იანვრიდან ფონდმა „სოხუმმა“ მუშაობას დაიწყო პროექტზე „კონფლიქტების ადრეული პრევენცია - თეორია და პრაქტიკა.“ პროექტი სამწლიანია და მიზნად ისახავს საზოგადოებაში არსებული კრიზისული სიტუაციების და მოსალოდნელი კონფლიქტების ადრეულ პროფილაქტიკას.

გეოგრაფიული არეალი მოიცავს ორ ქალაქს - ქუთაისსა და წყალტუბოს და აფხაზეთის საზღვრისპირა სოფლებს: ხურჩა, კოკი, ორსანტია, განმუხური.

პროექტის ფარგლებში იმუშავებს ქალთა სამი საინიციატივო ჯგუფი. გათვალისწინებულია საინფორმაციო შეხვედრები სხვადასხვა თემთან, კონფლიქტური სიტუაციების იდენტიფიცირება და პრევენციული ღონისძიებები.   

იგეგმება კაბინეტური კვლევის გამოცემა და პრეზენტაციები კონფლიქტების ადრეული მოგვარების საკითხებზე საზოგადოების ინფორმირების მიზნით.

პროექტიხორციელდებაორგანიზაციაქალებიქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

  

ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში გაიმართა ფსიქოლოგიური ჯგუფური საკონსულტაციო შეხვედრა. საუბრის თემა - ოჯახური გარემო, ოჯახური ბედნიერების საფუძვლები, კეთილდღეობის ფაქტორები.

დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ ბედნიერება მუდმივად უნდა შექმნა. დაქორწინებისას ადამიანებმა მიზანი უნდა დაისახონ: „მე გავაბედნიერებ ჩემს ცოლს“, ან: „მე გავაბედნიერებ ჩემს ქმარს“. სწორედ ეს არის ბედნიერების საიდუმლო.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კონფლიქტების იდენტიფიცირებისათვის ქუთაისში, წყალტუბოში და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში(ხურჩა და კოკი) ჩატარდა ანკეტირება.

ანკეტირება მიზნად ისახავს, გაირკვეს რა ტიპის, რა მიზეზით წარმოქმნილი კონფლიქტები არსებობს სხვადასხვა ლოკალურ თემში, ვინ არიან კონფლიქტის მხარეები, როგორ რეაგირებენ, რას აკეთებენ კონფლიქტურ სიტუაციებში.

ანკეტების ანალიზის შედეგად მოხდება კონფლიქტური სიტუაციების იდენტიფიცირება ცალკეული ქალაქების მიხედვით, რის შემდეგაც  მოდერატორთან ერთად შემუშავდება სამოქმედო გეგმა. განისაზღვრება ქალთა საინიციატივო ჯგუფების ფუნქციები სამივე ქალაქში: რა უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ შეძლონ კრიზისული სიტუაციების მართვა და კონფლიქტების მოგვარება ადრეულ სტადიაში.  

პროექტიხორციელდებაორგანიზაციაქალებიქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

ინფორმაცია ხონის ქალთა საინიციატივო ჯგუფის მუშაობის შესახებ ყოველთვიურ გაზეთ „ხონში“ დაიბეჭდა - ამ სიახლით დაიწყო შეხვედრა საინიციატივო ჯგუფის მოდერატორმა.

შეხვედრაზე ისაუბრეს იმაზე, რა მდგომარეობაშია ადვოკატირების პროცესი.

- უკვე მიღებულია ოფიციალური პასუხები ადგილობრივი თვითმმართველობის მისამართით გაგზავნილ წერილებზე. ერთი საკითხი ეხება ცენტრალურ გზაზე ზებრა გადასასვლელს. მეორე -ქალაქის ტერიტორიაზე ახალი სკვერის გაშენებას გულისხმობს.  ორივე საკითხი მნიშვნელოვანია მოქალაქეთა უსაფრთხოებისთვის. ადგილობრივი ხელისუფლება მზად არის, აღნიშნული ინიციატივები განიხილოს და მხარი დაუჭიროს - აღნიშნა მოდერატორმა. 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
 
- ოთხი ფოკუს-ჯგუფი, ოთხი ჩაღრმავებული ინტერვიუ, 200 ანკეტა, ამ მეთოდებით გამოკითხული 241 ადამიანი - ასეთი შედეგებით დაასრულა ქუთაისის გენდერულმა საკონსულტაციო საბჭომ ადგილობრივი გენდერული საჭიროებების კვლევა.
თავიდანვე განისაზღვრა სამიზნე ჯგუფები და მიმართულებები: განათლების სფერო, ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა, ადგილობრივი ხელისუფლება,  ქალთა უფლებები -  ჩაღრმავებული ინტერვიუ ამ სფეროს ექსპერტებთან ჩაიწერა.
სტუდენტები, მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ინტელიგენცია - ამ სამიზნე ჯგუფებთან ფოკუს-ჯგუფის მეთოდი გამოიყენეს.
ანკეტირებით გამოიკითხა დევნილი ახალგაზრდები, ეთნიკური უმცირესობები, სოციალურად დაუცველები, დევნილი ქალები.
კვლევის დასრულების შემდეგ საბჭოს წევრებმა შესაბამისი ანგარიში-ტრანსკრიპტი წარმოადგინეს.    
კვლევის ანალიზის შემდეგ შემუშავდება რეკომენდაციები, რომელსაც გენდერული საკონსულტაციო საბჭო წარუდგენს ქუთაისის საკრებულოს, რათა ქალაქის მომავალი 2016 წლის ბიუჯეტში კიდევ უფრო უკეთ აისახოს გენდერული საჭიროებები.  
 
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

2016 წლის სექტემბერში ფონდი „სოხუმის“ ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა  დევნილთა დასახლებაში მცირემასშტაბიანი კვლევა ჩაატარა, რომელმაც აქ მცხოვრები დევნილების სოციალური საჭიროებები გამოავლინა. საკითხთა ჩამონათვალში მოხვდა დასახლებაში ამბულატორიის გახსნა, საბავშვო ბაღებში ბაგის ასაკის ბავშვების  ჯგუფების დამატება,  კომუნალური სუბსიდირება, მედიკამენტების თანადაფინანსება,  შშმ ბავშვებისთვის დღის ცენტრის გახსნა, ხანდაზმულთა სოციალური დახმარების პროგრამების დანერგვა  და ა.შ.

კვლევა ჩატარდა, როგორც ორგანიზაციის წვლილი ხონის სოციალური ჩართულობის სტრატეგიის შემუშავებაში (ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ (PIN) პროექტი - „სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში ფარგლებში“ ფარგლებში)

პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაციაადამიანი გაჭირვებაში“ PIN მხარდაჭერით 

პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისათვის“ ფარგლებში დასრულდა მრავალკომპონენტიანი კვლევების პირველი ეტაპი, რომელშიც ჩართული იყო ქართული მხარის 4 ექსპერტი (პროექტი მიმართულია ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისაკენ ევროპის მოწინავე ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით).

მკვლევარებმა წარმოადგინეს საექსპერტო ნაშრომების დრაფტები, რომლებიც 4 დამოუკიდებელ თემას მოიცავს და ეხება ადგილობრივ დონეზე გენდერული პოლიტიკის სხვადახვა ასპექტს.

კვლევის დასრულების შემდეგ რეკომენდაციათა საფუძველზე შემუშავდება პოლიტიკური სტრატეგია, ორიენტირებული ადგილობრივი მმართველობის რეფორმის ჩატარებასა და გენდერულ მეინსტრიმინგზე, რაც პუბლიკაციის სახით მიეწოდება საზოგადოებას.

პროექტიხორციელდებავიშეგრადის ფონდისმხარდაჭერით

დასრულდა კვლევა „ქალთა მონაწილეობა ჟენევის სამშვიდობო მოლაპარაკებებში“ პროექტის „ქალთა ხმების გაძლიერება კონფლიქტის ტრანსფორმაციის პროცესში“.
კვლევის ძირითადი მიზანია, კონფლიქტის სამშვიდობო  მოგვარების პროცესში მეტი ქალის ჩართვის აუცილებლობის შესახებ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება და ხანგრძლივი და სამართლიანი მშვიდობის შენებაში ქალის მნიშვნელოვანი როლის გააზრება.
კვლევაში ჩართულნი იყვნენ სამოქალაქო სექტორის და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ კონფლიქტის გადაჭრის საკითხებთან. გამოკითხულია 8 რესპონდენტი ფოკუს-ჯგუფის მეთოდით და 10 - ჩაღრმავებული ინტერვიუს გზით.
კვლევის შედეგები შეკრებილია ერთიან დოკუმენტში.
 
 
პროექტი ხორციელდება  შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის მხარდაჭერით

2016 წლის აპრილ-მაისში ფონდმა „სოხუმმა“ ქუთაისის, სენაკის, ოზურგეთის გენდერულ საკონსულტაციო საბჭოებთან ერთად ადგილობრივი სამოქალაქო ჯგუფების გენდერული საჭიროებების კვლევა ჩაატარა.  კვლევამ  გამოავლინა იგპ, სოციალურად დაუცველი ადამიანების, მარტოხელა და მრავალშვილიანი დედების, მეწარმე ქალების, ახალგაზრდების, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების პირველი რიგის საჭიროებები. 

სამიზნე ჯგუფებთან, დარგის სპეციალისტებთან და ექსპერტებთან ჩატარებული მუშაობის შედეგად შემუშავებული სარეკომენდაციო სახის წინადადებები განიხილება გენდერული საბჭოების მიერ, რათა მოხდეს რეკომენდაციათა პაკეტის წარდგენა  ადგილობრივი ხელისუფლებისთვის. წინა წლების გამოცდილება ცხადყოფს, რომ ეს პროცესი ადგილობრივი ბიუჯეტის გენდერული პარამეტრებით შედგენას შეუწყობს ხელს.

ქუთაისი    ოზურგეთი   სენაკი

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით
ფონდმა „სოხუმმა“ გამოსცა წიგნი „ქალთა ადამიანური უსაფრთხოების ხარისხი  დასავლეთ საქართველოში“ (ბეჭდური ვერსია ქართულ ენაზე, ელექტრონული ვერსიები რუსულ და ინგლისურ ენებზე).
ეს არის შედეგი ერთობლივიპროექტისა „ქალები განსაზღვრავენ ადამიანური უსაფრთხოების ხარისხს ნდობისა და მყარი მშვიდობის შენებისათვის“, რომელიც განახორციელეს ფონდმა „სოხუმმა“ (ქუთაისი) და აფხაზეთის ქალთა ასოციაციამ (სოხუმი). ამ ქალთა ორგანიზაციებმა გამოიყენეს ისრაელელ და პალესტინელ ქალთა მეთოდიკა და მისი ადაპტირებით სპეციფიკურ პირობებთან, ერთობლივად შეიმუშავეს ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის განსაზღვრის მეთოდი და ჩაატარეს კვლევა ქალებს შორის თავიანთ საზოგადოებებში.
ეს არის მცდელობა, გაფართოვდეს ტერმინ „უსაფრთხოების“ ტრადიციული შინაარსი, მოხდეს ჩაღრმავება იმ ქალების შეგრძნებებსა და საფიქრალში, ვინც ყოველდღიურად ეჭიდება პიროვნულ საფრთხეებს.
კველევაში გამოხატული მოსაზრებები შეხსენებაა იმ მოთხოვნილებებისა და საფრთხეების შესახებ, რომლებიც სათანადო ყურადღებას და მოგვარებას საჭიროებს.
 
 
პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები