წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფი აქტიურად ჩაერთო საერთაშორისო კამპანიაში „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“. ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებში: ცხუნკური, გუმბრინი, ქვილიშორი.
კამპანიაში აქტიურად ჩაერთნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. როგორც მოდერატორი აღნიშნავს, საზოგადოების დამოკიდებულება წინა წლებთან შედარებით შეცვლილია, სხვადასხვა ასაკის ადამიანები აღნიშნავენ, რომ ქალი ოჯახის ხერხემალია, საზოგადოება და სახელმწიფო მას განსაკუთრებით უნდა უფრთხილდებოდეს. ძალადობა ქალზე ბოროტებაა და ეს არ უნდა ხდებოდეს.
პროექტიხორციელდებაორგანიზაცია „ქალებიქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
მალე წყალტუბოში ახალი მოწვევის საკრებულო შეიკრიბება. სასიხარულოა, რომ ქალთა საინიციატივო ჯგუფის მოდერატორი ლატავრა ბენდელიანი საკრებულოს წევრი გახდა. ჯგუფის წევრების თქმით, კარგი გარემოა საიმისოდ, რომ ქალთა პრობლემები გაიტანონ და მიიღონ საკრებულოს მხარდაჭერა.
წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პროექტი მთავრდება, მაგრამ ჯგუფის წევრები მუშაობას გააგრძელებენ, რადგან ჯერ კიდევ ბევრია პრობლემა, რომლის მოგვარება შესაძლებელია ადგილობრივ დონეზე.
პროექტიხორციელდებაორგანიზაცია „ქალებიქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
წყალტუბოში ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით გამართულ მრგვალ მაგიდას ადამიანური უსაფრთხოების თემაზე ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის გამგეობის სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლები და სამოქალაქო სექტორის აქტივისტები.
შეხვედრის მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაციები პროექტზე და ქალთა საინიციატივო ჯგუფების მუშაობაზე. დეტალურად განიხილეს ადამიანური უსაფრთხოების კომპონენტები, ისაუბრეს წყალტუბოში არსებულ საფრთხეებზე.
- უმუშევრობა, გაუმართავი შიდა საქალაქო ტრანსპორტი, გარე ვაჭრობა, სოციალურად დაუცველი ადამიანების სტატუსების შეჩერება, გენდერული დისბალანსი საარჩევნო სიებში - ეს საკითხები გამოიკვეთა დისკუსიისას.
მონაწილეები მიიჩნევენ, რომ უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესება შესაძლებელია სამოქალაქო აქტივიზმის გაძლიერებით და ადგილობრივ სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობით.
პროექტიხორციელდებაორგანიზაცია „ქალებიქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
შიდა მონიტორინგმა აჩვენა, რომ ქუთაისში ქალთა საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით იანვრიდან დღემდე 5 სხვადასხვა ტიპის პრობლემათა ადვოკატირება მოხერხდა.
დადებითად გადაჭრილი პრობლემები ადამიანური უსაფრთხოების საკითხების ხარისხის ამაღლებას გულისხმობს. ადვოკატირების პროცესში აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა თანამშრომლობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან.
საინიციატივო ჯგუფმა მოახერხა ასევე სხვადასხვა თემში მცხოვრებ მოქალაქეთა გაქტიურება, მათი ჩართვა ადვოკატირების პროცესში. მონიტორინგმა აჩვენა ასევე, რომ გრძელვადიანი პრობლემების მოგვარება გადასულია მომდევნო ეტაპზეა და პროცესს საინიციატივო ჯგუფის წევრები მუდმივად აკონტროლებენ.
პროექტიხორციელდებაორგანიზაცია „ქალებიქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16-დღიან კამპანიაში ფონდი „სოხუმის“ ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფს თავისი წვლილი შეაქვს. ჯგუფის წევრები საზოგადოების წარმომადგენლებს ხვდებიან და ინფორმაციას აწოდებენ ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით, არიგებენ საინფორმაციო ფურცლებს. ყველა თაობის ადამიანის განწყობა ასეთია: ძალადობა ქალზე სერიოზული პრობლემაა და მის წინააღმდეგ მუშაობა ყველა მოქალაქის მოვალეობაა.
პროექტიხორციელდებაორგანიზაცია „ქალებიქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
8 ნოემბერს ფონდ „სოხუმში“ ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები შეიკრიბნენ. მონაწილეებმა იმსჯელეს, რა აქტივობებით შეუერთდებიან 16-დღიან კამპანიას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.
საინფორმაციო შეხვედრები საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან, ძალადობის წინააღმდეგ მიმართული აგიტაცია - ეს იქნება აქტივობების ძირითადი მიმართულება.
დაიგეგმა შეხვედრები ადგილობრივი თვითმართველობების წარმომადგენლებთან. აღინიშნა, რომ არჩევნების შემდეგ მოსული ახალი თვითმმართველობის გაცნობა და კამპანიაში ჩართვა გაზრდის ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებს.
პროექტიხორციელდებაორგანიზაცია „ქალებიქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
ქუთაისის საინიციატივო ჯგუფი იმ გრძელვადიანი პრობლემების ადვოკატირების მონიტორინგს აწარმოებს, რომელთა გადაწყვეტა, გეგმის მიხედვით, გარკვეულ ვადებს გულისხმობს.
პროცესში აქტიურად არიან ჩართული ის მოქალაქეები, რომელთაც ინტერესებშიც შედის საკითხის დადებითად გადაწყვეტა.
მონიტორინგმა გამოავლინა, რომ აუცილებელია ცვლილების შეტანა სამოქმედო გეგმაში: ახალი მოკავშირეების, ახალი ადრესატების პოვნა ადვოკატირების ეფექტურად დასრულებისათვის.
საინიციატივო ჯგუფის ჩარევით, რაც სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლებთან სატელეფონო დიალოგს მოიცავდა, რამდენიმე სოციალური პრობლემის მოგვარებაც მოხერხდა.
ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრი ცდილობს მუშაობას სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებთან. სწორედ ამიტომ პერიოდულად ტარდება შეხვედრები ინკლუზიური ბენეფიციარების ცენტრ „ვალენტინში“. ასე იყო ამჯერადაც. ჯგუფურ ფსიქოლოგიურ შეხვედრას 12 ადამიანი დაესწრო. მუშაობა არტ-თერაპიის მეთოდით წარიმართა. ბენეფიციარებმა აღნიშნეს, რომ ისინი ყოველთვის სიამოვნებით მონაწილეობენ მსგავს ღონისძიებებში.
ქუთაისში ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები გაეცნენ ჩატარებული მუშაობის მონიტორინგის შედეგებს, რაც გასული თვეს განხორციელდა. შედეგებიდან გამომდინარე, სამოქმედო გეგმაში ცვლილები იქნა შეტანილი, რომელიც ძირითადად გრძელვადიან პრობლემებს შეეხო.
ჯგუფის მოდერატორის ანგარიშში კარგად გამოჩნდა ადვოკატირებული და მიმდინარე პრობლემების რაოდენობა, თანამშრომლობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან.
შეხვედრაზე ისაუბრეს მრგვალ მაგიდაზე, რომელიც სექტემბერში გაიმართება. მრგვალი მაგიდა შეაჯამებს ჩატარებულ მუშაობას - საინიციატივო ჯგუფის წევრები საზოგადოებას გააცნობენ, რა გაკეთდა და რა იგეგმება ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის გასაუმჯობესებლად ქუთაისში.
პროექტიხორციელდებაორგანიზაცია „ქალებიქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა პრობლემათა ადვოკატირების მორიგი გეგმა შეადგინეს. პრობლემა უდედმამო ბავშვების საცხოვრებლით უზრუნველყოფას ეხება. საკითხის ადგილობრივ დონეზე მოგვარება შეუძლებელია, ამიტომ ჯგუფი საკითხის დასმას ცენტრალურ დონეზეც ფიქრობს. შეხვედრაზევე სატელეფონო კონსულტაციები მოისმინეს იურისტებისგან, კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით
საინიციატივო ჯგუფის წევრებმა გრძელვადიანი პრობლემის ადვოკატირების გეგმასაც გადახედეს და გარკვეული ცვლილებები შეიტანეს.
პროექტიხორციელდებაორგანიზაცია „ქალებიქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)