„როგორ ვიმუშაოთ ახალგაზრდულ ჯგუფებთან კონფლიქტების მოგვარებისთვის“ - ასე ჰქვია მეთოდურ სახელმძღვანელოს, რომელიც ფონდმა „სოხუმმა“ გამოუშვა ახალგაზრდა ტრენერებისთვის.

სახელმძღვანელო შეიქმნა პროექტის „ახალგაზრდებს შორის კონფლიქტის არაძალადობრივად მოგვარების ხელშეწყობა ტრენინგების მეშვეობით დასავლეთ საქართველოში“ ფარგლებში  იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებმაც  გაიარეს სატრენინგო კურსი კონფლიქტოლოგიის საკითხებზე. კრებულში შევიდა 4 თემა, რომელზეც იმუშავეს დასავლეთ საქართველოს 8 მუნიციპალიტეტის (ქუთაისი, ხონი, წყალტუბო, სენაკი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ბათუმი) წარმომადგენელმა ახალგაზრდებმა: კონფლიქტის ტიპები, სახეები და მოგვარების მეთოდები; ინფორმირების როლი კონფლიქტის მოგვარებაში; გენდერი და გენდერული ასპექტები კონფლიქტის დარეგულირებაში; მასკულინურობის გავლენა კონფლიქტზე. სახელმძღვანელოში ასევე წარმოდგენილია ტრენერისთვის საჭირო ინფორმაცია: ტრენინგის სტრუქტურა და ტრენერობის ხელოვნება.

 გადმოწერა

პროექტი ხორციელდება კანადის ადგილობრივი ინიციატივების  ფონდის -CFLI (კანადის საელჩო თურქეთში) მხარდაჭერით

დასრულდა კვლევა „ქალთა მონაწილეობა ჟენევის სამშვიდობო მოლაპარაკებებში“ პროექტის „ქალთა ხმების გაძლიერება კონფლიქტის ტრანსფორმაციის პროცესში“.
კვლევის ძირითადი მიზანია, კონფლიქტის სამშვიდობო  მოგვარების პროცესში მეტი ქალის ჩართვის აუცილებლობის შესახებ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება და ხანგრძლივი და სამართლიანი მშვიდობის შენებაში ქალის მნიშვნელოვანი როლის გააზრება.
კვლევაში ჩართულნი იყვნენ სამოქალაქო სექტორის და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ კონფლიქტის გადაჭრის საკითხებთან. გამოკითხულია 8 რესპონდენტი ფოკუს-ჯგუფის მეთოდით და 10 - ჩაღრმავებული ინტერვიუს გზით.
კვლევის შედეგები შეკრებილია ერთიან დოკუმენტში.
 

ამ გამოცემაზე, როგორც არასდროს, პროექტის მთელი გუნდი ვმუშაობდით.

ვმუშაობდით სიამოვნებით, ინტერესით - საკუთარ პოზიტიურ შედეგებზე საუბარი  ყოველთვის იწვევს ასეთ განცდას.

2013-2016 წლებში ფონდმა „სოხუმმა“ განახორციელა საკმაოდ რთული, მნიშვნელოვანი და ამბიციური პროექტი „გენ­დე­რუ­ლი სა­კონ­სულ­ტა­ციო საბ­ჭო­ე­ბი - ქალ­თა რო­ლის ამაღ­ლე­ბა რე­გი­ო­ნებ­ში სო­ცი­ა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის“.

პროექტი მოსალოდნელზე უფრო წარმატებული შეიქნა - ქუთაისში, ოზურგეთსა და სენაკში გენ­დე­რუ­ლი სა­კონ­სულ­ტა­ციო საბ­ჭო­ე­ბის ჩამოყალიბებით ქალ­თა რო­ლიც ამაღ­ლდა და  რე­გი­ო­ნებ­ში სო­ცი­ა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბიც გამოჩნდა.

კიდევ უფრო მეტი, ქვეყნის კანონმდებლობით განისაზღვრა გენდერული საბჭოების ჩამოყალიბება.

ჩვენ როგორ ვიწყებდით? რას ვაკეთებდით? როგორ ვაღწევდით დასახულ ამოცანებს?

წიგნი ცდილობს, უპასუხოს ამ შეკითხვებს.

წიგნში ჩვენს განვლილ გზაზე გიამბობთ, მდიდარ სამწლიან გამოცდილებაზე.

ცვლილებებზე, რომლებიც მუშაობის დასასრულს გამოჩნდა.

გავლენაზე, რომელიც საზოგადოებაზე, სამთავრობო წრეებსა და მედიაზე მოხდა.

ადამიანებზე, რომლებიც ამ ცვლილებებს უწყობდნენ ხელს.

გადმოწერა

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით
ფონდი „სოხუმის“ გენდერული ბიბლიოთეკა შეივსო ახალი ბროშურით „გენდერული მიდგომები და განსხვავებები“. მასში განმარტებულია „სქესი“, „გენდერი“, „გენდერული მიდგომა“. აგრეთვე დაბეჭდილია განსაზღვრებები გენდერულ მაჩვენებლებთან და განსხვავებებთან დაკავშირებით სკოლამდელ დაწესებულებებში.
გამოცემის მიზანია - მეტი ინფორმაცია მისცეს მკითხველს გენდერის არსზე.
ბროშურა დაიბეჭდა პროექტის „ადგილობრივი ხელისუფლების პოლიტიკის შეცვლა გენდერულ ბიუჯეტირებასთან  მიმართებაში“ ფარგლებში.
 
 
პროექტი ხორციელდება ჩეხეთის არასამთავრობო ორგანიზაციის
„დამოუკიდებელი სოციალურ-ეკოლოგიური მოძრაობის“  მხარდაჭერით 

„ემოციების მართვა - მთავარი სეგმენტი ძალადობის პრევენციაში“ - ასეთია მაისის საინფორმაციო ბიულეტენის თემა.

მასში ნათქვამია: „ემოცია პიროვნების შინაგანი მდგომარეობაა და მიმართულია გარკვეული საგნისაკენ. პიროვნების ემოციურობა ტემპერამენტზეა დამოკიდებული, თუმცა დიდ როლს ასრულებს მისი განათლების, აღზრდისა და განვითარების დონე“.

სტატიაში მოყვანილია მაგალითები - ფონდი „სოხუმის“ შეხვედრებზე გაგონილი. წარმოდგენილია საჭირო რჩევები.

ფონდი „სოხუმის“ ბიულეტენის ელექტრონული ვერსია გამოდის პროექტის „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“ ფარგლებში.

გადმოწერა

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კომუნიკაცია მოდის ლათინური სიტყვიდან „კომუნიკარე“, რაც ნიშნავს: გავხადოთ სათქმელი ყველასთვის გასაგები... რატომ არ გვესმის ერთმანეთის, რატომ აღვიქვამთ ინფორმაციას სხვადასხვანაირად? ეს საკითხი პირდაპირ კავშირშია კომუნიკაციის ცოდნასთან და პასუხიც ასეთია: იმიტომ, რომ არ ვიცით, ან უბრალოდ არასწორად გვესმის ინფორმაციის მიწოდების ფორმები.

ბიულეტენში მოყვანილია ეფექტური და არაეფექტური კომუნიკაციის მაგალითები, მოცემულია საჭირო ინფორმაცია და რჩევები.

ფონდი „სოხუმის“ საინფორმაციო ბიულეტენის ელექტრონული ვერსია გამოდის პროექტის „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“ ფარგლებში და ვრცელდება სხვადასხვა შეხვედრაზე.

გადმოწერა

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში მეორე ადგილზეა მოლდავეთის შემდეგ გოგონების ნაადრევი ქორწინებებით. მას მოსდევს თურქეთი და ტაჯიკეთი.

გამონაკლისის სახით, 16 წელს მიღწეული არასრულწლოვანი პირის ქორწინება დაიშვებოდა მისი ნებით და მხოლოდ სასამართლოს თანხმობით, ისეთი მიზეზის არსებობისას, როგორიცაა ორსულობა. 2017 წლის იანვრიდან კი ეს გამონაკლისიც გაუქმდა და 18 წლამდე პირთა ქორწინება კანონით სრულად აიკრძალა.

ეს და სხვა აქტუალური საკითხები გაშუქდა ფონდი „სოხუმის“ საინფორმაციო ბიულეტენში. ბიულეტენის ელექტრონული ვერსია გამოდის პროექტის „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“ ფარგლებში და ვრცელდება სხვადასხვა შეხვედრაზე.

გადმოწერა

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

გენდერული სტერეოტიპები - გაბატონებული შეხედულება ქალისა და მამაკაცის მახასიათებლების და როლების შესახებ - ერთ-ერთი აქტუალური საკითხია ფონდი „სოხუმის“ შეხვედრებზე. ამიტომაც მიეძღვნა ამ თემას საინფორმაციო ბიულეტენის თებერვლის ნომერი. ბიულეტენში ახსნილია, რატომ დავინტერესდით ამ თემით, მოყვანილია მაგალითები და მოცემულია რჩევები, როგორ ვებრძოლოთ სტერეოტიპებს. როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ...

ბიულეტენის ელექტრონული ვერსია გამოდის პროექტის „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“ ფარგლებში და ვრცელდება ფონდი „სოხუმის“ შეხვედრებზე.

გადმოწერა

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

თაობათა კონფლიქტები ერთ-ერთი აქტუალური თემაა ფონდი „სოხუმის“ შეხვედრებზე. ამიტომაც იქცა საინფორმაციო ბიულეტენის თემად - „თაობათა კონფლიქტები დედები და შვილები“.

„ვერ ვხვდები, როდის შეიცვალა. საერთოდ არ ესმის ჩემი. არ ვიცი, რა მოვუხერხო. რას არ ვაკეთებ, მაგრამ არ მემორჩილება“, - ამბობენ დედები.

აღზრდის პროცესში არ არსებობს სტანდარტული რეცეპტები, რომელიც ყველას  გამოადგება. თუმცა, არსებობს მიდგომები, რომელთა გათვალისწინება ბევრ დედას დაეხმარება. ბიულეტენში სწორედ ამაზეა საუბარი - მოცემულია ტესტი და რჩევები.

ფონდი „სოხუმის“ ბიულეტენის ელექტრონული ვერსია გამოდის პროექტის „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“ ფარგლებში.

გადმოწერა

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქალთა მიგრაცია - საკითხი, რომელიც საქართველოში ყველას ერთნაირად აწუხებს,  რადგან არ არსებობს ოჯახი, რომლის წევრი თუ არა, რომელიმე ახლობელი უცხოეთში არ იყოს წასული.

ისტორიები ამ საკითხზე უამრავია, ზოგი კარგი ფინალით, ზოგიც - ცუდით. სტატისტიკურად, მიგრაციაში მყოფთა 67% ქალია. თუმცა სტატისტიკის გარეშეც ნათელია, რომ ქალთა დენადობა უცხოეთში ბოლო წლებში კიდევ უფრო გაიზარდა. 

ბიულეტენში მოთხრობილია რამდენიმე ისტორია, განხილულია ოჯახის წევრების და საზოგადოების პასუხისმგებლობის საკითხი.

ფონდი „სოხუმის“ საინფორმაციო ბიულეტენის ელექტრონული ვერსია გამოდის პროექტის „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“ ფარგლებში და ვრცელდება სხვადასხვა შეხვედრაზე.

გადმოწერა

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები