

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდში პირველად გაიმართა ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმოდგენები, ნაჩვენები იყო 5 სცენა. მონაწილეთა შორის უმეტესობა მოსაწავლე იყო, ისინი ინტერესით უყურებდნენ ოჯახური ძალადობის ამსახველ სცენებს. გაიმართა აქტიური დისკუსია, ერთ-ერთი მაყურებელი ჩაერთო დედა-შვილის კონფლიქტთან დკავშირებულ სცენაში.
პირველმა შეხვედრამ ივანდიდელ მაყურებელთან შედეგიანად ჩაიარა - მათ დაადასტურეს პრობლემის აქტუალობა და თითოეული ადამიანის ჩართულობის მნიშვნელობა ძალადობის პრევენციაში. გაჩნდა მომავალი შეხვედრების სურვილიც.


ფორუმ-თეატრის წარმოდგენა ჩატარდა მე-7 სკოლაში - 37 მოსწავლე ესწრებოდა და ყველა მათგანმა დიდი ინტერესით მიიღო ახალგაზრდა მსახიობების გამოსვლა. საინტერესო დისკუსია გაიმართა, იყო სცენებში ჩართულობაც. მონიკა გაბლაიამ პროფესიონალურად ითამაშა ერთ-ერთ სცენაში.
ნათამაშები იყო 5 სცენა. მოსწავლეებს გაუჩნდათ სურვილი, კიდევ ჩავიდეს მათთან ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრი.
ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრმა წარმოდგენები გამართა სოფელ ნახახულევში (ხონის მუნიციპალიტეტი). ნაჩვენები იყო ხუთი სცენა. შემდეგ გაიმართა დისკუსია. ბავშვებთან ერთად მასში მონაწილეობა მიიღეს სოფლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა. აღინიშნა, რომ ძალადობიდან ყოველთვის არის გამოსავალი. სახელმწიფო სტრუქტურები და საზოგადოება უნდა ცდილობდნენ პრევენციული ზომების გატარებას.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ზუგდიდში განსაკუთრებული ხალხმრავლობა იყო ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით. სწორედ ასეთ დღეს დაემთხვა ფორუმ-თეატრის ჩასვლა. მსახიობებმა 5 წარმოდგენა გამართეს ცენტრალურ პარკში. მაყურებლისთვის ეს უჩვეულო და გასაკვირი იყო. ბევრი მათგანი, განსაკუთრებით კაცები ერთხმად იძახოდნენ, რომ მსგავსი რამ არ ხდება. დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ, სამწუხაროდ, ყველა სცენა რეალობიდანაა აღებული. ფორუმ-თეატრის მიზანია, დაანახოს მაყურებელს ეს რეალობა, საზოგადოებამ კი - ხელი შეუწყოს ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრას.
ოქტომბერში ორი წარმოდგენა ჩაატარა ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრმა. ახალგაზრდა მსახიობები პირველად იყვნენ გეგუთის (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი) 1-ლ საჯარო სკოლაში. მოზარდებმა ინტერესით მიიღეს წარმოდგენები, ეს ახალი და საკმაოდ განსხვავებული იყო მათთვის. ნათამაშები იყო ოთხი სცენა, აქტიური დისკუსია ვერ შედგა. მაგრამ მოსწავლეებმა ითხოვეს, რომ ფორუმ-თეატრი ისევ ჩავიდეს მათთან და კიდევ უფრო ფართო აუდიტორიას შეხვდეს.
მეორე წარმოდგენა ქუთაისში, სიყვარულის პარკში შედგა. აქ ნათამაშები იყო 6 სცენა, გაიმართა აქტიური დისკუსია, იყო მონაწილეთა ჩართულობა, საუბარი საკუთარ პრობლემებზე. მსახიობებმა მოისმინეს ისტორიები, რომლებიც დროთა განმავლობაში ფორუმ-თეატრის წარმოდგენებად გადაიქცევა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)


ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრმა ქუთაისში, ბავშვთა სოფელში 5 სცენა წარმოადგინა. აქტიური დისკუსიის დროს ბავშვები ყვებოდნენ თავიანთი ოჯახების ისტორიებს. განსაკუთრებითგულახდილები იყვნენ ოჯახური ძალადობის სცენების ნახვის შემდეგ. არ იყო გასაკვირი, რომ ყველამ დაიცვა ქალის უფლებები.
ბავშვთა სოფელში მცხოვრები მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ სცენებში და ცდილობდნენ, ისე ეთამაშათ, რომ ძალადობა არ განვითარებულიყო და პრობლემა მოგვარებულიყო.
ეს დღე საინტერესო იყო ფორუმ-თეატრის მსახიობებისთვისაც და ბავშვთა სოფლის პატარა მცხოვრებთათვისაც.