კლუბები (151)
ქუთაისის ახალგაზრდული კლუბის ჯგუფმა ფონდ „სოხუმში“ ჩაატარა ღონისძიება „ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“. მოიწვიეს ბავშვები ამ დიაგნოზით, ფსიქოლოგი, სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის მენეჯერი.
ღონისძიება მარი კურტანიძის ინიციატივით გაიმართა. სტუმრებმა ძალიან იხალისეს და მიიღეს საჩუქრები.

პროექტიხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienstმხარდაჭერით (გერმანია)
14 თებერვალს ხონის საკრებულოს დარბაზში ჩატარდა ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგი სხდომა, რომელზეც განიხილეს პოლიტიკურ პარტიებთან წარსადგენი მემორანდუმი და შეიმუშავეს რეკომენდაციები. ისაუბრეს ადგილობრივ პრობლემებზე, რომელთა ადვოკატირებასაც ცდილობენ სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობით.
ამავე დღეს შედგა საუბარი საკრებულოს თავმჯდომარესთან, ვალერი ბახტაძესთან მუნიციპალურ დონეზე გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ ამჟამად გადიან კონსულტაციებს და უახლოეს ხანებში საბჭოს ფორმირებაც მოხდება.
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით
ხონის ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომაზე მონაწილეებმა საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური შეაფასეს და სამომავლო პერსპექტივებზეც იმსჯელეს. გამოითქვა აზრი, რომ პარლამენტში ქალთა მეტ წარმომადგენლობას მეტი მუშაობა სჭირდება.
ამოტომაც აპირებენ გააქტიურებას იმისათვის, რომ მეტი ქალი იხილონ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად საკრებულოებში.
შეხვედრის ბოლოს კლუბის წევრებმა შეარჩიეს პრობლემები ადვოკატირებისათვის, შექმნეს ადვოკატირების ჯგუფი - ყოველ მათგანს აქვს დიდი ინტერესი და შემართება, რომ რაც შეიძლება მეტი პრობლემის მოგვარება შეძლონ.
ხონის მე-3 საჯარო სკოლაში ჩატარდა ახალგაზრდული კლუბის საინფორმაციო შეხვედრა თემაზე „გენდერული ძალადობა, მიზეზები და დაცვის მექანიზმები“. ამავე თემას მიეძღვნა შეხვედრები კოკის საჯარო სკოლაში და ფოთის 21-ე სკოლაში.
ახალგაზრდები საინტერესოდ ჩაერთნენ სამუშაო პროცესში, აქტიურობდნენ დისკუსიის დროს. გულახდილად ილაპარაკეს უფროსი თაობის სტერეოტიპულ აზროვნებაზე, რაც ხელს უშლის ახალი, ჰარმონიული საზოგადოების შექმნას.
აქტივისტებმა შეკრებილებს გააცნეს ინფორმაცია, თუ რა ღონისძიებები ჩაატარეს კამპანიის „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში. ისაუბრეს სამომავლო გეგმებზეც.
ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომა ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სხდომათა დარბაზში გაიმართა. კლუბის წევრებმა უამრავ სოციალურ პრობლემაზე იმსჯელეს როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით. აქტიური დისკუსიის დროს გამოიკვეთა არაერთი საკითხი: მცირე მეწარმეობის განვითარება და სოფლად ოჯახური ბიზნესის მხარდაჭერა, სოფლის მოსახლეობისთვის მცირე ბიზნესის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა. შემუშავებული რეკომენდაციები პოლიტიკურ პარტიებს წარედგინება.
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით
აქტიური საქმიანობა განაახლა ხობის ამომრჩეველ ქალთა კლუბმა. ეს შესაძლებელი გახდა აშშ საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით პროექტის „ქალთა აქტიური ჩართვა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში საარჩევნო პროცესის დემოკრატიზაციის გზით“ ფარგლებში.
შეხვედრაზე კლუბის წევრები გაეცნენ ინფორმაციას ახალი პროექტის მიზნებისა და ამოცანების, დაგეგმილი ღონისძიებების და მოსალოდნელი შედეგების, კლუბის წარსული საქმიანობის და ადგილობრივი პრობლემების წარმატებული ადვოკატირების შესახებ.
იმსჯელეს სამომავლო გეგმებზე, კერძოდ ტრენინგზე, რომელიც გაიმართება არჩევნების, პოლიტიკური სისტემისა და ქალთა როლის თემაზე. განიხილეს აგრეთვე საპარლამენტო არჩევნებში ქალ-კანდიდატთა მხარდასაჭერად მდუმარე აქციის ჩატარებასტან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები.
ხობელი ქალბატონები კმაყოფილებას გამოხატავენ იმის გამო, რომ კლუბი ხელახლა გააქტიურდება და ერთად შეძლებენ არაერთი მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარებას.
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით
ხობის ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგი სხდომა სოფელ ბიაში გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღეს სოფლის მცხოვრებლებმა. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ სოფლის გამგეობის წარმომადგენლის თანაშემწე სოფელ ბიაში და მედმუშაკი. მათ ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებს მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები გააცნეს.
დისკუსიის დროს ქალებმა სოფლის პრობლემები გაახმოვანეს. მათ ყველაზე მეტად აწუხებთ ის, რომ სოფელში არ არის ნაგვის ურნები. ქალებმა გადაწყვიტეს, პრობლემის მოსაგვარებლად მიმართონ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელს სოფელში.
შეხვედრაზე განიხილეს რეკომენდაციები მოქმედი პოლიტიკური პარტიების რაიონულ ორგანიზაციებში წარსადგენად.
ხობის ამომრჩეველ ქალთა კლუბის მუშაობაში ჩაერთნენ საკრებულოს დეპუტატები დოდო გაბუნია და მზია ლემონჯარია. მათ ისაუბრეს თავიანთ საქმიანობაზე, მიღწეულ შედეგებსა და ცვლილებებზე, რომელთაც თავად შეუწყვეს ხელი, როგორც გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა.
შეხვედრას ესწრებოდა გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი ზაზა ბუკია, რომელმაც სოფელ ხეთაში არსებული სიტუაციის შესწავლის კუთხით გაწეული მუშაობა გააცნო შეკრებილთ. პრობლემა კლუბის წინა სხდომაზე გაჟღერდა. სამსახურის უფროსი შეპირდა სოფლის წარმომადგენლებს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რაც ხელეწიფება, რათა უახლოეს დღეებში მოგვარდეს სოფლის პრობლემა.
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით