ძალადობის მიმართ 16-დღიანი კამპანია აქციით გაიხსნა წყალტუბოში.
იგრძენი პასუხისმგებლობა - შეაჩერე ძალადობა! ქალს აქვს უფლება,იცხოვროს ძალადობის გარეშე! - ასეთი შინაარსის სლოგანებით სპორტის სასახლის წინ შეკრებილებმა საკუთარი პროტესტი დააფიქსირეს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. აქციაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები საკრებულოდან, გამგეობიდან, ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრის აქტივისტები, ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები.
ხონის, წყალტუბოს და ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფებმა აქცია მოაწყვეს პროექტის „ქალები იმპლემენტაციას უწევენ ინკლუზიურ მიდგომებს ადამიანური უსაფრთხოების სფეროში მყარი მშვიდობის დასამყარებლად“ ფარგლებში. მათ შეაგროვეს მეორადი მოხმარების ნივთები და გადასცეს წყალტუბოს ინკლუზიურ ცენტრს. ცენტრის ხელმძღვანელთან საუბრისას ფონდ „სოხუმთან“ სამომავლო თანამშრომლობის კონტურებიც გამოიკვეთა. ქალთა საინიციატივო ჯგუფები მსგავს აქციას მომავალშიც გეგმავენ.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“ (Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
ფონდმა „სოხუმმა“ გამოაცხადა კონკურსი „ქალთა სოლიდარობის კვირეულის“ ფარგლებში დასავლეთ საქართველოს 6 რეგიონის პარტნიორ სკოლებისთვის.
კონკურსში მონაწილეობენ ქუთაისის, წყალტუბოს, ფოთის და კოკის საჯარო სკოლები - ატარებენ აქციებს, საინფორმაციო შეხვედრებს, ფორუმ-თეატრის ჩვენებებს, გამოფენებს...
კონკურსის მთავარი პირობაა, ღონისძიებები პასუხობდეს თემას და მონაწილეობა მიიღოს არანაკლებ 100-მა ადამიანმა.
არჩეულია ჟიური. გამარჯვებულები მიიღებენ დიპლომებს და საჩუქრებს.
1 ივლისს წყალტუბოში, დევნილთა პოლიკლინიკაში კლინიკა „უნიქალმედის“ და ფონდი „სოხუმის“ ერთობლივი აქციის ფარგლებში, ჩატარდა უფასო სამედიცინო კონსულტაცია/კვლევები სოციალურად დაუცველი დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობისთვის.
150-მდე ადამიანმა გაიარა ექიმის კონსულტაციები შემდეგი მიმართულებებით: რადიოლოგია, ექოსკოპიური კვლევა, კარდიოლოგია, ნევროლოგია, თერაპია, უროლოგია, გასტროენტოროლოგია, ქირურგია და ენდოკრინოლოგია.
ფონდი „სოხუმი “და კლინიკა „უნიქალ მედი“ ზაფხულის განმავლობაში გააგრძელებენ აქციებს ხონის, ფოთის, სენაკის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში.
ტრადიციულად, წელსაც გამოხატეს სენაკში მცხოვრებმა ადამიანებმა თავიანთი სოლიდარობა საერთაშორისო კამპანიისადმი „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“.
აქციაზე გვერდიგვერდ იდგნენ ქალთა მხარდაჭერის ცენტრის აქტივისტები, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს, ახალგაზრდული კლუბის და ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები. სწორედ ასე ერთიანად დაუჭირეს მათ მხარი კამპანიის სლოგანს „სახლში მშვიდობიდან - მსოფლიოში მშვიდობისკენ“.
ქალთა მხარდაჭერის ცენტრების ინიცირებით ქუთაისში, ხონში, წყალტუბოში, სენაკში, ფოთსა და სოფელ კოკში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ჩატარდა აქციები - სიყვარული ძალადობის გარეშე!
აქციებმა გააერთიანა ქალები და ახალგაზრდები ერთი მიზნის გარშემო - რომ ქალებს სჭირდება სიყვარული ძალადობის გარეშე!
ამ ღონისძიებებით ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრები შეუერთდნენ საერთაშორისო კამპანიას - ერთი მილიარდი ამბოხებული ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ!
ქალთა მხარდაჭერის ცენტრების ინიცირებით ქუთაისში, ხონში, წყალტუბოში, სენაკში, ფოთსა და სოფელ კოკში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ჩატარდა აქციები „სიყვარული ძალადობის გარეშე!“
ამ ღონისძიებებით ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრები შეუერთდნენ საერთაშორისო კამპანიას „ერთი მილიარდი ამბოხებული ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ!“
21 სექტემბერი მშვიდობის საერთაშორისო დღეა. ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრებმა და ახალგაზრდულმა კლუბებმა ამ დღეს სხვადასხვა ჯგუფების მონაწილეობით აქციები გამართეს და ასე აქტიურად შეუერთდნენ საერთაშორისო კამპანიას WAVE #stepup.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienstმხარდაჭერით (გერმანია)
21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღეს, ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის ინიციატივით მეოთხე საჯარო სკოლაში ჩატარდა მშვიდობის გაკვეთილი.
მოსწავლეებმა დაფაზე დაწერეს: „ჩვენ გვიყვარს მშვიდობა“.
და ამით ყველაფერი თქვეს - მათ უნდათ ცხოვრება მშვიდობიან სამყაროში, მშვიდად, კომფორტულად, ლაღად...