ორიგინალურად, ველოსიპედებით ჩაერთნენ ახალგაზრდები საერთაშორისო კამპანიაში „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“. კოკი-ხურჩას მონაკვეთზე გამართულ აქცია-ველორბოლაში მონაწილეობა მიიღეს გოგონებმა და ბიჭებმა კოკიდან, ხურჩიდან, ორსანტიიდან (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) და ნაბაკევიდან (გალის მუნიციპალიტეტი). ასე გამოხატეს მათ პროტესტი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.
მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები, სლოგანების კონკურსში გამარჯვებულ ორ მონაწილეს კი - სიმბოლური პრიზები და დიპლომები.
ღონისძიება ჩატარდა ხურჩა/კოკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის „ახალგაზრდები ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში.


ფონდი „სოხუმი“ საქველმოქმედო ფონდ „კარიტასთან“ ერთად ერთობლივ საქველმოქმედო აქციებს აწყობს ქალთა მხარდაჭერის ცენტრების ბენეფიციარებისთვის.
ამჯერად 5 ოჯახს გადაეცა ტანსაცმელი, სურსათი და ჰიგიენური საშუალებები. სენაკში საჩუქრები მიიღო 3 ოჯახმა, ხონში კი - ორმა მრავალშვილიანმა ოჯახმა: ერთ ოჯახში 5 ბავშვია, მეორეში - 9.
ბენეფიციარებმა მადლიერება გამოხატეს აქციის ორგანიზატორების მიმართ.
დასავლეთ საქართველოს 8 ქალაქში გამართულ ერთდროულ მდუმარე აქციებს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ შეუერთდნენ ხობის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები. აქცია მოეწყო ახალგაზრდობის სახლის წინ.
„ქალს აქვს ბედნიერების უფლება!“ „ძალადობა ბოროტებაა!“ „შევაჩეროთ ზალადობა ქალთა მიმართ!“ - ასეთი იყო აქციის ძირითადი სლოგანები.
ინფორმაცია აქციის შესახებ გაშუქდა ხობის გამგეობის პრეს-სამსახურის მიერ.
http://khobi-info.blogspot.com/2016/11/16.html
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით



ფონდი „სოხუმი“ ამ ბოლო დროს თანამშრომლობს საქველმოქმედო ფონდ „კარიტასთან“.
იტალიელ მისიონერ ლორედანა მონეტის გულისხმიერების შედეგად მოეწყო რამდენიმე ერთობლივი საქველმოქმედო აქცია ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრების ბენეფიციარებისთვის.
21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღეს, 6 ოჯახს წყალტუბოსა და ქუთაისში გადაეცა ტანსაცმელი, სურსათი და ჰიგიენური საშუალებები მწოლიარე ავადმყოფებისთვის.
მგავსი აქცია მომავალშიც იგეგმება.
კამპანიას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ აქტიურად შეუერთდა ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭო და ამომრჩეველ ქალთა კლუბი. მათი ორგანიზებით მერიასთან ჩატარდა მშვიდობიანი აქცია, რომელსაც შეუერთდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ახალგაზრდები. აქციაზე სიტყვით გამოვიდა ქალაქის მერი, რომელმაც დააფიქსირა თვითმმართველობის მზაობა პრობლემის პრევენციისათვის.
აქცია გაშუქდა ადგილობრივი ტელეარხის მეშვეობით.
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით






აქციის ორგანიზატორი - ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრი - ყოველწლიურად ეხმაურება მშვიდობის საერთაშორისო დღეს. წელს ამ დღის აღნიშვნა ცენტრის მობილიზატორმა 29-ე საჯარო სკოლის მეშვიდეკლასელებთან ერთად გადაწყვიტა.
მოსწავლეებმა ლამაზი ნახატებით გააფორმეს ფერადი ბუშტები, ფურცლებზე დაწერეს სამშვიდობო მესიჯები. მათგან მთავარი ასე ჟღერს: „ჩვენ მშვიდობა გვინდა!“.
საერთაშორისო კამპანიას „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ გამოეხმაურნენ ფოთშიც - ქალთა მხარდაჭერის ცენტრის აქტივისტები და ახალგაზრდული კლუბის წევრები. მათი ერთ-ერთი მთავარი სლოგანი იყო „ჯანსაღი ცხოვრება - არაძალადობრივი გარემოსთვის“.
ქალთა მხარდაჭერის ცენტრი და ახალგაზრდული კლუბი კამპანიის დღეებში სხვა ღონისძიებების ჩატარებასაც გეგმავენ.