- მომეწონა ვორკშოპი, ბევრი რამ სიახლე იყო. მსგავსი შეხვედრები საჭირო და სასარგებლოა, - ასე შეაფასეს მონაწილეებმა შეხვედრა სენაკის მესამე სკოლაში. მათი აზრით, მნიშვნელოვანია იცოდნენ, როდის არის საჭირო მესამე მხარის ჩარევა და რა შედეგებს მოიტანს.
თერჯოლის ახალგაზრდულ ცენტრში შეკრებილებმა დააფიქსირეს, რომ საინტერესო ინფორმაციები მიიღეს მოლაპარაკებების და მედიაციის თემაზე.
განმუხურის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლაში ფონდი „სოხუმის“ საქმიანობა ახალი არ არის. ინფორმაციის მიღების პარალელურად, მონაწილეებმა კონკრეტულ ინიციატივებზეც იმსჯელეს. გაჩნდა იდეა, სკოლაში შეიქმნას მედიატორთა ჯგუფი, რომელიც კონფლიქტური სიტუაციების მართვას შეეცდება.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ხობის ამომრჩეველ ქალთა კლუბის შეხვედრა დაეთმო წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობის საკითხის განხილვას. კლუბის წევრები მზად არიან, პოლიტიკური პარტიების რაიონულ განყოფილებებს წარუდგინონ შემუშავებული რეკომენდაციები და იმსჯელონ ქალ-კანდიდატთა მონაწილეობაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. ამომრჩეველ ქალთა კლუბის აქტივისტების შეხვედრები პოლიტიკურ პარტიებთან ივლისის თვიდანვე დაიწყება.
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით
წყალტუბოს ამომრჩეველ ქალთა კლუბის შეხვედრა დაეთმო კლუბის სამომავლო გეგმის შედგენას, რომელიც მიმართული იქნება პოლიტიკურ პარტიებთან მუშაობის გაძლიერებისაკენ. კლუბზე დაფიქსირდა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა უკეთ უნდა გააცნობიერონ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქალთა ჩართულობის აუცილებლობა. კლუბის წევრები და აქტივისტები ამაში თავიანთი წვლილის შეტანას აპირებენ.
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით
ზუგდიდის ამომრჩეველ ქალთა კლუბი, ფონდი „სოხუმის“ სხვა 7 კლუბთან ერთად, თვითმმართველობის მოახლოებული არჩევნების წინ აქტიურ მუშაობას განაგრძობს. კლუბის მორიგ სხდომაზე განსაკუთრებით გამოიკვეთა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის საკითხი. კლუბის წევრებმა ჩამოაყალიბეს ჯგუფები და დაგეგმეს მუშაობა პოლიტიკურ პარტიებთან საარჩევნო სიებში ქალი-კანდიდატების წინ წამოწევის მიზნით.
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით
ხონის ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგ სხდომაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ქალის როლის მნიშვნელობასა და პოლიტიკაში მეტი ქალის ჩართულობაზე ისაუბრეს.
სხდომის დროს შეიქმნა სამუშაო ჯგუფები, რომლებიც შეხვდებიან ხონში არსებული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს არჩევნებში ქალი-კანდიდატების წინ წამოწევის მიზნით.
პროექტიხორციელდებააშშ საელჩოსმხარდაჭერით
შეხვედრის მთავარი თემა იყო წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ პარტიებთან მუშაობის აუცილებლობა. დაფიქსირდა მოსაზრება, რომ ქალთა აქტიურობის კუთხით ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დიდი ძვრებია, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის ამომრჩეველ ქალთა კლუბს. ამ ყველაფრის მიუხედავად, აუცილებელია კანდიდატმა ქალებმა, პირველ რიგში, ქალთა ელექტორატის მხრიდან იგრძნონ მხარდაჭერა. ამისთვის კლუბის შეხვედრაზე დაიგეგმა სხვადასხვა აქტივობის ჩატარება წინასაარჩევნო პერიოდში.
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით
ბათუმის ამომრჩეველ ქალთა კლუბის შეხვედრაზე განხილულ იქნა პოლიტიკურ პარტიებთან კლუბის აქტივისტების მუშაობის გაძლიერების აუცილებლობა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში ქალთა ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით. წინასაარჩევნო პერიოდში მაქსიმალურად გააქტიურდება კლუბის მუშაობა ამ მიმართულებით. დაიგეგმა შეხვედრები პოლიტიკურ პარტიებთან და ასევე შეხვედრების ორგანიზება ქალი-კანდიდატების მხარდასაჭერად.
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით
სენაკში გაიმართა ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგი სხდომა. კლუბის აქტივისტებმა იმსჯელეს ამომრჩეველ ქალთა როლის გაზრდაზე წინასაარჩევნო პერიოდში. განისაზღვრა ჯგუფი ქალებისა, რომლებიც შეხვედრებს ჩაატარებენ სენაკში მოქმედ პოლიტიკურ პარტიებთან, წარუდგენენ მათ ქალთა კლუბების მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს იმ იმედით, რომ პარტიები გაითვალისწინებენ მათ წინასაარჩევნო პროგრამებში.
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით
100-მდე ადამიანმა დარეკა სტრესული სიტუაციების გამო ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგთან დეკემბერში. ყველა მათგანმა მიიღო სათანადო პასუხი და მხარდაჭერა. ამას გარდა, დისტანციურად გრძელდება კრიზისული ოჯახების წარმომადგენლების და ცალკეული ბენეფიციარების ფსიქოთერაპიული კონსულტაციები. როგორც ისინი აღნიშნავენ, პანდემიის დროს ეს ფონდი „სოხუმისგან“ შეთავაზებული აქტუალური და საჭირო დახმარებაა.
პანდემიით შექმნილი პრობლემები რა გავლენას ახდენს ურთიერთობებზე, როგორ უნდა გაუმჯობესდეს კომუნიკაცია ოჯახის წევრებს შორის, რომ კონფლიქტის გამომწვევი რისკები შემცირდეს - ამ საკითხებზე გაიმართა მსჯელობა დისტანციურ შეხვედრებზე ქობულეთის, ქუთაისის, სენაკის, წალენჯიხის მუნიციპლიტეტებში მცხოვრებ ოჯახურ წყვილებთან.