ახალგაზრდა ლიდერთა სკოლა (203)
ახალგაზრდა ლიდერთა სკოლა – გულისხმობს საქმიანობას ახალგაზრდობასთან მათი გაძლიერებისა და ლიდერული თვისებების ჩამოყალიბებისთვის. მუშაობა მიმდინარეობს დასავლეთ საქართველოს 9 მუნიციპალიტეტში - ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, თერჯოლა, სენაკი, ფოთი, ხურჩა/კოკი (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), ლანჩხუთი, ოზურგეთი. ტარდება საინფორმაციო შეხვედრები გენდერულ და ოჯახში ძალადობის თემაზე ახალგაზრდულ კლუბებში, კონფლიქტოლოგის ვორკშოპები ახალგაზრდებთან, ეწყობა შეხვედრები ვაჟებთან, ჩამოყალიბდა ახალგაზრდა ტრენერთა ჯგუფი, იმართება ტრენინგები და სხვადასხვა სახის შეხვედრები ახალგაზრდების მონაწილეობით.
„ამ შეხვედრამ ახალი კუთხით დაგვანახა ნაადრევი ქორწინების პრობლემა. აუცილებელია მსგავსი თემების განხილვა უფრო ფართო ახალგაზრდულ აუდიტორიებში,“ - ეს ერთ-ერთი მონაწილის აზრია, რომელიც ბევრის მოსაზრებას ემთხვევა.
ნაადრევი ქორწინება, პრობლემები, ნეგატიური შედეგები - ამ საკითხებზე გაიმართა ახალგაზრდული კლუბების საინფორმაციო შეხვედრები ფოთში, სოფელ ქვიანში (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი) და ხონში.
მონაწილეებმა გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებით, მოიყვანეს მაგალითები, რაც აქტიური მსჯელობის საგანი გახდა.
თანასწორობა და ძალადობა. კავშირი მათ შორის. რა ასაზრდოებს ძალადობას? რა მნიშვნელობა აქვს პრევენციულ მექანიზმებს? ამ საკითხებზე გაიმართა დისკუსიები ახალგაზრდული კლუბების საინფორმაციო შეხვედრებზე ნახახულევში (ხონის მუნიციპალიტეტი), ღვანკითში (თერჯოლის მუნიციპალიტეტი), ცხუნკურში (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი), ორსანტიაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), ლესაში (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი). დიდი იყო ინტერესი მოსწავლეების მხრიდან. აღმოჩნდა, რომ ღვანკითის სკოლის სამოქალაქო კლუბი „ნერგები“ საკმაოდ აქტიურია ამ კუთხით - მისმა წევრებმა ვიდეორგოლი მოამზადეს ბულინგზე და კონკურსში მეორე ადგილი დაიკავეს.




ფოთის, წყალტუბოსა და თერჯოლის სკოლებში ვაჟებთან ჩატარებული შეხვედრების დიდი ნაწილი დაეთმო საუბარს მამაკაცის როლზე ოჯახსა და საზოგადოებაში. მონაწილეებმა იმსჯელეს, რამდენად კარგი დამცველები და პარტნიორები არიან მამაკაცები. მათ სხვადასხვა როლიც შეითავსეს, რომლებიც ეხებოდა კონფლიქტურ სიტუაციებს და მათ მოგვარებას.
მამაკაცის როლის განსაზღვრა ოჯახსა და საზოგადოებაში - ამ თემაზე გაიმართა მორიგი შეხვედრები ვაჟებთან ხონის, ოზურგეთის და ზუგდიდის სკოლებში. მონაწილეებისთვის თემა საინტერესო აღმოჩნდა და განსაკუთრებული ინტერესით მიიღეს. ეს კარგად გამოჩნდა როლურ თამაშებში, რომელშიც ყველა ჩაერთო. როლური თამაშებით ვაჟებმა უფრო ნათლად დაინახეს ძალადობასთან არსებული პრობლემები და, რა თქმა უნდა, მის პრევენციაზეც ისაუბრეს.
ვორკშოპები კონფლიქტოლოგიაში ახალგაზრდების მონაწილეობით ჩატარდა ხონში, ზუგდიდსა და ფოთში. მონაწილეებმა შეხვედრებზე ისაუბრეს, რამდენად მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია კონფლიქტების დროს კომუნიკაცია. ეფექტური კომუნიკაცია გვეხმარება, გამოვასწოროთ ურთიერთობა, შევინარჩუნოთ ერთმანეთი. ამიტომ ამ საკითხზე ინფორმირება ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის აუცილებელია.
- თუ კომუნიკაციის წესებს კარგად ვიცნობთ, კონფლიქტების განვითარება შეიძლება შევაფერხოთ, - მიიჩნევენ ვორკშოპის მონაწილეები.
რამდენად მნიშვნელოვანია კომუნიკაცია კონფლიქტების მართვაში, როგორ ვურთიერთობთ ერთმანეთთან, როგორ მახინჯდება ინფორმაციები - ამ საკითხებზე გაიმართა ვორკშოპები ახალგაზრდებთან ლანჩხუთში, სენაკსა და ოზურგეთში.
მონაწილეებმა აქცენტი გააკეთეს კომუნიკაციის არავერბალურ მხარეზე, რომელიც ურთიერთობისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ახალგაზრდები თვლიან, რომ კონფლიქტების დიდი ნაწილი არასწორი კომუნიკაციის მიზეზით შეიძლება დაიწყოს, ამიტომ ამ საკითხებზე ინფორმაციის მიღებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ.
ვორკშოპის მონაწილეებმა დისკუსიისას დააფიქსირეს, რომ ეფექტური კომუნიკაცია განათლებით, ინფორმირებით მიიღწევა და მზად არიან, მიღებული უნარ-ჩვევები პრაქტიკაში გამოიყენონ.
შეხვედრების დიდი ნაწილი დაეთმო მამაკაცის როლზე საუბარს. მონაწილეებმა აღნიშნეს, რამდენად კარგი დამცველები და პარტნიორები არიან მამაკაცები. მათ მხიარულად გაითამაშეს როლური თამაშები, რომლებიც ეხებოდა კონფლიქტურ სიტუაციებს. მონაწილეებმა შეითავსეს მოძალადისა და ძალადობის მომგვარებლის როლები. მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოავლიმეს საკითხის მიმართ, მათ ბევრ კითხვას პასუხი გაეცა.
თვის პირველი შეხვედრები ვაჟებთან გაიმართა ქუთაისის, ლანჩხუთისა და სენაკის სკოლებში.
ვაჟებთან მორიგი შეხვედრები ამჯერად ფოთში, ხონსა და ლანჩხუთში ჩატარდა. შეხვედრების თემად შეირჩა გენდერული თანასწორობა. შეკრებილებმა იმსჯელეს გენდერულ როლებზე, მამაკაცების დამოკიდებულებაზე თანასწორობის საკითხების მიმართ. მონაწილეები აქტიურად მუშაობდნენ ჯგუფებში, გამოხატავდნენ თავიანთ აზრს, კამათობდნენ. მათი აზრით, თანასწორობის მისაღწევად უმთავრესია სხვისი უფლებების პატივისცემა.
გრძელდება ვორკშოპები თემაზე: მოლაპარაკება, ფასილიტაცია, მედიაცია.
- თუ კონფლიქტი ვერ გვარდება, ასეთ დროს აუცილებელია მესამე მხარე, მას უნდა შეეძლოს ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინება, - ასეთი პოზიცია ჰქონდათ ახალგაზრდებს ხონში ჩატარებულ შეხვედრაზე.
ფოთის მე-11 საჯარო სკოლაში მონაწილეები კონკრეტული ისტორიების ანალიზით შეეცადნენ საუბარს მოლაპარაკების მნიშვნელობასა და ფასილიტაციაზე. რამდენიმე მონაწილემ გულწრფელად აღიარა, რომ არა აქვს ფასილიტატორისთვის საჭირო უნარ-ჩვევები ამიტომ შუამავლობა არ გამოსდის.
როგორი უნდა იყოს მესამე მხარე? ამ საკითხზე პასუხის გაცემას დისკუსიით შეეცადნენ ლანჩხუთში ჩატარებულ ვორკშოპზე.
მონაწილეთა აზრით, ახალგაზრდების ინფორმირება ამ საკითხებზე მნიშვნელოვანია, რადგან მოლაპარაკებებით და ფასილიტაციით შესაძლებელია ნებისმიერი კონფლიქტის ტრანსფორმაცია.
როგორც წინა თვეებში, მარტშიც ახალგაზრდული კლუბების 9 საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა. ბოლო სამი შეხვედრა გაიმართა ფოთის, ხონის და სოფელ ლესას (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლებში.
ქალთა სოლიდარობა, 8 მარტის ისტორია, ქალთა უფლებები, ძალადობის პრევენცია - განსახილველმა თემებმა ბევრი კითხვა გამოიწვია და შეხვედრებზევე ეცადნენ გარკვევას.
ახალგაზრდები ინტერესით ჩაერთნენ დისკუსიაში, მაგალითები მოიყვანეს და აღნიშნეს, რომ მსგავსი საუბრები აუცილებელია უფროსი თაობისთვის, რომ მათ არ ჰქონდეთ სტერეოტიპული დამოკიდებულება გენდერული საკითხების მიმართ.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)