ახალგაზრდა ლიდერთა სკოლა (203)
ახალგაზრდა ლიდერთა სკოლა – გულისხმობს საქმიანობას ახალგაზრდობასთან მათი გაძლიერებისა და ლიდერული თვისებების ჩამოყალიბებისთვის. მუშაობა მიმდინარეობს დასავლეთ საქართველოს 9 მუნიციპალიტეტში - ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, თერჯოლა, სენაკი, ფოთი, ხურჩა/კოკი (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), ლანჩხუთი, ოზურგეთი. ტარდება საინფორმაციო შეხვედრები გენდერულ და ოჯახში ძალადობის თემაზე ახალგაზრდულ კლუბებში, კონფლიქტოლოგის ვორკშოპები ახალგაზრდებთან, ეწყობა შეხვედრები ვაჟებთან, ჩამოყალიბდა ახალგაზრდა ტრენერთა ჯგუფი, იმართება ტრენინგები და სხვადასხვა სახის შეხვედრები ახალგაზრდების მონაწილეობით.
„ჩემთვის აუცილებელია კლუბის შეხვედრებში მონაწილეობა, რადგან ბევრი კომპლექსი მეხსნება და უფრო აქტიური ვხდები“, - ეს ახალგაზრდული კლუბების საინფორმაციო შეხვედრების ერთ-ერთი მონაწილის სიტყვებია.
სექტემბერში კლუბებში 9 შეხვედრა გაიმართა თემაზე: „გენდერული ძალადობა. ფორმები, სახეები და დაცვის მექანიზმები ძალადობის პრევენციისთვის“. ბოლო სამი შეხვედრა ჩატარდა გვიშტიბში (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი), ხაჯალიაში (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი), ანასეულში (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი).
ამ სკოლებში პირველად ჩამოყალიბდა ახალგაზრდული კლუბები. ამიტომ მონაწილეები გაეცნენ ინფორმაციას ფონდ „სოხუმზე“, კლუბებზე და გაუჩნდათ თანამშრომლობის სურვილი.
თემის განხილვა აქტიურად წარიმართა. მოსწავლეებმა ისაუბრეს სტერეოტიპულ აზროვნებაზე, ცხოვრებისეულ მაგალითებზე, პრევენციის აუცილებლობაზე. კლუბების ახალ წევრებს აქვთ მოტივაცია, ჩაერთონ მუშაობაში და შედგომში თანატოლებს შორის გაავრცელონ მიღებული ინფორმაცია.
სასწავლო პროცესის დაწყების პარალელურად ვაჟებთან ახალი 6-თვიანი სამუშაო პერიოდი დაიწყო. პირველი შეხვედრები გაიმართა სენაკის, ზუგდიდის, ქუთაისისა და ხონის მუნიციპალიტეტებში. შეხვედრები მოიცავდა საინფორმაციო ნაწილს და ასევე გარკვეული დრო დაეთმო ძალადობის საკითხების განხილვას. ვაჟები თავად აღიარებენ საკითხის პრობლემურობას, აქვთ საკუთარი მოსაზრებები, რომელთაც ღიად აფიქსირებენ. პირველმა თვემ მოსალოდნელზე კარგად ჩაიარა. ახალ ჯგუფებში არიან მოტივირებული და მიზანდასახული მოზარდები და მათთან მუშაობა კარგ შედეგს გამოიღებს.
- როგორ უკავშირდება ძალადობა კონფლიქტებს, როგორ ვმართოთ კონფლიქტები - ამ საკითხებზე გაიმართა მსჯელობა ახალაგაზრდების ჯგუფთან სენაკში, ქუთაისსა და ფოთში.
ახალი სტრატეგიით, კონფლიქტის მართვის საკითხებზე აღნიშნულ ჯგუფებთან ხუთი თვე გაგრძელდება მუშაობა. მონაწილეები გაეცნენ კონფლიქტის ანალიზს და მის მეთოდებს. გაიხსენეს ცოცხალი ისტორიები თავიანთი ცხოვრებიდან, რომლის ანალიზიც ჯგუფურად გაკეთდა.
- ანალიზი გვაჩვენებს, კონფლიქტურ სიტუაციაში რა არის მთავარი პრობლემა, რამ გამოიწვია კონფლიქტის განვითარება და რა შედეგები მივიღეთ. ანალიზი გვასწავლის საკუთარი შეცდომების დანახვას, რათა მომავალში არ გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომლებიც კონფლიქტამდე მიგვიყვანს, - ასეთი იყო მონაწილეთა შეფასება.
ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდულ კლუბებში ხუთთვიანი სამუშაო კურსისთვის კიდევ სამი ჯგუფი შეირჩა - ამჯერად ქუთაისში, ფოთსა და სოფელ თეკლათში (სენაკის მუნიციპალიტეტი). სკოლის მოსწავლეებთან გაიმართა სამი საინფორმაციო შეხვედრა თემაზე: „გენდერული ძალადობა, სახეები, ფორმები, მიზეზები, დაცვის მექანიზმები ძალადობის პრევენციისთვის“.
ახალგაზრდები გაეცნენ კლუბის მუშაობის სპეციფიკას, თემებს, რომლებზეც იმუშავებენ ხუთი თვის განმავლობაში. ისინი აქტიურად ჩაერთნენ პირველი თემის განხილვაში. ისაუბრეს ტრადიციებზე, ნაადრევ ქორწინებაზე, უფროსი თაობის დამოკიდებულებაზე ძალადობის პრობლემის მიმართ, გამოსავალზე, დაცვის მექანიზმებზე.
საინფორმაციო შეხვედრების მონაწილეების აზრით, კლუბზე მნიშვნელოვანი და საჭირო თემები განიხილება, ამიტომაც მათ კლუბის წევრობის სურვილი გამოთქვეს.
ახალგაზრდულ კლუბებში სექტემბრის საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო. პირველი შეხვედრები გაიმართა თერჯოლაში, სოფელ დიდი ნეძში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) და სოფელ კუხში (ხონის მუნიციპალიტეტი).
ამ ჯგუფებში შემდეგი თვეების განმავლობაში კიდევ 5 შეხვედრა ჩატარდება სხვადასხვა მოდულის მიხედვით. პირველი შეხვედრის თემა კი იყო: „გენდერული ძალადობა, სახეები, ფორმები, მიზეზები, დაცვის მექანიზმები ძალადობის პრევენციისთვის“.
ჯგუფები ერთმანეთისგან განსხვავდებოდნენ გამოცდილებით, აქტიურობით, კრეატიულობით, დისკუსიაში ჩართვით. მაგრამ იგრძნობოდა საერთო სურვილი - იმუშაონ ძალადობის თემაზე, გაიმდიდრონ ცოდნა, შეიძინონ ახალი უნარ-ჩვევები, ისწავლონ საკუთარი და სხვისი უფლებების დაცვა.
ვორკშოპების ციკლი ახალგაზრდებთან ახალი სტრატეგიით მიმდინარეობს. სექტემბრიდან ცხრა მუნიციპალიტეტში თანამშრომლობა ახალ სკოლებთან დაიწყო. თითოეულ სკოლაში ყალიბდება სამიზნე ჯგუფები 10-15 ადამიანის შემადგენლობით. თითოული ჯგუფი გაივლის ხუთთვიან პროგრამას კონფლიქტების მართვაზე. ხუთი თვის შემდეგ სკოლებში შეიქმნება „მშვიდობის კლუბები“. შემდეგ კლუბის ლიდერები თვითონ განაგრძობენ მუშაობას სხვადასხვა კლასში.
ახალგაზრდები მზად არიან, ჩაერთონ ხუთთვიან პროგრამაში და მიღებული გამოცდილება პრაქტიკულად გამოიყენონ.
პირველი ვორკშოპები უკვე გაიმართა თერჯოლაში, ზუგდიდსა და ხონში.
- რა კავშირშია ძალადობა ოჯახურ კონფლიქტებთან. რამდენად მნიშვნელოვანია კონფლიქტის ანალიზი და რა მეთოდები არსებობს ამისთვის, - ეს იყო პირველი ვორკშოპის თემა.
მონაწილეთა შეფასებით, მათ მნიშვნელოვანი ინფორმაციები მიიღეს, რადგან კონფლიქტების პრევენცია ანალიზის გარეშე შეუძლებელია.
აგვისტოს მეორე ნახევარში ახალგაზრდული კლუბის საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა სენაკში, ოზურგეთში, ქუთაისში, ლანჩხუთში. იყო თემის „ოჯახში ძალადობის პრევენცია, დაცვის მექანიზმები, საზოგადოების როლი“ განხილვა, განსხვავებული ხედვები, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობა.
მონაწილეთა მოსაზრებები:
„ბევრი რამ ვისწავლე კლუბში. არ მეგონა, თუ ასეთი ინტერესი გამიჩნდებოდა“.
„ჩემთვის მნიშვნელოვანია მსგავსი თავისუფალი შეხვედრების ჩატარება“.
„არაფორმალური განათლება დადებით ცვლილებებს იწვევს მოზარდებში, მე ამის ნათელი მაგალითი ვარ“.
წყალტუბოში, თერჯოლაში, ფოთში, ხონსა და განმუხურში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ჩატარდა ახალგაზრდული კლუბების საინფორმაციო შეხვედრები აქტუალურ თემაზე „ოჯახში ძალადობის პრევენცია, დაცვის მექანიზმები, საზოგადოების როლი“.
აქტიური ჯგუფები თავიდანვე ჩაერთნენ მუშაობაში. გამოიკვეთა ლიდერები, რომლებმაც განიხილეს ოჯახური ძალადობის მიზეზები, ისაუბრეს სტერეოტიპებზე, რომლებიც აფერხებს პრევენციულ ღონისძიებებს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.
ახალგაზრდებმა მოიყვანეს მაგალითები საკუთარი ოჯახისა და ახლობლების ცხოვრებიდან. მეტად მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ისინი რეალურად აღიქვამენ ძალადობის მასშტაბებს და პრევენციაზე ფიქრობენ.
„აუცილებელია ამ საკითხებზე საუბარი არა მარტო ჩვენთან, არამედ უნდა ჩაერთონ მშობლები, პედაგოგები, სოციალური მუშაკები,“ - ასეთი იყო შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილის აზრი.
ახალგაზრდული კლუბების საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა თერჯოლაში, ფოთში, ლანჩხუთში. საუბრის თემა იყო - ძალადობის პრევენცია ახალგაზრდებში, დაცვის მექანიზმები და საზოგადოების როლი. მონაწილეებმა აქტიურად იმსჯელეს ამ აქტუალურ თემაზე. ისაუბრეს მიზეზებზე, რომლებზეც ოჯახში, სკოლასა და საზოგადოებაში ხშირად დუმილს ამჯობინებენ. როგორც წინა თვეებში, ივლისშიც 9 შეხვედრა ჩატარდა 9 მუნიციპალიტეტში.
ფონდმა „სოხუმმა“ წელს პირველად დაიწყო მუშაობა ვაჟებთან. ეს არის 6-თვიანი შეხვედრების ციკლი ერთსა და იმავე ჯგუფებთან.
პროექტის ამ კომპონენტის მიზანია - ამაღლდეს ვაჟთა განათლების დონე ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებში, რათა მათ გაითავისონ, რომ მამაკაცები მემკვიდრეობით არ არიან აგრესიულები და მათ აქვთ განსაკუთრებული როლი და პასუხისმგებლობა.
მუშაობა წარიმართა ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, თერჯოლის, სენაკის, ფოთის, ზუგდიდის, ლანჩხუთის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების სკოლებში.
ივლისში გაიმართა ბოლო, მეექვსე შეხვედრა ვაჟებთან. შეხვედრებზე იყო შემაჯამებელი სავარჯიშოები და თამაშები, საუბარი საზოგადოებრივი სტერეოტიპების მანკიერ მხარეზე, თამაშის „რა? სად? როდის?“ ანალოგი. ნაჩვენები იყო ანიმაცია. ბიჭებმა მცირე როლური თამაშებიც კი მოასწრეს.
უკუკავშირის დროს მონაწილეებმა გულახდილად ისაუბრეს ექვსთვიანი მუშაობის ეფექტურობაზე. აღნიშნავდნენ, რომ ყველა შეხვედრა მათთვის ძალიან საინტერესო და ინფორმაციული იყო. მიღებული ცოდნა და გამოცდილება ცხოვრების ყველა ეტაზე გამოადგებათ.
და კიდევ: გული წყდებათ პროექტის დასრულების გამო. თუმცა იციან, რომ ახლა ახალი ჯგუფები გაივლიან ასეთ საინტერესო ექვსთვიან ციკლს.