ზუგდიდის ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგ შეხვედრაზე მოწვეულმა სტუმარმა, ქალაქის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ გენდერული თანასწორობის საბჭო უკვე შექმნილია და უახლოეს ხანებში პირველ სხდომას გამართავს.

შეხვედრას ესწრებოდნენ ევროკავშირის მისიის წარმომადგენლები. მათი თქმით,  ამომრჩეველ ქალთა კლუბის მუშაობა ადვოკატირების კუთხით, თანასწორობისკენ სწრაფვა, ხელს უწყობს ქალების გააქტიურებას, უღვივებს ლიდერულ თვისებებს  და  მატებს მათ ამბიციას, მოვიდნენ პოლიტიკაში.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

  

16 მაისს ზუგდიდის ამომრჩეველ ქალთა კლუბმა მორიგი სხდომა ჩაატარა.  მოწვეული იყო საიას ზუგდიდის ფილიალის ხელმძღვანელი, რომელმაც ისაუბრა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ საკითხებზე. შეხვედრის მონაწილეებმა გამოთქვეს მოსაზრებები და შეიმუშავეს რეკომენდაციები. ისაუბრეს კლუბის ძლიერ და სუსტ მხარეებზე, შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე.

კლუბის წევრებმა ასევე მოისმინეს საკრებულოს წარმომადგენლის ინფორმაცია გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით - საკითხი უკვე მოგვარებულია და საბჭო ფუნქციონირებას ივნისში დაიწყებს.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

- როცა ოჯახში ახალი წევრი შემოდის, ის მოდის სხვა სამყაროდან, სხვა ოჯახიდან, სადაც, ბუნებრივია, სხვა წესებია და სხვა ფასეულობებით ცხოვრობენ, ამიტომ ქალებს, სამწუხაროდ, ხშირად უწევთ, უარი თქვან საკუთარ ღირებულებებზე, სხვებს დაემორჩილონ, ან შექმნან კონფლიქტი ოჯახში. უმრავლესობა მორჩილებას ირჩევს და ასე აგვარებს პრობლემებს, - კონკრეტული მაგალითების გარჩევით მიმდინარეობდა ვორკშოპი ქალების ჯგუფთან.    
მონაწილეებმა არაერთი მაგალითი გაიხსენეს საკუთარი ცხოვრებიდან. მათი საერთო მოსაზრება ასეთია: ყველაფერზე უარის თქმა - ძალადობაა. პირიქით, ქალი შინაგანად უნდა გაძლიერდეს, რათა კონფლიქტების მოგვარება შეძლოს არა მხოლოდ უკან დახევით, არამედ ისე, რომ პატივი სცენ მის ღირებულებებს.
მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ახალგაზრდა ქალები უფრო თამამები არიან და შეუძლიათ საკუთარი უფლებების დაცვა, რაც მისასალმებელია.
ვორკშოპები ჩატარდა ხურჩაში, წყალტუბოში, სენაკში.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  

 

ეთიკის და ესთეტიკის ნორმებს და სქესობრივ აღზრდას მიექცა განსაკუთრებული ყურადღება  ახალგაზრდული კლუბების საინფორმაციო შეხვედრებზე.

წყალტუბოს 1-ლ სკოლაში მონაწილეები თავიდანვე აქტიურად ჩაერთნენ. მათი აზრით, ამ საკითხების განხილვა მნიშვნელოვანია ძალადობის პრევენციისთვის.

ფონდმა „სოხუმმა“ პირველად ჩაატარა შეხვედრები ხონის ბიბლიოთეკაში და სოფელ განმუხურში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი). მონაწილეებმა გაიგეს ახალგაზრდული კლუბების მუშაობის შესახებ და ჩართვის სურვილი გამოხატეს. ისაუბრეს ეთიკისა და ესთეტიკის ნორმებზე. იმაზე, რაზეც უნდა გაკეთდეს აქცენტი და იმაზეც, რისი დეფიციტი გააჩნია ახალგაზრდა თაობას.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

   

ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დარბაზში გაიმართა. შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ საკრებულოს მოქმედი დეპუტატები: ნანა ალანია, დინარა ხუხუა და ინგა ქარდავა. საგულისხმოა, რომ ყველა მათგანი კენჭს იყრის ადგილობრივი თვითმმართველობის მომავალ არჩევნებში.

დეპუტატმა ქალებმა ისაუბრეს მიმდინარე ადგილობრივ პროგრამებზე, რომელთა დანერგვასაც მათ შეუწყვეს ხელი, აგრეთვე შედეგებზე და მომავლის გეგმებზე.

სხდომაზე განხილულ იქნა ადვოკატირების საკითხები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაისახა პრობლემების გადაჭრის გზები.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

  

კლუბის შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ ბათუმის საკრებულოსთან არსებული გენდერული თანასწორობის საბჭოს მდივანი და წევრები. მათ შესთავაზეს კლუბის წევრებს, აქტიური მონაწილეობა მიიღონ მათ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში. დაისახა ერთობლივი მუშაობის სტრატეგია.

შეხვედრის ერთი ნაწილი დაეთმო შემაჯამებელი კონფერენციის მოსამზადებელ სამუშაოს.  კონფერენცია გაიმართება თვის ბოლოს ქუთაისში, ამომრჩეველ ქალთა ყველა კლუბის წარმომადგენლის მონაწილეობით.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

  

ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგ შეხვედრაზე მოწვეულები იყვნენ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები. მათ კლუბს გააცნეს თავიანთი სამოქმედო გეგმა, ისაუბრეს საბჭოს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე, რომელთა განხორციელებაშიც ჩართვა თხოვეს კლუბის წევრებს.

შეხვედრაზე კონსულტაცია გაეწია ოჯახში ძალადობის ორ მსხვერპლს. მოხდა მათი გადამისამართება შესაბამის სტრუქტურებში.

ითქვა ისიც, რომ საბჭოს მიერ ადვოკატირებული საკითხი უკვე გადაიჭრა - ანუ ადგილობრივმა თვითმმართველობამ 2017 წლის ბიუჯეტში გამოყო თანხა ბენზეს დასახლებაში საბავშვო ბაღის აშენებისთვის.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგმა სხდომამ განსაკუთრებული ინტერესით ჩაიარა. სხდომაზე მოწვეული იყო ლელა ქელბაქიანი - საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრი. ამ შეხვედრას კლუბის წევრები საგანგებოდ ელოდნენ და შეკითხვებიც მოამზადეს. ქალბატონმა ლელამ შეკრებილებს ქალაქის ბიუჯეტის პროგრამები გააცნო და  შეკითხვებსაც უპასუხა. სხდომაზე აქცენტი გაკეთდა  მუნიციპალურ დონეზე გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნაზე, რაც კლუბისთვის ერთ-ერთი აქტუალური საკითხია.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

 

  

ბათუმის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები მორიგი დღის წესრიგით შეიკრიბნენ. ადვოკატირების ჯგუფმა წარადგინა ჩატარებული საქმიანობის მოკლე ანგარიში და ჩაინიშნა ახალი საკითხებიც, რომლებიც კლუბის წინაშე დაისვა ქალთა ჯგუფების მიერ.    სხდომაზე მოწვეულმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ამ საკითხებზე აუცილებლად მოხდება რეაგირება და მადლობა გადაუხადა მათ სამოქალაქო აქტივობისა და ადგილობრივ სოციალურ პოლიტიკაში მონაწილეობისათვის.

კლუბის წევრებმა ასევე გამოკვეთეს საკითხები, რომელთა ადვოკატირება უნდა მოხდეს ცენტრალურ სტრუქტურებთან, კერძოდ შრომის, ჯანმრთელობის  და სოციალური დაცვის სამინისტროსთან.

უკუკავშირმა გამოკვეთა კლუბის წევრების ხედვა სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებით.

  

ბათუმის ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგი შეხვედრა დაეთმო პოლიტიკურ პარტიებთან კლუბის საქმიანობის პრეზენტაციას. შეხვედრაზე მოწვეული იყო რამდენიმე პარტიის წარმომადგენელი, რომლებიც ადგილზე გაეცნენ ფონდი „სოხუმის“ საქმიანობას, კლუბის მიმართულებებს. განხილულ იქნა პარტიებთან მემორანდუმის გაფორმების მიზანი და ერთობლივი მუშაობის აუცილებლობა, ქალთა გააქტიურებისა და მათი პრობლემების მოგვარებისათვის. პარტიების წარმოამდგენელთა მხრიდან დაფიქსირდა კლუბთან თანამშრომლობის მზადყოფნა.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები