Covid-19-ით ინფიცირებულთა სტიგმა ძალადობის ახალი ფორმაა. ასეთი ადამიანი ბევრია ჩვენს ირგვლივ და მათ რთულ პირობებში უწევთ ცხოვრება.
ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობამ ვიდეორგოლი მოამზადა ამ პრობლემასთან დაკავშირებით (კამპანიის „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში).
ვიდეორგოლში არის იმ ქალების მონოლოგები, რომლებმაც დაამარცხეს ვირუსი და გაისმის მოწოდებები: გავთავისუფლდეთ სტიგმისგან! გამოვიჩინოთ თანაგრძნობა და მხარდაჭერა!
16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობამ მოამზადა ვიდეორგოლი, რომელშიც ასახულია საზოგადოების დამოკიდებულება ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემისადმი. აქ გაჟღერდა ძალადობის მსხვერპლის რეალური ისტორია ფონდი „სოხუმის“ პუბლიკაციიდან/მონიტორინგის ანგარიშიდან „COVID-19-ის გავლენა ოჯახში ძალადობაზე, მსხვერპლი ქალების მდგომარეობასა და სერვისებისადმი ხელმისაწვდომობაზე“.
რესპონდენტების თქმით, ქალს აქვს უფლება, იცხოვროს ძალადობის გარეშე და იყოს ბედნიერი.
„მშვიდობა შინ და მშვიდობა გარეთ“ - საერთაშორისო საინფორმაციო კამპანიის პირველ დღეს, 25 ნოემბერს პრესბრიფინგი გაიმართა. მასში ჩაერთნენ სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები. ისინი გაეცნენ კამპანიაში ფონდი „სოხუმის“ მონაწილეობის 20-წლიან გამოცდილებას, ჩატარებულ აქტივობებს, პუბლიკაციებს, რომლებიც ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის საკითხებს ეხება... ჟურნალისტებმა დიდი ინტერესი გამოავლინეს და აღნიშნეს, რომ აქტიურად ჩაერთვებიან კამპანიაში.
ფონდმა „სოხუმმა“ გადაწყვიტა, შეესწავლა საზოგადოების აზრი მშვიდობის ცნებასთან დაკავშირებით. მუშაობა დაიწყო 14 დეკემბერს და ერთი კვირის განმავლობაში ხდებოდა ვიდეოკოლაჟის ჩაწერა.
შეირჩა სხვადასხვა ასაკის და პროფესიის 59 რესპონდენტი. ყველა მათგანს დაუსვეს ერთი შეკითხვა: რა არის მშვიდობა?
პასუხები სხვადასხვაგვარია, მაგრამ მათი არსი ჰგავს ერთმანეთს: მშვიდობა ის მდგომარეობაა, როცა არ არის ომი. მშვიდობა უსაფრთხო გარემოა, სიმშვიდეა, სიყვარული და მეგობრობაა, ჰარმონიაა...
მოკლედ, ბევრი საინტერესო პასუხი გაჩნდა. ყოველი ჩანაწერი ცალკე განთავსდა ფონდის ფეისბუქგვერდზე, ბოლოს კი გაკეთდა სოციალური კლიპი.
მთავარი ის არის, რომ ადამიანებისთვის მშვიდობა საკმაოდ აქტუალური საკითხი აღმოჩნდა...
აქცია გაიმართა კოალიციის „ქალი და მშვიდობა“ აქტივობების ფარგლებში. მშვიდობა“. კოალიციაში შევიდა დასავლეთ საქართველოს 4 რეგიონის (იმერეთი, სამეგრელო, გურია, აჭარა) ქალთა 10 არასამთავრობო ორგანიზაცია.
21 სექტემბერი მშვიდობის საერთაშორისო დღეა. ფონდი „სოხუმი“ ყოველწლიურად უერთდება მშვიდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კამპანიას. ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრებმა და ახალგაზრდულმა კლუბებმა ჩაატარეს სამშვიდობო გაკვეთილები და აქციები დასავლეთ საქართველოს 9 მუნიციპალიტეტში: ქუთაისში, ხონში, წყალტუბოში, თერჯოლაში, ლანჩხუთში, ოზურგეთში, სენაკში, ფოთსა და ზუგდიდში.
და ჩვენს გვერდზეც მეტად შთამბეჭდავი ფოტორეპორტაჟი გამოვიდა სამშვიდობო მოწოდებებით: „მშვიდობა ყველას!“, „მშვიდობა შინ და მშვიდობა გარეთ“, „ჩვენ გვინდა მშვიდობა!“
ქუთაისის ცენტრში საინფორმაციო გაიმართა სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერლთა, დაზარალებულთა დაცვის და დახმარების სახელმწიფო ფონდის მიერ ორგანიზებული აქცია. აქციას შეუერთდნენ ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლები, სტუდენტები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები. დარიგდა საინფორმაციო ბროშურები სახელმწიფო ფონდის სერვისების შესახებ, ბუშტები, მაისურები და ჩანთები ცხელი ხაზის 116006 მითითებით.
ძალადობის მსხვერპლი ქალების სულისშემძვრელი ისტორიები.
მოწოდებები:
„STOP ქალთა მიმართ ძალადობას!“
„ეს უფრო ხშირად ხდება, ვიდრე ჩვენ გვგონია!
„არ არსებობს მიზეზი, რომელიც გაამართლებს ძალადობას!“
„გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ!“
„ქალს აქვს ბედნიერების უფლება!“
„იგრძენი პასუხისმგებლობა - შეაჩერე ძალდობა!“
დიდი ბანერი წარწერით: „ჩვენ შეგვიძლია, ჩვენ შევცვლით, ჩვენ შევაჩერებთ ქალთა მიმართ ძალადობას!“
ქუთაისის ცენტრალურ პარკში გამართული ასეთი უჩვეულო გამოფენით შეუერთდა ფონდი „სოხუმი“ საერთაშორისო კამპანიას „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“.
გამვლელები - ქალები და მამაკაცები, ახალგაზრდები და ასაკოვანი ადამიანები - ეცნობოდნენ ისტორიებს, კითხულობდნენ საგანგებოდ კამპანიისთვის დაბეჭდილ საინფორმაციო ფურცლებს, ფოტოებს იღებდნენ ბანერებთან, ინტერვიუს აძლევდნენ ტელეჟურნალისტებს და გამოხატავდნენ პროტესტს...
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
8 მარტის აღნიშვნის ტრადიცია „ცარიელი ქვაბების მარშს“ უკავშირდება, რომელიც 1857 წელს ნიუ-იორკში სამკერვალო ფაბრიკების მუშა-ქალებმა გამართეს. მათი მთავარი მოთხოვნები იყო: სამუშაო დღის შემცირება, შრომის ანაზღაურების პირობების გათანაბრება მამაკაცებისთვის არსებულ პირობებთან და საარჩევნო უფლების მიღება.
1975 წელი გაერომ ქალთა საერთაშორისო წლად გამოაცხადა, ხოლო 8 მარტი - ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღედ.
ფონდმა „სოხუმმა“ ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აქცია გამართა. ბანერებზე განთავსებული ინფორმაცია ადასტურებს, რომ ქალთა უფლებები ირღვევა და ბევრი რამაა გასაკეთებელი სახელმწიფოს, საზოგადოების მხრიდან.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
- სასიხარულოა, როცა მოგაგებენ სითბოსა და სიყვარულს, მაგრამ ორმაგად სასიხარულოა, როცა თავადაც შეგიძლია გასცე! - ამ სულისკვეთებით ჩატარდა აქცია ბათუმში, რომელიც ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდა აქტივისტებმა საქველმოქმედო ფონდ „იალქანის“ აღსაზრდელებიც ჩართეს. მათ პატარებს სიმბოლური საჩუქრები მიართვეს, შემდეგ კი მათი მონაწილეობით ქალაქში ყვავილების თაიგულები, გულის სიმბოლოები, ბუშტები დაარიგეს.
„ბედნიერები ვართ, რომ მივულოცეთ ბათუმელებს სიყვარულის დღე“, „გვინდა, ყველა დღეს უყვარდეთ ადამიანებს ერთმანეთი“, - ასე გამოეხმაურნენ პატარები აქციას.
ღონისძიებისადმი მიძღვნილი ტელესიუჟეტები მოხვდა ტელეკომპანიების - „აჭარასა“ და „ტვ 25“-ის ეთერში.
ფონდი „სოხუმის“ ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის აქტივისტები, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს და ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები, ფორუმ-თეატრის მსახიობები, ახალგაზრდული კლუბის მოხალისეები, პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჟურნალისტები, ქალაქის მცხოვრებნი თუ სტუმრები - ყველა მათგანი გააერთიანა ხალხმრავალმა აქციამ, რომელიც ქუთაისის ცენტრში გაიმართა.
ეს უფრო ხშირად ხდება, ვიდრე ჩვენ გვგონია! არ არსებობს მიზეზი, რომელიც გაამართლებს ძალადობას! გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ! - ამ და სხვა მოწოდებებმა მიიქცია გამვლელების ყურადღება.
მედიის წარმომადგენლებმა ჩაიწერეს ინტერვიუები და თავიანთ მასალებში კიდევ ერთხელ გააკეთეს აქცენტი გენდერული ძალადობის პრობლემაზე.