1 2 3 4 5 6 7

პარტნიორული პროექტისოჯახში ძალადობის პრევენციის, მსხვერპლის მხარდაჭერის და მოძალადესთან თერაპიული მუშაობის სისტემის გაძლიერებაფარგლებში ფონდისოხუმის“ დღის სარეაბილიტაციო ცენტრში გრძელდება ჭრა-კერვის სწავლება, საბუღალტრო აღრიცხვის, კომპიუტერის, სტილისტისა და მანიკურის სპეციალობის შემსწავლელი კურსები. კურსების მონაწილეები დიდი ინტერესით ეუფლებიან ახალ სპეციალობებს და ცდილობენ კიდეც, პრაქტიკაში გამოიყენონ მიღებული ცოდნა.


პროექტი ხორციელდება ფონდ Human Doc-თან პარტნიორობით
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების
თანამშრომლობის პროგრამის მხარდაჭერით

1 2 3

ლანჩხუთის საბავშვო ბაღებში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები აღმზრდელებთან. მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია, თუ როგორ უნდა გამოავლინონ ძალადობის რისკ ფაქტორის ქვეშ მყოფი ბავშვები და, კანონის თანახმად, რა კუთხით ევალებათ რეაგირება. შეხვედრები იმართება ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის  „ძალადობის პრევენცია - ჰარმონიული გარემო პატარებისთვის“ ფარგლებში. აღინიშნა, რომ მსგავს საკითხზე მუშაობა მეტად მნიშვნელოვანია, რადგან აღმზრდელებს არ ჰქონდათ სათანადო ინფორმაცია. 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

1 3 12

ფახულანის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრი წარმატებით ახორციელებს მცირე პროექტს „ჯანსაღი თაობისთვის“. პროექტის თანახმად, ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგი და იურისტი შეხვდნენ მშობლებს. შეხვედრის მიზანი იყო მშობელთა ინფორმირება იმის შესახებ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მათი ჩართვა და მონაწილეობა მოზარდის აღზრდის და სწავლის პროცესში. ასევე მათ მიეწოდათ ინფორმაცია ბულინგის და ძალადობის პრევენციის მექანიზმებზე.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

1 2 3

ხურჩის/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრი ახორციელებს ორ პროექტს „დავიცვათ თავი ბულინგისგან“ და „დაარღვიე დუმილი, დაამარცხე ძალადობა“.

პირველი პროექტის ფარგლებში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა კოკის სკოლის პედაგოგებთან. მათ მიეწოდა ინფორმაცია ბულინგისა და კიბერბულინგის ფაქტებზე, რეაგირების მექანიზმებზე. გაიგეს, როგორ უნდა გამოავლინონ ბულინგის მსხვერპლი მოსწავლეები და რა დახმარება უნდა გაუწიონ მათ.

მეორე პროექტის ფარგლებში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა და მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია მექანიზმებზე, რომელთა მეშვეობითაც შეეძლებათ ოჯახში ძალადობის ფაქტების გამოვლენა და დროული პრევენცია. საუბარი შეეხო ასევე ადგილობრივ მუნიციპალურ სერვისებს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

1 2 3

სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის პროექტების ფარგლებში განხორციელდა საინფორმაციო შეხვედრები სამიზნე ბაღების გამგეებთან და აღსაზრდელთა მშობლებთან. მათ მიიღეს ინფორმაცია კანონზე ოჯახში ძალადობის აღკვეთის შესახებ და ძალადობაზე რეაგირების მექანიზმებზე.

პროექტის ერთ-ერთი აქტივობა იყო ფონდი „სოხუმის“ იურისტისა და ფსიქოლოგის ონლაინ შეხვედრა სამიზნე სკოლების მოსწავლეებთან. შეხვედრაზე მოზარდებს მიეწოდათ ინფორმაცია ბულინგზე, მის მავნე შედეგებზე, პრევენციასა და რეაგირების გზებზე.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

1 3 

4 5

5 ჯგუფური ფსიქოლოგიური შეხვედრა გაიმართა აგვისტოში სენაკის, ხონის, წყალტუბოს, ლანჩხუთის, კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. შეხვედრებში მონაწილეობდა 38 ბენეფიციარი 16-დან 67 წლამდე და საუბრის  ძირითადი თემა იყო - როგორ დავძლიოთ პანდემიით, იზოლაციით და გაურკვევლობით გამოწვეული სტრესი.

თვის მანძილზე იყო სატელეფონო ზარები ქუთაისიდან და სხვა მუნიციპალიტეტებიდან. ქალებმა მიიღეს სწრაფი ფსიქოლოგიური მხარდაჭერა და ინდივიდუალური კონსულტაციები.

ფსიქოლოგმა ასევე გააგრძელა მუშაობა ოჯახურ წყვილებთან და ცალკეულ კლიენტებთან.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

1 2 3 4 5 6

აქტიურ ფაზაშია თერჯოლის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტი „საქმით ვებრძვით ძალადობას და სიღარიბეს“. მიმდინარეობს მეცადინეობები თექისა და ხალიჩის ქსოვის თეორიული და პრაქტიკული შემსწავლელი კურსის მიხედვით. დამთავრდა პროექტის პირველი ეტაპი. მონაწილეები ხალისით და დიდი ინტერესით სწავლობდნენ, მათმა ნაშრომებმა დიდი მოწონება დაიმსახურა. დაიგეგმა მომავალი საქმიანობა, როგორ შეძლებენ ისინი მიღებული ცოდნის გამოყენებას პრაქტიკაში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

1 2 3 4

„ჰარმონიული გარემო პატარებისთვის“ - ასე ჰქვია ქობულეთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტს. აგვისტოში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები სამიზნე საბავშვო ბაღების გამგეებთან და აღსაზრდელების მშობლებთან. ერთ-ერთი შეხვედრა  გაიმართა  საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელთან. შეხვედრებზე საუბარი შეეხო შემდეგ თემებს: კანონი ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, რეაგირების მექანიზმები, არსებული მუნიციპალური და სახელმწიფო სერვისები.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

1 2

 3 4

ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა პროექტის „ქალის უფლება - თავის -უფლება“ ფარგლებში ოქროს ტბაზე ქალთა კლუბის ჩართულობით გარბენი (მარათონი) გამართა თემატიკით - სპორტი ჯანსაღი ცხოვრების საწინდარია.  პროექტი მოიაზრებს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალბატონების გააქტიურებას, რადგანაც ისინი ძალადობის რისკ-ჯგუფს წარმოადგენენ. მარათონი პროექტის ბენეფიციართა ფსიქოთერაპიის კურსის ერთ ერთი შემადგენელი ნაწილია, რომელშიც ისინი დიდი ენთუზიაზმით და ინტერესით ჩაერთნენ.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

1 2 3

„საქმით ვებრძვით ძალადობას და სიღარიბეს“ - ეს თერჯოლის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტია. პროექტი ხელს შეუწყობს სოფლად მცხოვრებ ქალთა სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებას. ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრები, რისკ-ჯგუფის წარმომადგენლები შეისწავლიან ხელსაქმეს (თექა-ხალიჩის ქსოვა, კულინარია, სერვირება), რაც მოტივაციას შეუქმნის მათ საკუთარი ბიზნესის წამოწყებისთვის.

უკვე ჩატარდა პირველი აქტივობები, საინფორმაციო შეხვედრა თემაზე „ძალადობა ოჯახში, ადგილობრივი პროგრამები და სხვა სახელმწიფო სერვისები“. დაკომპლექტდა და მუშაობას შეუდგა თექისა და ხალიჩების ქსოვის შემსწავლელი ჯგუფი.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები