6 1 3 2 4 5

წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის „ახალგაზრდები გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში ჩამოყალიბდა ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფი. ჯგუფის წევრებთან ჩატარდა ტრენინგი თემაზე „პროექტის დიზაინი და მართვა“. ტრენინგის მონაწილეები განსაკუთრებით აქტიურობდნენ, რათა მათ პროექტის დასრულების შემდეგ დამოუკიდებლად შეძლონ გრანტების მოძიება. მათ მიეწოდა საჭირო თეორიული და პრაქტიკული მასალები. ტრენინგზე გაიწერა 4 საპროექტო იდეის დრაფტი.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

1 2 3 4

„მშობლები ჯანსაღი თაობისათვის“ - სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის ამ მცირე პროექტის ფარგლებში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები თეკლათის გამგებელსა და სოფლის მაჟორიტარ დეპუტატთან, რომელთაც მიეწოდა ინფორმაცია პროექტის შესახებ. რადგან პროექტი საბავშვო ბაღებში მუშაობას ითვალისწინებს, გაცნობითი სახის შეხვედრა მოეწყო სენაკის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების უფროსის მოადგილესთან. შეხვედრების ყველა მონაწილემ აღნიშნა, რომ მაქსიმალურად ჩაერთვება პროექტის განხორციელებაში. 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  1 2 3 4 5

პროექტის „ძალადობის ჯაჭვის“ ფარგლებში ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა გამართა მორიგი შეხვედრა ქალთა კლუბის წევრებთან თემაზე: ოჯახური კონფლიქტები - ბავშვი მსხვერპლი, მოძალადე. შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის, სამედიცინო და სხვა სფეროების წარმომადგენლები.

პროექტის მიზანია სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინსტიტუტების თანამონაწილეობით და კოორდინირებული მუშაობით ძალადობის პრობლემის აღმოფხვრის სტრატეგიის შექმნა. დაფიქსირდა, რომ ერთობლივი მუშაობა ბევრად უფრო სწრაფად მიაღწევს შედეგს და უპასუხებს არსებულ გამოწვევებს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

1 2 3 

ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის კუთხით სახელმწიფოში არსებული მექანიზმები - ეს იყო ივლისში ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჩატარებული სამობილიზაციო შეხვედრების თემა. მონაწილეებს აინტერესებდათ კონკრეტული სერვისები და მიიღეს კიდეც პასუხი. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ სახელმწიფომ უნდა შეიმუშავოს ხანგრძლივ შედეგზე ორიენტირებული პროგრამები ძალადობის მსხვერპლთათვის - პირველ რიგში დასაქმების კუთხით.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

1 2 3 5 4 6 7 8

წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა დაიწყო მცირე პროექტის „ახალგაზრდები გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ“ განხორციელება. პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების მობილიზებული ჯგუფი აქტიურად   ჩაერთვება საკუთარ სოციუმში ძალადობის პრევენციაში. ისინი მოაწყობენ დისკუსიებს, რაც ხელს შეუწყობს თაობათა შორის გაუცხოების განეიტრალებას და სტერეოტიპების ნგრევას. 

ახალგაზრდების ჯგუფთან ფონდი „სოხუმის“ ტრენერებმა ჩაატარეს ტრენინგები თემებზე: „დისკუსიის წარმოების ტექნიკა, ფასილიტაცია, შეხვედრის/ტრენინგის წარმართვის ხელოვნება“ და „გენდერი, გენდერული ძალადობა, ოჯახში ძალადობა და რეფერირების მექანიზმები“.

ტრენინგებზე იყო: მონაწილეების აქტიურობა, ახალი ინფორმაციები, ცოდნის და უნარ-ჩვევების შეძენა, დიდი ინტერესი და დისკუსიების ჩატარების სურვილი.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

1 2 3

 4 5

ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის „ძალადობის ჯაჭვის“ მიზანია, მედიასაშუალებების აქტიური ჩართულობა, ღია საუბრები ძალადობასა და ტაბუდადებულ თემებზე. ივნისში გაიმართა პროექტის პრეზენტაცია, ჩამოყალიბდა ქალთა კლუბი ერთობლივი კოორდინირებული მუშაობისთვის ძალადობის პრევენციის კუთხით, პრობლემების ადვოკატირება. ქალთა კლუბის წევრებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „გენდერი, გენდერული ძალადობა, ოჯახში ძალადობა და რეფერირების გზები“.

.be

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

1 2

აქტიურ ფაზაშია თერჯოლის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტი „ძალადობის ჯაჭვი“. პროექტის  ფარგლებში გადაიღეს  ფილმი „შინ?!“ ფილმი მიგრაციის მწვავე პრობლემას ეხება, მაყურებელს მოუთხრობს მიგრანტებზე, რომლებიც გაუცნობიერებლად ხდებიან ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლნი. იგეგმება ფილმის ჩვენება და დისკუსიები ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

1 2

სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა დაიწყო მცირე პროექტის „მშობლები ჯანსაღი თაობისთვის“ განხორციელება. პროექტის მიზანია არაძალადობრივი მიდგომის თემაზე  მშობლების ინფორმირება, რაც ხელს უწყობს ჯანსაღი თაობის ჩამოყალიბებას. 

პროექტის ბენეფიციარები არიან სენაკის მუნიციპალიტეტის სოფლების - ბათარიისა და მენჯის ბაღების აღსაზრდელთა მშობლები.

პროექტის გაცნობისა და მის განხორციელებაში ჩართვის მიზნით შეხვედრები ჩატარდა ბათარიას საბავშვო ბაღის გამგესთან, სოფლის დეპუტატთან და მერის წარმომადგენელთან.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

1 2

ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის „ძალადობის ჯაჭვის“ პრეზენტაცია გახდა ადგილობრივი ტელევიზიის „მეცხრე ტალღის“ სიუჟეტის თემა.

პრეზენტაცია გაიმართა საკრებულოს სხდომათა დარბაზში, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორში მომუშავე აქტიური და წარმატებული ქალების ჩართულობით.

პროექტის  მიზანია: ერთობლივი კოორდინირებული მუშაობა, ძალადობის დაფარული ფორმების პრევენცია, პრობლემების ადვოკატირება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

1 2 3 4 5 6

თერჯოლის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის „ძალადობის ბორბალი“ ფარგლებში კიდევ ორი აქტივობა განხორციელდა. მრგვალ მაგიდასთან შეიკრიბა ყველა თაობის წარმომადგენელი. მთავარი ხაზი იყო აქტუალური თემა: „სიყვარული, ძალადობა, სუიციდი“. გულისტკივილით საუბრობდნენ პრობლემაზე შეხვედრის მონაწილეები: მოზარდები, პედაგოგები, მოძღვარი, სამთავრობო სტრუქტურის წარმომადგენლები, ჟურნალისტი. არა მხოლოდ რეალობის შეფასება, არამედ გამოსავლის ძიება, პრევენცია, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება -  ეს იყო უმთავრესი მიზანი.

ჩატარდა მეორე აქტივობაც - ტრენინგი პროექტის ფარგლებში შექმნილი ქალთა კლუბის წევრებისთვის თემაზე: „ოჯახში ძალადობა, მისი ფორმები და ეროვნული რეფერალური მექანიზმები“. კლუბი პრობლემაზე აქტიურ მუშაობას აპირებს და ეს ტრენინგი ამიტომაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები