1 2 3

 4 5

- არაინფორმირებულობა ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია, რომელიც ხელს უწყობს  კონფლიქტების განვითარებას საზოგადოებაში, - მიიჩნევენ საინიციატივო ჯგუფის  წევრები წყალტუბოში.

მათი მოსაზრებით, ამ მიმართულებით ჯგუფმა უნდა გააძლიეროს მუშაობა მომავალში. მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ კომპეტენტური ინფორმაცია ადგილობრივ მუნიციპალურ პროგრამებზე, რათა მიეცეთ შესაძლებლობა, მოაგვარონ ინფრასტრუქტურულ, სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში არსებული პრობლემები და ადრეულ სტადიაში შეძლონ ამ მიზეზებით წარმოქმნილი კონფლიქტების დარეგულირება.

 პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

1 2 3 4

ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა სამომავლო სტრატეგიაზე იმუშავეს: როგორ იმუშაოს საინიციატივო ჯგუფმა, რა პრობლემებია საზოგადოებაში აქტუალური, რა უნდა გაკეთდეს კონფლიქტური სიტუაციების ადრეული პრევენციის მიზნით.

პრობლემებზე მუშაობისას გამოიკვეთა, რომ სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში არსებული პრობლემები ხშირად იწვევს კონფლიქტების განვითარებას საზოგადოებაში, თუმცა მთავარ პრობლემად მაინც კონფლიქტების ადრეულ მოგვარებაზე მოსახლეობის არაინფორმირებულობას მიიჩნევენ.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

1 2 3

ხურჩაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები შეიკრიბნენ და გააანალიზეს: რა პრობლემებს აწყდებიან თემებში კონფლიქტური სიტუაციების იდენტიფიკაციის დროს, რა ხელისშემშლელი ფაქტორები არსებობს, როგორ ხდება მოსალოდნელ რისკებზე მუშაობა. გამოიყო ძირითადი პრობლემები, რომლებიც განსაკუთრებით აქტუალურია მათ თემში და კონფლიქტის განვითარების საფრთხეებს შეიცავს. შეხვედრაზე გამოთქმული მოსაზრებები ჯგუფის სამომავლო სტრატეგიაში აისახება.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

1 2

 3  4

ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ექვსთვიანი მუშაობა შეაჯამეს. ისაუბრეს, რამდენად ეფექტურია გენდერული ასპექტების გათვალისწინებით კონფლიქტების ადრეული პრევენცია, რაც გულისხმობს შეხვედრებს სხვადასხვა თემში მცხოვრებ ქალებთან, პრობლემათა იდენტიფიკაციას და  ადვოკატირებას.  

გადაჭრილი და დასრულებული პრობლემების სიაში უკვე მოხვდა საბავშვო სტადიონის გახსნა ავტოქარხანაში, რაც კონფლიქტურ სიტუაციას ქმნიდა დასახლებაში.  

პარალელურად ჯგუფი მუშაობს ახალი პრობლემების იდენტიფიკაციაზე. მომავალი წლიდან ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობის გაფართოება დაიგეგმა.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

1 2 3 4 5 

6  7

ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით სოფელ ხურჩაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტში) მრგვალი მაგიდა გაიმართა თემაზე „კონფლიქტების ადრეული პრევენცია გენდერული ასპექტების გათვალისწინებით“. შეხვედრას ესწრებოდნენ: ფონდი „სოხუმის“ ქუთაისის, წყალტუბოს და ხურჩის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მაჟორიტარი დეპუტატები, ჟურნალისტები, კახათის, ორსანტიის, დიდი ნეძის, კოკის თემების სამოქალაქო აქტივისტები.

მოწვეულმა ექსპერტებმა ისაუბრეს ადგილობრივ მუნიციპალურ და სოციალურ პროგრამებზე. მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაცია ქალთა საინიციატივო ჯგუფების მუშაობაზე კონფლიქტების ადრეული პრევენციის მიზნით ქუთაისში, წყალტუბოში, ხურჩაში: როგორ ხდება პრობლემათა იდენტიფიცირება, როგორ მიმდინარეობს ადვოკატირება, რა შედეგები აქვთ.

დისკუსიისას გამოიკვეთა აქტუალური პრობლემები, რომლებიც ცალკეულ თემებში კონფლიქტურ სიტუაციებს ქმნის.

მონაწილეთა შეფასებით, მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს მოსახლეობის ინფორმირებას, აძლიერებს მოქალაქეთა ჩართულობას პრობლემათა ადვოკატირების პროცესში და  ამცირებს კონფლიქტების განვითარების რისკს საზოგადოებაში.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

1 2 3

წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა შეხვედრა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გამართული კამპანიის ფარგლებში ჩატარებული აქტივობების შეფასებით დაიწყეს. აღინიშნა, რომ წინა წლებთან შედარებით გაზრდილია მოსახლეობის ინფორმირება ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე. გაზრდილია ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის პასუხისმგებლობა, რაც ამ კამპანიაში მათი აქტიური ჩართულობით გამოიხატება.

შეხვედრის მომდევნო ნაწილში მოდერატორმა ისაუბრა, რა პრობლემები გამოიკვეთა მოსახლეობასთან შეხვედრების დროს. ჯგუფის წევრებმა იმსჯელეს, აღნიშნული პრობლემები რამდენად არის რისკის შემცველი კონფლიქტების განვითარების თვალსაზრისით.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

1 2

 3 4

ფონდი „სოხუმის“ ქალთა საინიციატივო ჯგუფები ქუთაისში, წყალტუბოსა და ხურჩაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) აქტიურად იყვნენ ჩართულნი 16-დღიან კამპანიაში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.

კამპანიის ფარგლებში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები სხვადასხვა თემში,  დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში. დარიგდა საინფორმაციო ფურცლები და კამპანიის ატრიბუტები. მოქალაქეებს მიეწოდათ ინფორმაცია, ძალადობის პრევენციის თვალსაზრისით რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოების აქტიურობა და ჩართულობა.

შეხვედრებში როგორც ქალაქების, ასევე სოფლის თემებში მცხოვრები 30-ზე მეტი ადამიანი ჩაერთო. საინიციატივო ჯგუფის წევრები შეხვდნენ ადგილობრივი სახელისუფლებო სტრუქტურების წარმომადგენლებს, რომელთა მხრიდან დაფიქსირდა მზადყოფნა, აქტიური მონაწილეობა მიიღონ ძალადობის პრევენციაში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

1 2 3

სოფელ ხურჩაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ფონდი „სოხუმის“ ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებისა და აქტივისტი ქალების შეხვედრა ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში ჩატარდა. მონაწილეებმა ძალადობის პრობლემის მასშტაბებზე ისაუბრეს.

- სოფელში საკმაოდ ხშირია ოჯახური კონფლიქტები, რომლებიც ხშირად ძალადობამდე მიდის, ამიტომ ასეთ კონფლიქტებზე  ადრეულ სტადიაში  რეაგირება მნიშვნელოვანია. ადრეული პრევენცია შეამცირებს პრობლემის მასშტაბებს, - ითქვა შეხვედრაზე.

მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაცია სტამბულში ჩატარებული ტრენინგის შესახებ და იმსჯელეს, როგორი სტრატეგიით უნდა გააგრძელონ მუშაობა, რომ ყველა ასპექტში გენდერული აქცენტი გამოიკვეთოს.   

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

1 2 3

ქუთაისის, წყალტუბოს და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები ხვდებიან სხვადასხვა თემის წევრებს. სწორედ ამ შეხვედრებზე იკვეთება ის პრობლემები, რომლებიც პრიორიტეტულია თემში და კონფლიქტიურ სიტუაციებს ქმნის.

სამივე მუნიციპალიტეტში საინიციატივო ჯგუფები აქტიურად მუშაობენ კონფლიქტური სიტუაციების ადრეულ სტადიაში მოსაგვარებლად. თითოეული ჯგუფი მის მიერ შემუშავებული ადვოკატირების გეგმით მუშაობს. ამ პროცესში მნიშვნელოვანია სამოქალაქო აქტივისტების ჩართულობა და ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობა.  

პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

1  32

ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა განიხილეს, როგორი უნდა იყოს  ჯგუფის სამომავლო სტრატეგია, როგორ უნდა მოხდეს კონფლიქტების ადრეული რეაგირება გენდერული ნიშნით.

სამომავლო სტრატეგიით ჯგუფის წევრები განაგრძობენ საინფორმაციო შეხვედრებს  სხვადასხვა თემში. იგეგმება ანკეტური გამოკითხვა პრიორიტეტული პრობლემების იდენტიფიცირების მიზნით. 

პარალელურად გრძელდება შეხვედრები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და ინფორმაციის გაცვლა, რათა მოხდეს ადრეული რეაგირება კონფლიქტებზე.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები