1სენაკის მე-7 სკოლაში ჩატარებულ საინფორმაციო შეხვედრაზე ახალგაზრდული კლუბის წევრებმა ისაუბრეს ქალთა სოლიდარობის თემაზე და ფემინიზმის ისტორიაზე.
შეხვედრას მხოლოდ გოგონები ესწრებოდნენ, ამიტომ განსაკუთრებით  გულახდილები იყვნენ,  აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში.
 „ასეთი შეხვედრები გვმატებს სითამამეს, რომელიც გვჭირდება საკუთარი უფლებების დასაცავად, როგორც სკოლაში, ისე ოჯახში“.
ახალგაზრდებმა   შეავსეს ანკეტები,  კლუბის წევრებს სადისკუსიო თემები შესთავაზეს და შემდგომი შეხვედრების სურვილი გამოხატეს.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienstმხარდაჭერით (გერმანია)
 
ტრეფიკინგი, როგორც ძალადობის სახე და მისგან დამცავი მექანიზმები - ამ თემას მიეძღვნა ახალგაზრდული კლუბების შეხვედრები წყალტუბოს მე-4 სკოლაში, ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში და სენაკის 1-ლ საჯარო სკოლაში.
ახალგაზრდებმა ინტერესით მოისმინეს თემა, ინფორმაცია კანონის შესახებ. გაიმართა   დისკუსია, რომელშიც ყველა ჩაერთო.
„საზოგადოება ამ საკითხს თავს არიდებს, თითქოს ჩვენთან მსგავსი რამ არ ხდება, მაგრამ სტატისტიკა სხვას ამბობს. ტრეფიკინგისგან დამცავი მექანიზმების შესახებ უნდა ვიცოდეთ ახალგაზრდებმა და ამისთვის საჭიროა მსგავსი დისკუსიების ჩატარება, რათა არ აღმოვჩნდეთ საშიშროების წინაშე“, - აღნიშნეს შეხვედრების მონაწილეებმა.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  

კიდევ სამი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდულ კლუბებში. ქუთაისის კლუბმა შეხვედრა ჩაატარა კერძო სკოლაში „21-ე საუკუნე“, ხურჩა/კოკის კლუბმა - კოკის საჯარო სკოლაში, ხოლო სენაკის კლუბმა - მენჯის საჯარო სკოლაში.

საინფორმაციო შეხვედრები მიეძღვნა ტოლერანტობის თემას. ინფორმირებული ჯგუფები თავიდანვე აქტიურად ჩაერთნენ მუშაობაში. საუბრობდნენ ტოლერანტობის პრობლემაზე ახალგაზრდებში, ეროვნულ და სექსუალურ უმცირესობებზე, რელიგიურ საკითხებზე.

აღინიშნა, რომ განსხვავებული აზრის თუ ადამიანის მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულება საგრძნობლად ამცირებს ძალადობას და პრევენციის ერთ-ერთი ინსტრუმენტია. ამ შეხვედრებს სწორედ ეს მიზანი აქვთ, რაც კარგად აღიქვეს ახალგაზრდებმა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  

 

16 მაისს ხობის გამგეობის სააქტო დარბაზში ჩატარდა ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგი სხდომა. შეხვედრა მიეძღვნა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელთა საჯარო განხილვა ბოლო თვეში საკმაოდ რეზონანსული გახდა საქართველოს ქალაქებში. კლუბის აქტივისტების ზარით, მათ აქვთ უფლება და ვალდებულნიც არიან, ამ საკითხთან დაკავშირებით დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია და წარუდგინონ ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

 

ამომრჩეველ ქალთა კლუბმა მორიგ შეხვედრაზე განიხილა და საბოლოო სახე მისცა პოლიტიკური პარტიებისთვის წარსადგენ რეკომენდაციებს, რათა მათ თავიანთ საარჩევნო პროგრამებში ასახონ ქალთა საჭიროებები  და მათი გააქტიურებისთვის აუცილებელი საკითხები.

წინა სხდომებზე გამოიკვეთა ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული საკითხები, რომელთა ადვოკატირებაა საჭირო. ამიტომ შეხვედრაზე მოწვეული იყო კომპეტენტური პირი, რომელმაც კლუბის წევრების მიერ წამოჭრილი საკითხები მოისმინა და მათზე რეაგირების გზებზე ისაუბრა.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

  

წყალტუბოს 1-ლ საჯარო სკოლაში ჩატარდა ახალგაზრდული კლუბის საინფორმაციო შეხვედრა თემაზე - ოჯახში ძალადობის მიზეზები და პრევენციული მექანიზმები. თემის განხილვა  საინტერესო ვითარებაში განვითარდა, ბევრი შეკითხვა დაისვა - განსაკუთრებით პრობლემის პრევენციის და კანონის ეფექტურობის საკითხებზე.

ფოთის მე-2 სკოლაში ჩატარებულ საინფორმაციო შეხვედრაზე იმსჯელეს ტრეფიკინგზე, როგორც ძალადობის ერთ-ერთ ფორმაზე,  ისაუბრეს მისი მიზეზები და დამცავი მექანიზმები. დისკუსიის დროს ახალგაზრდებს მოყავდათ მაგალითები, ფიქრობდნენ გამოსავალზე.

განსაკუთრებით საინტერესო იყო შეხვედრა სოფელ თეკლათში (სენაკის მუნიციპალიტეტი) ტრეფიკინგის თემაზე. რადგანაც აქ პირველად ჩატარდა შეხვედრა, მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაცია ფონდი „სოხუმის“ და ახალგაზრდული კლუბების შესახებ. გამოიკვეთა რამდენიმე მოსწავლე, რომელმაც გამოთქვა სენაკის კლუბში გაერთიანების სურვილი.                                                                          

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

ზუგდიდის ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომაზე მოწვეული იყო ქალაქის საკრებულოს იურისტი, რომელმაც ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა ეტაპზეა გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნის  საკითხი.

კლუბის მასპინძელ ორგანიზაციაში „იმედი - დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის“ სტუმრად იმყოფებოდნენ უკრაინის – დონეცკისა და ლუგანსკის წარმომადგენელი ქალები. შეკრებილებს მიეწოდათ ინფორმაცია მათი ვიზიტის, შთაბეჭდილებების და  გამოცდილების შესახებ.

კლუბის სხდომაზე ერთი საკითხი ადგილობრივი პრიორიტეტული პრობლემის  წარმოჩენას და მისი მოგვარების გზის ძიებას შეეხო.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

  
4 აგვისტოს ფონდი „სოხუმის“ ოფისში ჩატარდა ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგი სხდომა. შეკრებილებმა ინტერესით მოისმინეს ინფორმაცია გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მუშაობის შესახებ.
შემდეგ, ტრადიციულად, დაისვა ქალაქში არსებული პრობლემები, რომელთა  ადვოკატირება დაისახეს მიზნად. გადაწყვიტეს წერილის გაგზავნა ჯანდაცვის მინისტრის სახელზე საყოველთაო დაზღვევასთან დაკავშირებული პრობლემების თაობაზე.
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით
სენაკის ამომრჩეველ ქალთა კლუბზე სანატორიუმ „კოლხეთში“ მცხოვრებ დევნილთა განსახლების პრობლემა დაისვა. ითქვა, რომ დევნილთა და განსახლების სამინისტრო  დროულად არ განიხილავს დევნილთა აპლიკაციებს - „სახლი სოფლად“ პროგრამის ფარგლებში, ამასობაში კი დოლარის კურსის აწევამ ბინების და სახლების გაძვირება გამოიწვია - დევნილთა ნაწილი კვლავ ფართით დაკმაყოფილების მოლოდინშია.
სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრმა გვანცა მალანიამ ისაუბრა საბჭოს მუშაობაზე გენდერული კუთხით სკოლამდელ  დაწესებულებებში.
კლუბის მოდერატორმა დინა გიორგაძემ შეხვედრის მონაწილეებს გადასცა სააღდგომო საჩუქარი, რომელიც გამოყო ქალთა კავშირმა „ქალები მშვიდობისა და სამართლიანობისთვის“.

 

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა  ორგანიზაციის 

გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

  

  

ოჯახური ძალადობის მიზეზები, გადაწყვეტის გზები და შედეგები - ამ თემამ შეკრიბა გოგონები და ბიჭები ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდული კლუბებზე.
ხონის მხარდაჭერის ცენტრში გულახდილი საუბარი გაიმართა. საინტერესო მაგალითები მოჰყავდათ მონაწილეებს თავიანთი ოჯახების ცხოვრებიდან.
კოკის საჯარო სკოლაში ჩატარებულ შეხვედრაზე ისაუბრეს ეკონომიკურ პრობლემებზე, სტერეოტიპებზე, ოჯახის როლზე.
ფოთის მე-4 საჯარო სკოლაში შეხვედრას 20-მდე ახალგაზრდა ესწრებოდა. ისინი
აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში და იცავდნენ საკუთარ პოზიციებს.
წყალტუბოს მე-3 სკოლაში პირველად ჩატარდა შეხვედრა, ამიტომ მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ფონდი „სოხუმის“ და ახალგაზრდებთან მუშაობის შესახებ.
ქუთაისის ერთ-ერთ კოლექტიურ ცენტრში გამართულ შეხვედრას ახალი წევრებიც დაესწრნენ. ოჯახური ძალადობის თემის განხილვა აქტიურად წარიმართა. მაგალითებმა გულახდილი ატმოსფერო შექმნა.
სენაკის მე-4 სკოლაშიც ბევრი მონაწილე იყო. ინტერაქტივმა აჩვენა, რომ მოსწავლეეები ნაკლებად არიან ინფორმირებულნი, ამიტომ მეტი დრო დაეთმო ინფორმაციას.
შედეგი შეხვედრებზევე გამოჩნდა - ცვლილებები ახალგაზრდების მოსაზრებებში, ხედვაში, მათ დამოკიდებულებაში პრობლემის მიმართ.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები