – გულისხმობს საქმიანობას ახალგაზრდობასთან მათი გაძლიერებისა და ლიდერული თვისებების ჩამოყალიბებისთვის. მუშაობა მიმდინარეობს დასავლეთ საქართველოს 9 მუნიციპალიტეტში - ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, თერჯოლა, სენაკი, ფოთი, ხურჩა/კოკი (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), ლანჩხუთი, ოზურგეთი. ტარდება საინფორმაციო შეხვედრები გენდერულ და ოჯახში ძალადობის თემაზე ახალგაზრდულ კლუბებში, კონფლიქტოლოგის ვორკშოპები ახალგაზრდებთან, ეწყობა შეხვედრები ვაჟებთან,  ჩამოყალიბდა ახალგაზრდა ტრენერთა ჯგუფი, იმართება ტრენინგები და სხვადასხვა სახის შეხვედრები ახალგაზრდების მონაწილეობით.

    

27 ნოემბერს ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოიფინა ძალადობის მსხვერპლი ქალების ისტორიები და მოწოდებები, მათ შორის:

„ერთად - ქალთა  მიმართ ძალადობის წინააღმდეგ!“

„იგრძენი პასუხისმგებლობა - შეაჩერე ძალადობა!“

აქციის ორგანიზატორია ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრი. ცენტრის აქტივისტებმა დაარიგეს საინფორმაციო ფურცლები. აქცია გაიმართა საერთაშორისო კამპანიის „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

     

საერთაშორისო კამპანიის „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში წელს სენაკში არ ჩატარებულა ტრადიციული მდუმარე აქცია. ფონდი „სოხუმის“ სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის ორგანიზებით ქალაქის ხალხმრავალ ადგილას გაიმართა ძალადობის მსხვერპლი ქალების ისტორიების და სლოგანების გამოფენა. აქციას შეუერთდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. ასე გამოხატეს სენაკელებმა მხარდაჭერა კამპანიის მიმართ.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

   

ფონდი „სოხუმის“ ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა ქალაქის ცენტრში მოაწყო  საინფორმაციო აქცია, რომელიც მიეძღვნა  საერთაშორისო კამპანიას „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“. აქციას მხარი დაუჭირა ადგილობრივმა თვითმმართველობამ.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

   

ძალადობის მსხვერპლი ქალების ისტორიები, მოწოდებები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ - ყოველივე ამის ნახვა შეიძლებოდა ხურჩა/კოკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის აქციაზე. ახალგაზრდებმა დაარიგეს საინფორმაციო ფურცლები, მონაწილეებმა გამოხატეს პროტესტი ძალადობის ყოველგვარი გამოვლინების წინააღმდეგ და მხარი დაუჭირეს  საერთაშორისო კამპანიას „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

     

ფონდი „სოხუმის“ ჩრდილების ახალგაზრდული თეატრი აქტიურად ჩაერთო კამპანიაში „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“. ერთთვიანი პროექტით „ჩრდილების თეატრი გენდერული თანასწორობის პროპაგანდისთვის“, რომელიც საფრანგეთის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება, ახალგაზრდა მსახიობებს თავიანთი წვლილი შეაქვთ არაძალადობრივი საზოგადოების ჩამოყალიბებაში.

პირველი წარმოდგენები გაიმართა წყალტუბოს პირველ, მეორე და მესამე საბავშვო ბაღებში. ბავშვებმა და პედაგოგებმა სპექტაკლ „პირიმზეში“ დაინახეს მეგობრობის, თანასწორობის და თანადგომის კარგი მაგალითი.

პროექტი ხორციელდება საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მხარდაჭერით

    

ხონის მუნიციპალიტეტის სოფლების ბავშვებისთვის პატარა დღესასწაულები მოაწყო ფონდი „სოხუმის“ ჩრდილების ახალგაზრდულმა თეატრმა.

ქუტირის, კუხის, გუბის, გოჩა ჯიხაიშის და ივანდიდის საბავშვო ბაღებში გაიმართა ჩრდილების თეატრის სპექტაკლი „პირიმზე“ - ეს არის კეთილი ზღაპარი მეგობრობაზე, თანასწორობაზე, ერთმანეთის დახმარებასა და ბოროტების დაძლევაზე.

ჩრდილების თეატრი ამ პატარა პროექტით ჩაერთო კამპანიაში „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“.

პროექტი ხორციელდება საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მხარდაჭერით

      

ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის, ფოთის და კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ახალგაზრდულ კლუბებში ჩატარებული საინფორმაციო შეხვედრები ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემას მიეძღვნა.

მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვნად მიაჩნიათ ამ აქტუალურ საკითხზე დისკუსია, რადგან ეს ხელს უწყობს გენდერული სტერეოტიპების მსხვრევას.

ისინი აქტიურად ჩაერთნენ საერთაშორისო კამპანიაში „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“. ახალგაზრდული კლუბის მოხალისეებმა და აქტივისტებმა ჩაატარეს სხვადასხვა ღონისძიებები: საინფორმაციო შეხვედრები,  გამოფენები, აქციები.

ყველა ეს ღონისძიება გაიმართა 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ფარგლებში და მათში ათობით ახალგაზრდა ჩაერთო.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  

ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდული კლუბები აქტიურ მუშაობას შეუდგნენ. წელს პირველი საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა ქუთაისში, სენაკსა და ოზურგეთში. შეხვედრების მონაწილეებმა იმსჯელეს დღეისათვის მეტად აქტუალურ თემაზე - ძალადობა მოზარდებში, მიზეზები, შედეგები და დაცვის მექანიზმები ძალადობის პრევენციისთვის.

ახალგაზრდებმა ჩამოაყალიბეს ძალადობის და ტრაგედიების დინამიკა და მიზეზები. ისაუბრეს ოჯახის, საზოგადოების, სკოლის, დამრიგებლის როლზე, ფსიქოლოგიური დახმარების მნიშვნელობაზე.

განსაკუთრებული იყო ოზურგეთში პირველად ჩატარებული შეხვედრა. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ფონდი „სოხუმის“ და ახალგაზრდებთან მუშაობის შესახებ. ოზურგეთი პროექტის გეოგრაფიაში წელს მოხვდა ლანჩხუთსა და თერჯოლასთან ერთად (წინა წლებში მუშაობა მიმდინარეობდა 6 მუნიციპალიტეტში).

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  

- რა ასოციაციებს იწვევს კონფლიქტი, რა კავშირშია ძალადობასთან და რისთვის არის საჭირო მისი ანალიზი – ეს იყო თებერვალში ახალგაზრდებთან ჩატარებული ვორკშოპების თემა. ქუთაისში, სენაკში, წყალტუბოში ახალგაზრდები იმიტირებული წარმოდგენებით შეეცადნენ კონფლიქტების ნეგატიური შედეგების წარმოჩენას.  შემდეგ  ანალიზი „კონფლიქტის ხის“ მეთოდით გაგრძელდა. მონაწილეთა უმრავლესობა აქტიურად ჩაერთო ინტერაქტიულ მუშაობაში, დისკუსიაში.

ახალგაზრდები მიიჩნევენ, რომ ანალიზი საშუალებას იძლევა, დაინახონ კონფლიქტის გამომწვევი ძირითადი მიზეზები. დაფიქსირდა, რომ ამ საკითხებზე ახალგაზრდების ინფორმირება შეამცირებს აგრესიას და კონფლიქტურ სიტუაციებს საზოგადოებაში. 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

  

პროექტში „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“ გაჩნდა ახალი კომპონენტი „ვაჟებთან მუშაობა“. ამ კომპონენტის მიზანია - ამაღლდეს ვაჟთა განათლების დონე ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებში, რათა მათ გაითავისონ, რომ მამაკაცები მემკვიდრეობით არ არიან აგრესიულები და მათ აქვთ განსაკუთრებული როლი და პასუხისმგებლობა.

პროექტის ფარგლებში პირველი შეხვედრა გაიმართა წყალტუბოში - მეშვიდე-მეათე კლასის მოსწავლეებთან.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები