ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრი ლია გვენეტაძე პარლამენტის მაჟორიტარობის კანდიდატია. კლუბმა გაფართოებული სხდომა ჩაატარა და შეხვდა თავის კოლეგას. ქალბატონმა ლიამ შეკრებილებს მიაწოდა ინფორმაცია თავისი პროგრამის შესახებ, თუ რის გაკეთებას და შეცვლას აპირებს პარლამენტში მოსვლის შემთხვევაში. პროგრამის ბევრი პუნქტი კლუბზე დასმულ საკითხებს ეხმაურება. შეკრებილმა ქალბატონებმა საჭირბოროტო საკითხებზე ისაუბრეს და კანდიდატისაგან შესაბამისი პასუხებიც მიიღეს.
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით


14 მარტს ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბმა მორიგი სხდომა ჩაატარა. შეხვედრაზე მოწვეული იყო საკრებულოს დეპუტატი ნატო ქათამაძე.
ქალთა სოლიდარობის დღე, ლიდერი ქალების წარმატების ფორმულა, დისკუსია აქტუალურ საკითხებზე, ადგილობრივი პრობლემების ადვოკატირება და რეკომენდაციების შემუშავება - ასეთი იყო სხდომის დღის წესრიგი.
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით
19 მაისს ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა, საიას ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელთან ერთად, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს და საკუთარი წინადადებების საფუძველზე შეიმუშავეს რეკომენდაციები.
შეხვედრის მონაწილეებმა ასევე იმუშავეს კლუბის ძლიერ და სუსტ მხარეებზე, შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე.
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით
ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომაზე შეკრებილი ქალბატონები ინტერესით გაეცნენ ჟურნალს „გენდერული საკონსულტაციო საბჭოები“, სადაც აღწერილია სამწლიანი პროექტის მუშაობის შედეგები და მიღწევები.
შეხვედრის მონაწილეებმა გააანალიზეს კლუბის ძლიერი და სუსტი მხარეები, ისაუბრეს გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე.
პროექტი დასრულდა, მაგრამ კლუბი მუშაობას განაგრძობს ახალი პროექტის ფარგლებში, რომელიც მოიაზრებს თანამშრომლობას ადგილობრივ ხელისუფლებასთან და პოლიტიკურ პარტიებთან, ქალთა მხარდაჭერას არჩევნებში.
ქალბატონებმა არ უღალატეს ჩვეულებას - ისაუბრეს მოგვარებულ და მოსაგვარებელ პრობლემებზე. ზოგიერთი მათგანი უკვე შეარჩიეს ადვოკატირებისთვის.
ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომაზე კლუბის წევრებმა ისაუბრეს საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე. აღნიშნეს, რომ წინა პარლამენტთან შედარებით წელს მეტი ქალია წარმოდგენილი. მათი აზრით, ეს წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა თვლიან, რომ მაინც არასაკმარისია და ემხრობიან კვოტირებას.
საუბარი შეეხო მზადებას საერთაშორისო კამპანიისთვის „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“. კლუბის წევრებმა გამოთქვეს სურვილი, ჩაატარონ საინფორმაციო შეხვედრები სკოლის მოსწავლეებთან, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებთან, ბაღის აღმზრდელებთან და სხვა...
ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ადგილობრივი პრობლემების ადვოკატირებაც. სხდომაზე განიხილეს რიგი საკითხები და მათგან შეარჩიეს განსაკუთრებით პრიორიტეტულები.
ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომა განსხვავებული ფორმატით დაიწყო. რამდენიმეწლიანი თანამშრომლობის მქონე ქალბატონებს მიენიჭათ „კლუბის საპატიო წევრის“ წოდება და გადეცათ სიგელები.
ტელესიუჟეტისთვის მიცემულ ინტერვიუში ქალბატონებმა აღნიშნეს, რომ კლუბში მათ ბევრი რამ ისწავლეს, განსაკუთრებით - პრიორიტეტების განსაზღვრა და პრობლემების ადვოკატირება.
სხდომაზე ქალბატონებმა განიხილეს ა(ა)იპი დასუთავების სამსახურის ხელმძღვანელის პასუხი წერილზე, რომლითაც წინა სხდომის შემდეგ მიმართეს.
შეხვედრა საინტერესო იყო იმითაც, რომ მოწვეული იყო მეან-გინეკოლოგი, რომელმაც შეკრებილების ყველა შეკითხვას გასცა პასუხი.
25 იანვარს ქუთაისში ჩატარდა ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომა. მოწვეული იყო მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსის მოადგილე ფიქრია ხაჭაპურიძე. სტუმარმა გააცნო კლუბის წევრებს ადგილობრივი თვითმმართველობის კანონში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც ითვალისწინებს ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა პრევენციას, მსხვერპლთა დაცვას და დახმარებას.
საუბარი შეეხო სოციალური საცხოვრისით დაკმაყოფილების კრიტერიუმებსაც. კლუბის წევრებმა თავიანთი წინადადებები წარმოადგინეს.
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით
ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომაზე კლუბის წევრებმა ისაუბრეს იმაზე, როგორ ჩაერთნენ საერთაშორისო კამპანიაში „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“. აღნიშნეს, რომ წინა წლებთან შედარებით ინფორმირებულობა გაზრდილია, მოსახლეობამ მეტი იცის პრევენციული მექანიზმების შესახებ.
კლუბის წევრებმა თავიანთი ინიციატივით ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრები - სხდომაზე ამის შესახებაც ისაუბრეს.
კლუბზე, ტრადიციულად, რამდენიმე ადგილობრივი პრობლემება შეარჩიეს ადვოკატირებისა და მოგვარების მიზნით.
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით


