წყალტუბოში, ხონსა და ფოთში ახალგაზრდული კლუბის საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა თემაზე: ძალადობა ახალგაზრდებს შორის, მიზეზები, დაცვის მექანიზმები ძალადობის პრევენციისთვის.
განხილვამ გამოიწვია აქტიური დისკუსია, რომელშიც ყველა ჩაერთო. ახალგაზრდებმა მოიყვანეს მაგალითები, ისაუბრეს მენტალურ პრობლემებზე, ბოლო დროს მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევებზე.
შეხვედრების შედეგად გამოჩნდა, რამდენად აქტუალურია ძალადობის თემა ახალგაზრდებში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
განსაკუთრებული აქტიურობით დაიწყო მუშაობა ვაჟებთან. ამ სიახლეს ინტერესით შეხვდნენ სკოლებში. ახალგაზრდა ტრენერმა ბექა ფოცხვერიამ პირველი შეხვედრა წყალტუბოში ჩაატარა. შემდეგ კი გაიმართა ჯგუფური მუშაობა და დისკუსიები ხონის, ფოთის და კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლების მოსწავლეებთან.
- არა ძალადობას! - ამბობენ ვაჟები. და ეს უკვე არის პირველი პოზიტიური შედეგი.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
აქტიურად წარიმართა ფონდი „სოხუმის“ კონფლიქტოლოგის ვორკშოპები ახალგაზრდებთან ხონში, ფოთსა და კოკში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი). ჩართულობა თავიდანვე მაღალი იყო. ახალგაზრდების აზრით, აგრესიის მაღალი მაჩვენებელი მოზარდებში იმის შედეგია, რომ მათ არ იციან, როგორ მოიქცნენ კონფლიქტურ სიტუაციებში, ვის მიმართონ. არასოდეს გაუკეთებიათ მომხდარი კონფლიქტის ანალიზი.
შეხვედრებს პედაგოგებიც ესწრებოდნენ. ისინი მიიჩნევენ, რომ არაფორმალური განათლება დადებითად იმოქმედებს მოზარდების ცნობიერებაზე, დაეხმარება მათ უარყოფითი ემოციებისგან განთავისუფლებაში და შესძენს კონფლიქტების მართვის უნარებს. მოსწავლეებს სურვილი აქვთ, განაგრძონ დისკუსიები განხილულ საკითხებზე.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ჩიბათის (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლაში და თერჯოლის ახალგაზრდულ ცენტრში ფონდმა „სოხუმმა“ პირველად მოაწყო საინფორმაციო შეხვედრები ახალგაზრდებთან. შეხვედრების თემა იყო „ძალადობა ახალგაზრდებს შორის, მიზეზები და დაცვის მექანიზმები ძალადობის პრევენციისთვის“.
შეხვედრების მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში, ისაუბრეს პრობლემებზე, ოჯახისა და სკოლის გავლენაზე მოზარდების ჩამოყალიბებაზე, მიზეზებზე, რომლებიც განაპირობებს უარყოფით, ზოგჯერ კი ტრაგიკულ შედეგებს.
იყო გულახდილი საუბრები, საინტერესო ანალიზი, რეალობის აღქმა და დიდი იმედი, რომ მათ - ახალგაზრდებს შეუძლიათ ბევრი რამის სასიკეთოდ შეცვლა. ამაში ახალგაზრდული კლუბების როლსაც ხედავენ.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ლანჩხუთი, თერჯოლა, ქუთაისი - ამ ქალაქებით დამთავრდა ვორკშოპების ციკლი ახალგაზრდებთან. მონაწილეები ყველა შეხვედრაზე ერთნაირი აქტიურობით ცდილობდნენ დისკუსიაში ჩართვას. განსაკუთრებით აღსანიშნავია თერჯოლის ჯგუფი, რომელიც კონფლიქტის ანალიზისას გამოირჩეოდა ლოგიკური, არგუმენტირებული მსჯელობით.
- ჩვენ განვიხილავთ კონფლიქტებს სამოქალაქო გაკვეთილებზე, ამიტომ აუცილებლად გავაგრძელებთ ამ საკითხზე დისკუსიას - ასეთი პოზიცია ჰქონდათ ახალგაზრდებს ლანჩხუთში, სოფელ ჩიბათში.
- ბევრჯერ ვყოფილვართ კონფლიქტურ სიტუაციაში, რადგან არ ვიცით, ასეთ დროს როგორ მოვიქცეთ, ხშირად ვიმეორებთ შეცდომებს, რადგან არასოდეს ვაკეთებთ უკვე მომხდარი კონფლიქტის ანალიზს, - ასეთი მოსაზრებები ქუთაისში გამართულ ვორკშოპზე დაფიქსირდა.
ახალგაზრდები მზად არიან, განხილულ საკითხებზე გააგრძელონ დისკუსიები, რადგან მიაჩნიათ, რომ ძალადობის პრევენციისას ინფორმირება მნიშვნელოვანია.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
დასრულდა პროექტი „ახალგაზრდებს შორის კონფლიქტის არაძალადობრივად მოგვარების ხელშეწყობა ტრენინგების მეშვეობით დასავლეთ საქართველოში“. პროექტში დასავლეთ საქართველოს 8 რეგიონის (ქუთაისი, ხონი, წყალტუბო, სენაკი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ბათუმი) ახალგაზრდები იყვნენ ჩართულნი. მათ გაიარეს ტრენინგები კონფლიქტოლოგიაში, დაეუფლნენ ტრენერულ უნარ-ჩვევებს, შემდეგ კი ახალგაზრდებთან თავად ჩაატარეს ორ-ორი ვორკშოპი თავიანთ რეგიონებში.
23 თებერვალს ფონდ „სოხუმში“ პროექტის შეფასებითი ვორკშოპი გაიმართა. ახალგაზრდა ტრენერებმა პრეზენტაციები გააკეთეს, ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება. ჯგუფური მუშაობისას კი დააფიქსირეს, რა გამოუვიდათ, რა ვერ შეძლეს, რა გამოწვევების წინაშე არიან.
ახალგაზრდებმა თავიანთი იდეები და ინიციატივები სამომავლო სტრატეგიაში გაწერეს. ისინი მზად არიან, ტრენერული უნარ-ჩვევები კიდევ უფრო განავითარონ.
პროექტი ხორციელდება კანადის ადგილობრივი ინიციატივების
ფონდის -CFLI (კანადის საელჩო თურქეთში) მხარდაჭერით
თებერვალში კიდევ ორი შეხვედრა გაიმართა ვაჟებთან. ლანჩხუთისა და სენაკის პირველ საჯარო სკოლებში შეკრებილ მოსაწავლეებთან განხილულ იქნა ძალადობის სახეები და მათი მოგვარების გზები. შეხვედრების მონაწილეებმა გამოიჩინეს განსაკუთრებული აქტიურობა, დააფიქსირეს საკუთარი მოსაზრებები ოჯახში ძალადობის პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით. შეხვედრების გარკვეული ნაწილი დაეთმო ჯგუფურ მუშაობას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
მარტის პირველი სამი შეხვედრა ახალ აუდიტორიებში მოეწყო. ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდული კლუბი პირველად შეხვდა მოსწავლეებს სოფელ ცხემლისხიდის (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი), ქუთაისის მეორე და სოფელ ცხუნკურის (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლებში. დასაწყისში იყო გაცნობა, ინფორმაცია ფონდი „სოხუმის“ და ახალგაზრდული კლუბების მუშაობის შესახებ.
მარტი - ქალთა სოლიდარობის თვეა და საინფორმაციო შეხვედრები ამ თემას მიეძღვნა. შეხვედრების მონაწილეებმა ისაუბრეს ქალთა უფლებებზე, სტერეოტიპებზე. მოეწონათ რუბრიკა „წარმატებული ქალები“, სადაც ცნობილი ქალების ბიოგრაფიები.
შეხვედრების დასასრულს, ამ სკოლებშიც ჩამოყალიბდა ახალგაზრდული კლუბები, რომლებიც აქტიურად ჩაერთვებიან უკვე არსებული კლუბების ქსელის მუშაობაში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ოზურგეთში, სოფელ ცხემლისხიდის ისტორიულ სკოლაში ახალგაზრდების ჯგუფებთან ვორკშოპები გაიმართა. მონაწილეებმა დასაწყისშივე დააფიქსირეს, რომ კონფლიქტების თემაზე სხვა დროსაც უმუშავიათ, ჩართულნი იყვნენ სხვადასხვა პროექტში, ამიტომ დიდი ინტერესით ელოდებიან ამ საკითხზე დისკუსიის გაგრძელებას.
ფონდი „სოხუმი“ ასევე პირველად ესტუმრა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ცხუნკურის საჯარო სკოლას. შეხვედრას სკოლის დირექტორიც დაესწრო, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიესალმება არასამთავრობო სექტორის მუშაობას ძალადობის პრევენციის საქმეში.
სამივე ვორკშოპზე მონაწილეებმა იმსჯელეს, რამდენად მნიშვნელოვანია კონფლიქტების მართვისას მოლაპარაკება. რას ნიშნავს ფასილიტაცია, მედიაცია, როგორი შეიძლება იყოს მესამე მხარე. ახალგაზრდები გეგმავენ, მიღებული ინფორმაციები პრაქტიკაში გამოიყენონ. გამოიმუშაონ ფასილიტაციისთვის საჭირო უნარ-ჩვევები და არ მისცენ კონფლიქტებს განვითარების საშუალება.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
მორიგ შეხვედრებზე ვაჟებმა გენდერის საკითხები განიხილეს. მუშაობა მთავარ მიზანს აღწევს - ვაჟები სულ უფრო კარგად აცნობიერებენ თავიანთ როლს გენდერულ უთანასწორობასა და ძალადობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში.
თვის პირველი შეხვედრები გაიმართა ქუთაისის, ოზურგეთისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში. მონაწილეებმა განსაკუთრებული აქტივობა გამოიჩინეს. ამან შეხვედრებს საინტერესო და სასიამოვნო სახე მისცა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)